სირდარია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
სირდარიის აუზი არალის ზღვის 1960 წლის მდგომარეობით |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 2,212 კმ |
| აუზის ფართობი | 219,000 კმ² |
| ჩაედინება | არალის ზღვა |
| ქვეყნები | |
სირდარია — მდინარე ცენტრალურ აზიაში. წარმოიქმნება ორი მდინარის — ნარინის და ყარა-დარიას შერწყმის შედეგად. თავის მხრივ, ნარინი სათავეს იღებს ყირგიზეთში, ტიან-შანის მთებში და ყარა-დარია აღმოსავლეთ უზბეკეთში. შემდეგ გაედინება ყაზახეთის ტერიტორიაზე და ერთვის არალის ზღვის ნარჩენებს.
სირდარიას მნიშვნელობა ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მართლაც დიდია — ის რწყავს ბამბის ნათესებს. მდინარიდან საირიგაციო არხების გაყვანა ჯერ კიდევ XVIII საუკუნიდან დაიწყო და მასიური ხასიათი მიიღო საბჭოთა პერიოდში, რამაც საბოლოოდ ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია — არალის ზღვის თითქმის გაქრობა. ვინაიდან ბამბის ნათესებზე მილიონობით ადამიანის არსებობაა დამოკიდებული, საეჭვოა ეს სიტუაცია გამოსწორდეს.
მდინარის სიგრძეა 2 212 კმ, აუზის ფართობი 219 000 კმ².