აკაკი კარანაძე
აკაკი კარანაძე | |
საქართველოს სსრ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1972 – 1990 | |
წინამორბედი | სერგო ქაჯაია |
მემკვიდრე | მინდია უგრეხელიძე |
დაბადებული | 1927 დუშეთი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი |
გარდაცვლილი | 1992 |
მოქალაქეობა | საქართველოს სსრ საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
აკაკი კარანაძე (დ. 1927, დუშეთი, — გ. 1992, თბილისი) — ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (1972-1990).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აკაკი გრიგოლის ძე კარანაძე დაიბადა 1927 წელს ქ. დუშეთში. 1945 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა მოსკოვში.
1950 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი. 1958 წლიდან მოღვაწეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო სამართლის კათედრაზე. 1971-1984 წლებში ამავე კათედრის დოცენტის თანამდებობაზეა.
1972 წლიდან 1990 წლამდე 18 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს. აკაკი კარანაძის სახელს უკავშირდება უზენაესი სასამართლოს შენობის აღდგენა- რეკონსტრუქცია და მისი მართლმსაჯულების სასახლედ ქცევა.
1990 წლიდან კვლავ სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდა. იყო იურიდიული მეცნიერებათა კანდიდატი. ავტორია 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის - სამი მონოგრაფიისა. გარდაიცვალა 1992 წელს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|