ემენ ტაკიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ემენ ტაკიძე (დ. 1910, მაღალი ჯუმათი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, — გ. ?) — ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (1961-1962).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემენ პართენის ძე ტაკიძე დაიბადა 1910 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ მაღალ ჯუმათში. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ჩაება შრომით საქმიანობაში.—

1936-1941 წლებში სწავლობდა მოსკოვის იურიდიულ ინსტიტუტში. 1935 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის რაიონის მოსამართლედ, 1937 წლიდან ამავე რაიონის პროკურორია. შემდეგ პარტიულ სამუშაოზეა. 1955 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ.

1961-1962 წლებში მუშაობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]