გიორგი პაპუაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პაპუაშვილი.
გიორგი პაპუაშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 სექტემბერი, 2006 – 20 ოქტომბერი, 2016
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ზურაბ ნოღაიდელი
ლადო გურგენიძე
გრიგოლ მგალობლიშვილი
ნიკა გილაური
ვანო მერაბიშვილი
ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიჯონი ხეცურიანი
მემკვიდრეზაზა თავაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 თებერვალი, 2005 – 30 ივლისი, 2006
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ნოღაიდელი
წინამორბედითამარ ლებანიძე
მემკვიდრედავით ტყეშელაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 თებერვალი, 2004 – 18 თებერვალი, 2005
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ჟვანია
წინამორბედიზურაბ ადეიშვილი
მემკვიდრეკონსტანტინე კემულარია

დაბადებული26 დეკემბერი, 1972 (1972-12-26) (51 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
საქმიანობაიურისტი, პოლიტიკოსი

გიორგი პაპუაშვილი (დ. 26 დეკემბერი 1972, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს იუსტიციის მინისტრი 2004-2005 წლებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი 2005-2006 წლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2006-2016 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. მინიჭებული აქვს იურიდიულ მეცნიერებათა და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. 1996-1997 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ქ. ბუდაპეშტი) პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 1999 წელს ჩაირიცხა ამერიკის უნივერსიტეტის (ქ. ვაშინგტონი) იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრატურაში, რომელიც დაამთავრა 2000 წელს მაგისტრის ხარისხით. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სტაჟირება ევროპის საბჭოს, ევროპის კავშირსა და აშშ განვითარების სააგენტოს ინსტიტუტებში (აშშ, საფრანგეთი, ბელგია). 1996-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატში ჯერ უფროს სპეციალისტად, შემდეგ წამყვან სპეციალისტად და აპარატის უფროსად. პარალელურად, 1995-2004 წლებში იგი იყო ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი. 2004, იანვარი — დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განვითარებისა და რეფორმების ფონდის დირექტორად. 2004-2005 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო 2005-2006 წლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. 2006-2016 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]