გია ქავთარაძე
გია ქავთარაძე | |
საქართველოს იუსტიციის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 დეკემბერი, 2005 – 30 აგვისტო, 2007 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
წინამორბედი | კონსტანტინე კემულარია |
მემკვიდრე | ეკა ტყეშელაშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
ივნისი, 2005 – დეკემბერი, 2005 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
წინამორბედი | ზურაბ ნონიკაშვილი (მ/შ) |
მემკვიდრე | გურამ ჩალაგაშვილი |
დაბადებული | 19 აგვისტო, 1970 თბილისი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
გია ქავთარაძე (დ. 19 აგვისტო, 1970, თბილისი) — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2005 წლის ივნისიდან დეკემბრამდე,[1] საქართველოს იუსტიციის მინისტრი 2005-2007 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გია ქავთარაძე დაიბადა 1970 წლის 19 აგვისტოს, თბილისში. 1992 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტი, ხოლო 1993 წელს – ინდიანას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასპირანტურა. 1992 წლის აგვისტოდან 1993 წლის იანვრამდე მუშაობდა საქართველოს შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროში სპეციალისტად. 1993 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ინდიანას უნივერსიტეტში სამართლის სკოლის ასპირანტურაში სწავლის პარალელურად, მუშაობდა იურიდიულ ფირმაში “Square, Sanders and Dampsey” იურსიტად. 1994-1995 წლებში იყო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) საქართველოს წარმომადგენლობის საფინანსო ადმინისტრატორის თანაშემწე. 1995-1997 წლებში იყო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენლობის ადმინისტარტორი. 1997-1998 წლებში მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული პროექტის – “საქართველოს სახალხო დამცველის სამსახურის მხარდაჭერა” კონსულტანტად. 1998 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორად, ხოლო იმავე წლის ოქტომბერში – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორად. 1999 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის სამი წლის ვადით აირჩია საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად, ხოლო 2000 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მდივნად. 2002-2003 წლებში მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის – “ტაჯიკეთის რესპუბლიკის სასამართლო რეფორმა” სამართლებრივ კონსულტანტად. პარალელურად, მუშაობდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პროექტის – “პროკურატურის რეფორმა საქართველოში” სამართლებრივ კონსულტანტად. 2002 წელს მან დააფუძნა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება – “ქავთარაძე და პარტნიორები”. იმავე წელს მან დააფუძნა ინდიანას უნივერსიტეტის ქართველ კურსდამთავრებულთა ასოციაცია და დღემდე თავმდჯომარეობს მას. 2001 წელს მას მიენიჭა იუსტიციის უფროსი მრჩევლის სპეციალური წოდება.
სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სასწავლო გადამზადების კურსებში. კერძოდ: ”(UNICEF)-ის საკადრო რესურსების მართვა (1997 წ., შვეიცარია, ჟენევა); (UNICEF)-ის პროგრამების მართვის დაგეგმარება და საერთო ბიუჯეტი” (1997 წ., შვეიცარია, ჟენევა); “(UNICEF)-ის სახელფასო მეთოდოლოგია და სამუშაოთა კლასიფიკაცია” (1997 წ., ეგვიპტე, კაირო); “სამოსამართლო სწავლება” (1999 წ., აშშ, ნევადა); სამართლის ხელმისაწვდომობა – ცვლილებათა სტრატეგია” (2001 წ., გაერთიანებული სამეფო, ლონდონი); “სასამართლო სისტემა” (2001 წ., ისრაელი); “სასამართლო მართვა და რეფორმა” (2001 წ., აშშ).
2005 წლის ივნისიდან დეკემბრამდე იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 2005 წლის 22 დეკემბერიდან 2007 წლის 30 აგვისტომდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გია ქავთარაძე - ბიოგრაფია დაარქივებული 2014-07-11 საიტზე Wayback Machine.
- გია ქავთარაძე - დეკლარაცია დაარქივებული 2020-09-24 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სააკაშვილმა ცსკ-ს ახალი თავმჯდომარე დაასახელა. civil.ge. ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2019.[მკვდარი ბმული]
|
|