მიხეილ ჩინჩალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიხეილ ჩინჩალაძე
მიხეილ ჩინჩალაძე.png
დაბ. თარიღი 23 ივლისი, 1913
ტყემლოვანა, ჭიათურის რაიონი
გარდ. თარიღი 20 თებერვალი 2011
თბილისი
დაკრძალულია თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა დროშა: საქართველო საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მეუღლე(ები) ვარვარა კოვზირიძე
შვილ(ებ)ი თამაზ ჩინჩალაძე, მედეა ჩინჩალაძე
მშობლები მამა: ივანე ჩინჩალაძე
დედა: ნინა გველესიანი
ჯილდოები ღირსების ორდენი 2003, ღირსების მედალი 1997

მიხეილ ივანეს ძე ჩინჩალაძე (დ. 23 ივლისი, 1913, ტყემლოვანა, ჭიათურის რაიონი,— გ. 20 თებერვალი 2011, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, მრავალი მეცნიერული შრომის ავტორი, საქართველოს პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ამავე აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1995), იაკობ გოგებაშვილის სახელობის ორგზის პრემიის ლაურეატი (1974, 2000).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1913 წლის 23 ივლისს ზემო იმერეთში, ჭიათურის რაიონის სოფელ ტყემლოვანაში. მიხეილის მშობლებს შვიდი ვაჟი ჰყავდათ, აქედან ერთ-ერთი ძმა ვლადიმერი განათლების დარგის ცნობილი მუშაკი იყო. მიუხედავად მძიმე ცხოვრებისა, ბატონი მიხეილი დაუღალავი ენერგიით, შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1941 წელს.

1949 წელს ჩაირიცხა განათლების სამინისტროს პედაგოგიკის მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის ასპირანტურაში აკადემიკოს ვარლამ თოფურიას ხელმძვანელობით. მან ვადამდე ადრე ჩააბარა საკანდიდატო გამოცდები, დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. მალე იგი უფროს მეცნიერ-მუშაკად დაამტკიცეს.

1960 წლიდან ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დაწყებითი განათლების, პედაგოგიკისა და მეთოდიკათა ფაკულტეტის დეკანად აირჩიეს. მიენიჭა დოცენტის წოდება 1961 წელს, შემდეგ კი ყოფილმა საბჭოთა უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ (ვაკი), მიხეილ ჩინჩალაძეს მიანიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.

არჩეული იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის დიდი საბჭოს, ფილოლოგიისა და პედაგოგიკის ფაკულტეტის საბჭოების წევრად, განათლების სამინისტროს დაწყებითი განათლების სასწავლო-მეთოდიკური საბჭოს თავმჯდომარედ, ჟურნალ „ქართული ენა და ლიტერატურა არაქართულ სკოლებში“ სარედაქციო საბჭოს წევრად და სხვა.

1995 წლის ივნისში დაარსდა საქართველოს პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემია. მიხეილ ჩინჩალაძე ამ აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი აკადემიკოსი იყო. იგი აგრეთვე იყო 250-ზე მეტი სამეცნიერო-მეთოდიკური ნაშრომისა და სასკოლო სახელმძვანელოების ავტორი. ორგზის დაჯილდოვდა იაკობ გოგებაშვილის მედლით (1974, 2000), ღირსების მედლით 1997 წელს, ღირსების ორდენით 2003 წელს, მრავალი სიგელით, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და 8 მედლით.

ქართულმა საზოგადოებამ მიხეილის 85 წლისათვის იუბილე პატივისცემით აღნიშნა მის მშობლიურ სოფელ ტყემლოვანაში. მიხეილ ჩინჩალაძე 2011 წლის თებერვალში 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გამოქვეყნებული შრომების ნაწილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ენა /სახელმძღვანელო სომხური და აზერბაიჯანული სკოლების 5-8 კლასებისათვის/ ცოდნის დარგი: ქართული ენა, გამომზემლობა „ცოდნა“ 1964
  • ქართული ენა /სახელმძღვანელო სომხური და აზერბაიჯანული სკოლების 9-11 კლასებისათვის/ ცოდნის დარგი: ქართული ენა, გამომზემლობა „ცოდნა“ 1964
  • ქართული ენა /სახელმძღვანელო რუსული საშუალო სკოლი 8 კლასებისათვის/ ცოდნის დარგი: ქართული ენა, გამომცემლობა „ცოდნა“ 1962-1963წ
  • ქართული ენა /სახელმძღვანელო რუსული სკოლის 4 კლასისათვის/ ცოდნის დარგი: ქართული ენა, გამომცემლობა „ცოდნა“ 1971
  • ქართული ენა /სახელმძღვანელო მუშა და სოფლის ახალგაზრდობის არაქართული სკოლის 9 კლასისათვის/ ცოდნის დარგი: ქართული ენა, გამომცემლობა „ცოდნა“ 1960
  • ქართული ენა /რუსული სკოლის 9 კლასის სახელმძღვანელო/ ცოდნის დარგი: ქართული ენა, გამომცემლობა „ცოდნა“ 1972
  • ქართული ზმნიზედის სწავლება სკოლაში, ცოდნის დარგი: ქართული ენის სწავლების მეთოდიკა, გამომცემლობა პედმეცნ. ინსტიტუტი 1955
  • წერითი მუშაობის საკითხები რვაწლიან სკოლაში, ცოდნის დარგი: ქართული ენის სწავლების მეთოდიკა, გამომცემლობა „ცოდნა“ 1960
  • ქართული ზმნის გარდამავლობისა და კონტაქტის სწავლების სიძნელეები რუსულ საშუალო სკოლაში და მათი დაძლევის გზები 1953
  • ქართული ზმნის ქცევის სწავლება რუსული სკოლის 10 კლასში 1954
  • ქვემდებარე-შემასმენელის სინტაქსური ურიერთობა ქართულში და მისი სწავლება 11 კლასში 1955
  • სახელთა წარმოქმნის სწავლება 5 კლასში 1960
  • მეტყველების ნაწილთა სწავლებისათვის 5 კლასი 1951
  • ზმნიზედის სწავლებასთან დაკავშირებული ტიპობრივი შეცდომები, მათი გამომწვევი მიზეზები და აღმოფხვრის საშუალებები 1953
  • ზმნიზედის სწავლებისათვის 7 კლასში1954
  • ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება ახალი პროგრამებით 1955
  • ქართული ენისა და ლიტერატურის ურთიერთკავშირი სწავლების პრცესში 1957
  • რთული და შემოკლებული სახელების სწავლება 1956
  • ზმნის გარდამვლობის სწავლების რუსული სკოლის 10 სლასში 1951
  • შენიშვნები არაქართული სკოლის ქართული ენის პროგრამებსა და სახელმძღვანელოებზე 1952
  • ქართული ენის სწავლების გაუმჯობესებისათვის არაქართულ სკოლებში 1950
  • გავაუმჯობესოთ უცხოურ ენათა სწავლება სკოლაში 1950
  • კარგი წიგნი მსწავლებელთა დასახმარებლად 1950
  • მასწავლებელთა კადრების მომზადების საქმეში არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისთვის 1959
  • რა შეიცვალა ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამებში 1959
  • ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების შესახებ მუშა და სოფლის ახალგაზრდობის სკოლებში 1960
  • მნიშვნელოვანი განძი მეთოდიკურ ლიტერატურაში.
  • შორისდებული სწავლება 6 კლასში 1962
  • კავშირის სწავლება 6 კლასებში 1962
  • ქართული ენის სწავლების ზოგი საკითხი დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკათა ფაკულტეტზე 1963
  • მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრება ახსნითი კითხვის გაკვეთილებზე 1970
  • ფონეტიკისა და გრაფიკის ზოგიერი საკითხის სწავლება დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკათა ფაკულტეტზე.
  • მოსწავლეთა ზნეობრივი აღზრდის საკითხები ახსნითი კითხვის გაკვეთილებზე 1-5 კლასემში.
  • საკითხავ ტექსტებზე მუშაობა ქართულ ენაში გამომცემლობა „განათლება“ 1989
  • ქართული ენა, საქართველოს სსრ სომხური სკოლი მე-6 კლასის სახელმძღვანელო 1989
  • ქართული ენა და ლიტერატურა სომხური სკოლის მე-11 კლასის სახელმძღვანელო, გამომცემლობა „განათლება“ 1997
  • ქართული ენა და ლიტერატურა სომხური სკოლის მე-10 კლასის სახელმძღვანელო, გამომცემლობა „ინტელექტი“ 2000
  • ტყემლოვანა და იქაური დიალექტები 2001
  • ქართული ენა და ლიტერატურა აზერბაჯანული სკოლის მე-11 კლასის სახელმძღვანელო, გამომცემლობა „ინტელექტი“ 2003 )

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]