ისიდორე დოლიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ისიდორე დოლიძე (დ. 5 აპრილი [ძვ. სტ. 23 მარტი ], 1915, მერია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 17 ივლისი, 1982) — ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (1954–1957).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისიდორე სამსონის ძე დოლიძე დაიბადა 1915 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ მერიაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. 1930 წელს დაამთავრა სოფელ მერიის არასრული საშუალო სკოლა, და სწავლა განაგრძო ბათუმის საამშენებლო ტექნიკუმი. 1933 წელს, ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, როგორც წარჩინებით კურსდამთავრებულს, რეკომენდაცია მისცეს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად.

1936 წლამდე სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1936 წელს გაიგზავნა მოსკოვში და სწავლა გააგრძელა იურიდიულ ინსტიტუტში, შემდეგ გადავიდა სვერდლოვსკის იურიდიულ ინსტიტუტში, რომელიც 1938 წელს დაამთავრა. იმავე პერიოდში ჩაირიცხა მოსკოვის იურიდიულ მეცნიერებათა საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1941 წელს დაამთავრა ასპირანტურის კურსი, იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა იურიდიულ მეცნირებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ლექციებს კითხულობდა სახელმწიფო და სამართლის ისტორიაში საკავშირო სამრთლის აკადემიაში.

დიდი სამამულო ომის წლებში დაბრუნდა საქართველოში და მოღვაწეობა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1942 წლიდან 1947 წლამდე იმყოფებოდა პარტიულ პროპაგანდისტულ სამუშაოზე.

1947 წლის მაისიდან 1948 წლის ბოლომდე დოლიძე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანად და საბჭოთა სახელმწიფო სამართლის კათედრის გამგედ. 1949 წლის იანვარს დაინიშნა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსად. შეთავსებით პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1954–1957 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მეცნიერულ-პოპულარული ხასიათის შრომა და სტატია. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით და ორი მედლით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]