შინაარსზე გადასვლა

კოტე ცინცაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კონსტანტინე ცინცაძე)

კოტე ცინცაძე ნამდვილი სახელი ალიპი მაქსიმეს ძე ცინცაძე (დ. 1886 — გ. 1931) — ქართველი ბოლშევიკი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე.

დაიბადა 1886 წელს დღევანდელ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ღარიბი გლეხის ოჯახში. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ჩაება შრომით საქმიანობაში. აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მუშაობაში. 1906 წლიდან იყო უფროსი სამხედრო ჯგუფისა, რომელიც ახორციელებდა ექსპროპრიაციებს. მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო ომში. 1921 წლის 6 მარტს დაინიშნა საქართველოს ჩეკას თავმჯდომარედ, 24 მარტს გახდა საქართველოს რევკომის წევრი. ჩეკას თავმჯდომარე იყო 1922 წლამდე. 1922-1924 წლებში მუშაობდა უშიშროების კომიტეტის პასუხისმგებელ მუშაკად. 1924-1926 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 1926 წელს დააარსა ტროცკისტული არალეგალური ორგანიზაცია და იყო ტროცკისტული ოპოზიციის ერთადერთი ლიდერი საქართველოში. მას

1927 წელს როგორც ნაციონალ-უკლონისტი გადაასახლეს ჯერ ბახჩისარაიში, შემდეგ — იალტაში (ავადმყოფობის გამო არ გადაასახლეს შუა აზიაში). გადასახლებიდან არ წყვეტდა მიმოწერას ლევ ტროცკისთან. გარდაიცვალა გადასახლებაში 1931 წელს.

რეპრესირებულები იყვნენ მისი ოჯახის წევრებიც, დები და ძმები. მისი რეაბილიტაცია არ მომხდარა, მისი სახელი ამოშლილი იყო საბჭოთა საქართველოს ისტორიის ღია წყაროებიდან.

  • ხვადაგიანი ი., საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი, თბ.: SOVLAB, 2016. — გვ. 58-60, 201-202, ISBN 978-9941-0-9317-3.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]