სალამანდრისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სალამანდრისებრნი
Alpensalamander.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ქვეტიპი: ხერხემლიანები
კლასი: ამფიბიები
რიგი: კუდიანი ამფიბიები
ოჯახი: სალამანდრისებრნი
ლათინური სახელი
Salamandridae

სალამანდრისებრნი, ნამდვილი სალამანდრისებრნი (ლათ. Salamandridae) — კუდიანი ამფიბიების ოჯახი. არიან როგორც წყლის, ისე ხმელეთის ფორმები, ოჯახში 15 გვარი და 40 სახეობაა. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საკუთრივ სალამანდრას (Salamandra) გვარში 3 სახეობაა. დასავლეთ უკრაინაში გვხვდება ალიფერი ანუ ხალებიანი სალამანდრა, რომლის სიგრძეა 70 სმ. ბინადრობს ხმელეთზე, ტენიან ადგილებში. კვერცხცოცხლადმშობია. გრძელკუდა სალამანდრას (Mertensiella) გვარში 2 სახეობაა, რომელთაგან კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica) გვხვდება საქართველოში, მესხეთის ქედზე. ენდემია. მისი სიგრძეა 19 სმ. აქვს მოყავისფრო-მოშავო ყვითელი ლაქები. ბინადრობს მთის ნაკადულებისა და მდინარეების პირას.

ლიტერატურა[რედაქტირება]