მზია თოდუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მზია თოდუა
საქართველო
საქართველო
საქართველო
საქართველო
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 აგვისტო, 2018 – 17 მარტი, 2020
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია
წინამორბედინინო გვენეტაძე
მემკვიდრენინო ქადაგიძე

დაბადებული24 იანვარი, 1956
ახალსოფელი, ზუგდიდის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა   საქართველო
ეროვნებაქართველი

მზია თოდუა (დ. 24 იანვარი, 1956, ახალსოფელი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი 2018 წლის 2 აგვისტოდან ნინო გვენეტაძის გადადგომის შემდეგ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მზია თოდუა დაიბადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში. 1981 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978-1979 წლებში მუშაობდა ხონის აბრეშუმის ძაფსაღები ფაბრიკის იურისტ-კონსულტად; 1979-1985 წლბში კი ხონის მოქალაქეობრივი რეგისტრაციის განყოფილების გამგეა. 1991-1998 წლებში ხონის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო 1998 წელს თბილსიის საოლქო სასამართლოს მოსამართლე. 1999-2005 წლებში მუშაობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარედ. 2006-2012 წლებში სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილეა. 2011 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2018 წლის 2 აგვისტოდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია[1][2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1998-1999, გვ. 145

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]