სერგო ქაჯაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სერგო ქაჯაია
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ-ის
საქართველოს სსრ
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1970 – 1972
წინამორბედივლადიმერ მაისურაძე
მემკვიდრეაკაკი კარანაძე

დაბადებული1908
ბათუმი
გარდაცვლილი1988
მოქალაქეობაFlag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of the Transcaucasian Federation.svg ამიერკავკას. დფრ
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დრ
Flag of the Georgian Soviet Socialist Republic (1951–1990).svg საქართველოს სსრ
ეროვნებაქართველი

სერგო ქაჯაია (დ. 1908, ბათუმი, — გ. 1988) — ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (1970-1972).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერგო იასონის ძე ქაჯაია დაიბადა 1908 წელს ქალაქ ბათუმში. 1925 წელს დაამთავრა სამტრედიის რაიონის სოფელ ჯაგელის საშუალო სკოლა.

1927 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1931 წელს. 1938 წლიდან უზენაესი სასამართლოს წევრია. 1941 წელს გაიწვიეს არმიაში, სადაც დაჰყო 1946 წლამდე - მუშაობდა ერთადერთი დივიზიის სამხედრო ტრიბუნალის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

1946 წლიდან დაინიშნა რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების პროკურორად, საიდანაც 1948 წელს გადაიყვანეს ქ. თბილისის პროკურორის მოადგილედ. 1957 წელს აირჩიეს უზენესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო 1970 წელს - თავმჯდომარედ.

1972 წელს სამუშაოდ გადაიყვანეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში. გარდაიცვალა 1988 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]