ავთანდილ დემეტრაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ავთანდილ დემეტრაშვილი
Greater coat of arms of Georgia.svg
Flag of Georgia.svg
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 ივლისი, 1996 – 24 ივლისი, 2001
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
მემკვიდრეჯონი ხეცურიანი

დაბადებული21 დეკემბერი, 1941 (1941-12-21) (77 წლის)
სოფ. პატარა თონეთი, თეთრი წყაროს რაიონი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პროფესიაიურისტი, კონსტიტუციონალისტი

ავთანდილ დემეტრაშვილი (დ. 21 დეკემბერი, 1941, სოფ. პატარა თონეთი) — ქართველი იურისტი, კონსტიტუციონალისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1967 წელს დაამთავრა პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 1975 წელსმოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1976 წლიდან არის იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. 1979-1984 წლებში მუშაობდა თბილისის მილიციის უმაღლეს სკოლაში. 1986-1990 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო 1990-1995 წლებში იყო თანამედროვე სამართლებრივი სისტემების კათედრის გამგე. 1993-1995 წლებში იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, ასევე სახელმწიფო მეთაურის აპარატის საკონსტიტუციო აქტების მომზადების სამსახურის ხელმძღვანელი, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. 1995 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, ხოლო 1996-2001 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. 2001-2004 წლებში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დანიშნულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. მინიჭებული აქვს იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველის სპეციალური წოდება. 2009 წლის 8 ივნისის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა სახელმწიფო საკონსიტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]