დავით ხელთუფლიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავით ხელთუფლიშვილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1919 – 1921
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეგალაქტიონ ვაშაძე

მოქალაქეობაFlag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of the Transcaucasian Federation.svg ამიერკავკას. დფრ
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დრ
ეროვნებაქართველი

დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი (დ. 15 იანვარი, 1862 — გ. 4 თებერვალი, 1921) — ქართველი იურისტი, საქართველოს სენატის (უზენაესი სასამართლოს) თავმჯდომარე (1919-1921).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქუთაისის გუბერნიის აზნაურის ოჯახში (მამა — ბესარიონ ანდრიას ძე ხელთუფლიშვილი, დედა — თეოდოსია ფირანის ასული ლორთქიფანიძე–ხელთუფლიშვილისა). მისი ძმები იყვნენ პლატონ და მიხეილ ხელთუფლიშვილები, დეიდაშვილი — ნიკო ნიკოლაძე. უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში იყო ქუთაისის ნაფიც ვექილთა კორპორაციის წევრი, ასევე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი. ითვლებოდა სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად კავკასიაში. 1919 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ რესპუბლიკის სენატის (უზენაესი სასამართლოს) თავმჯდომარედ აირჩია. ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, ხელთუფლიშვილი თბილისში გადავიდა და სათავეში ჩაუდგა სენატს, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 531, თბ., 2018 წელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (ნეკროლოგი), გაზეთი „საქართველო“ №29. 8 თებერვალი, 1921.