ვლადიმერ მაისურაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვლადიმერ მაისურაძე (დ. 1923, ხაშმი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, — გ. 1986) — ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (1962-1970), საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმერ ივანეს ძე მაისურაძე დაიბადა 1923 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში. 1941 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის მე-5 საშუალო სკოლა. გაიწვიეს არმიაში - მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ, 1943 წელს, შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1947 წლიდან სწავლობს ასპირანტურაში, რომლის სრული კურსი დაამთავრა მოსკოვში და 1951 წელს იქვე დაიცვა დისერტაცია იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის უნივერსიტეტში.

1962 წელს აირჩიეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. ამ თანამდებობაზე იმუშავა 8 წელი. 1970 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრად.

1976 წლიდან სახელმწიფო არბიტრაჟს ხელმძღვანელობდა, გარდაიცვალა 1986 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]