ბორის ფურცხვანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბორის ფურცხვანიძე (დ. 1901, ქუთაისი, — გ. 1984) — ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (1952-1954).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორის ზაქარიას ძე ფურცხვანიძე დაიბადა 1901 წელს ქუთაისში. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, 1923 წელს, შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1927 წელს. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე.

1944 წლიდან რესპუბლიკის პროკურატურის ორგანოებშია. 1947 წელს დაინიშნა რესპუბლიკის პროკურორის პირველ მოადგილედ.

1952 წელს აირჩიეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. ამ თანამდებობაზე იმუშავა 1954 წლამდე პარალელურად მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მუშაობდა ჯერ დოცენტის, შემდეგ პროფესორის თანამდებობაზე, განაგებდა სისხლის სამართლის კათედრას, იყო იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.

გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფიები. გარდაიცვალა 1984 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]