აკაკი ჯავახია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აკაკი ჯავახია (დ. 1901, ნოქალაქევი, სენაკის მუნიციპალიტეტი, — გ. 1972) — ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (1938-1949).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკაკი ფარნაოზის ძე ჯავახია დაიბადა სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში, 1901 წელს. 1914 წელს დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა თბილისის ცენტრალურ პარტიულ სკოლაში.

1942 წელს დაამთავრა საკავშირო იურიდიული ინსტიტუტის თბილისის ფილიალი. 1926-1933 წლებში მუშაობდა მოსამართლედ საქართველოს სხვადასხვა რაიონში, 1934-1937 წლებში უზენაესი სასამართლოს წევრია, ხოლო 1937 წლიდან 1938 წლამდე - საქართველოს სსრ იუსტიციის სახალხო კომისრის მოადგილე.

1938 წელს აირჩიეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. ამ თანამდებობაზე იმუშავა 1949 წლამდე. გარდაიცვალა 1972 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]