მუხუდო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მუხუდო | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Cicer | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
|
მუხუდო (Cicer), ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა. გვარში 27 სახეობაა. კულტურაში ცნობილია ერთწლოვანი სახეობა Cicer arietinum. მცენარე სწორმდგომია, ნაყოფი — პარკი, 1— 2, იშვიათად 3 — 4-თესლიანი. ფოთოლი, ღერო და ნაყოფი შებუსული. მუხუდო სინათლისა და სითბოს მოყვარულია, უძლებს გვალვას. იყენებენ კულინარიაში და ცხოველთა საკვებად. ყოფილ სსრკ-ში მოჰყავთ შუა აზიაში, ამიერკავკასიაში, ყაზახეთში, სამხრეთ უკრაინაში, ჩრდილოეთ კავკასიაში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჯაფარიძე ა., ქსე, ტ. 7, გვ. 232, თბ., 1984
სტატიის