ინდოეთის ოკეანე
| დედამიწის ოკეანეები |
|---|
|
ინდოეთის ოკეანე სიდიდით მესამე წყლის აუზია მსოფლიოში და დედამიწის ზედაპირის დაახლ. 20%-ს ფარავს. ჩრდილოეთით ესაზღვრება სამხრეთ აზიას (ინდოეთის სუბკონტინენტს); დასავლეთით არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკას; აღმოსავლეთით მცირე აზიის ნახევარკუნძულს, ინდონეზიის კუნძულებსა და ავსტრალიას; სამხრეთით კი სამხრეთის ოკეანეს. ატლანტის ოკეანისგან 20° აღმოსავლეთის მერიდიანი ჰყოფს, რომელიც აგულას კონცხიდან სამხრეთით მიემართება, ხოლო წყნარი ოკეანისგან 147° აღმოსავლეთის მერიდიანი. ინდოეთის ოკეანის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი სპარსეთის ყურეში დაახ. 30° ჩრდილოეთის განედზე იმყოფება.
ინდოეთის ოკეანე თითქმის 10.000 კმ-ია სიგანეში აფრიკის სამხრეთ წერტილსა და ავსტრალიას შორის; მისი ფართობია 73.556.000 კმ², წითელი ზღვისა და სპარსეთის ყურის ჩათვლით. ოკეანის მოცულობა გამოთვლით 292,131,000 კმ³ უნდა იყოს. კუნძულები ძირითადად გარშემო მდებარე კონტინენტების სიახლოვესაა. ოკეანის კუნძული-ქვეყნებია: მადაგასკარი (მსოფლიოს სიდიდით მეოთხე კუნძული), კომორის კუნძულები, სეიშელის კუნძულები, მალდივის კუნძულები, მავრიკი და შრი-ლანკა. ინდონეზია ოკეანეს ესაზღვრება. ოკეანის როგორც სატრანზიტო გზის მნიშვნელობამ ის მრავალი კონფლიქტის მომსწრე გახადა. მისი სიდიდის გამო ვერცერთმა ქვეყანამ მასზე ერთპიროვნული კონტროლი ვერ მოახდინა მე-19 საუკუნემდე, როცა დიდი ბრიტანეთი გახდა თითქმის მთელი მოსაზღვრე მიწების განმგებელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- The Indian Ocean and the Superpowers. Routledge. 1986. ISBN 0-7099-4241-9, 9780709942412
- NOAA In-situ Ocean Data Viewer
- The Indian Ocean in World History: Educational Website, Interactive resource from the Sultan Qaboos Cultural Center
- The Regional Tuna Tagging Project-Indian Ocean with details of the importance of Tuna in the Indian Ocean..
- Detailed maps of the Indian Ocean
- The Indian Ocean Trade: A Classroom Simulation
| ოკეანეები |
| ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე • ატლანტის ოკეანე • ინდოეთის ოკეანე • წყნარი ოკეანე • სამხრეთის ოკეანე |