კონსტანტინე კუბლაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინე კუბლაშვილი
Flag of Georgia.svg
Flag of Georgia.svg
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 თებერვალი, 2005 – 23 თებერვალი, 2015
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
წინამორბედიკონსტანტინე კემულარია
მემკვიდრენინო გვენეტაძე

დაბადებული30 მარტი 1973
ტყიბული
მოქალაქეობაFlag of Georgia.svg საქართველო
ეროვნებაქართველი

კონსტანტინე (კოტე) კუბლაშვილი (დ. 30 მარტი, 1973, ტყიბული) — ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარე 2005 - 2015 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინე კუბლაშვილი დაიბადა 1973 წლის 30 მარტს ქ. ტყიბულში. 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

1995 წლის აპრილიდან - სექტემბრამდე იყო ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) იურიდიული ფაკულტეტის მსმენელი, სადაც მოამზადა სადიპლომო ნაშრომი "გერმანიის ფედერალიზმის პრინციპები".

1995 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იურისტად. 1996-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციის ჯგუფის მთავარ სპეციალისტად, ხოლო 1997-98 წლებში ამავე დეპარტამენტის კანონპროექტთა სამართლებრივი ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილების გამგედ.

1998-2000 წლებში იყო ჰანოვერის უნივერსიტეტის (გერმანია) დოქტორანტი, სადაც დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა "სამართლის დოქტორის" (Dr.jur) სამეცნიერო ხარისხი.

2000 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად.

2000-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, სამინისტროს საპარლამენტო მდივანი.

2002-2004 წლებში მუშაობდა იურიდიულ ფირმაში "ქართველი ადვოკატები სამართლიანობისათვის" იურისტად.

2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის განვითარებისა და რეფორმების ფონდის ჯერ მეურვეთა საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ ფონდის დირექტორად.

2005 წლის 23 თებერვლიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

იგი არის არაერთი სამეცნიერო შრომის, პუბლიკაციის, სახელმძღვანელოს ავტორი სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობისა და ადამიანის ძირითადი უფლებების საკითხებზე.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ფლობს გერმანულ, რუსულ ენებს კარგად, საუბრობს ინგლისურ და ესპანურ ენებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]