გალაქტიონ ვაშაძე
Jump to navigation
Jump to search
გალაქტიონ ვაშაძე | |
---|---|
დაბადების სახელი | გალაქტიონ საჩინოს ძე ვაშაძე |
დაბადების თარიღი |
1880 ჭიათურა |
გარდაცვალების თარიღი |
1938 შორაპნის მაზრა |
მოქალაქეობა | საქართველო |
პროფესია | იურისტი, რევოლუციონერი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე |
გალაქტიონ ვაშაძე (დ. 1880 — გ. 1938) — ქართველი იურისტი.
დაიბადა 1880 წელს შორაპნის მაზრის დაბა ჭიათურაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. 1906 წელს სასწავლებლად შევიდა პეტერბურგის კომერციულ კურსებზე. ეწეოდა რევოლუციურ მოღვაწეობას. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. 1921-1923 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
1938 წელს გახდა ბოლშევიკურ-ტოტალიტარული რეჟიმის სტალინური რეპრესიების მსხვერპლი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|