ალპები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg ეს სტატია ევროპის ერთ-ერთ უმაღლეს მთათა სისტემას ეხება. ტერმინ ალპების სხვა მნიშვნელობების შესახებ იხილეთ ალპები.
ალპები
2008 Jungfrau.jpg
იუნგფრაუ, ბერნის ალპები, შვეიცარია
ადგილმდებარეობა
კონტინენტი ევროპა
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
მონაკოს დროშა მონაკო
იტალიის დროშა იტალია
შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ლიხტენშტაინის დროშა ლიხტენშტაინი
გერმანიის დროშა გერმანია
ავსტრიის დროშა ავსტრია
სლოვენიის დროშა სლოვენია
გეოგრაფია
სიგრძე 1200 კმ
სიგანე 50-260 კმ
უმაღლესი წერტილი მონბლანი
სიმაღლე 4808 მ
გეოლოგია
ამგებელი ქანები კრისტალური ქანები
კვარც-ფილიტური ფიქლები
გრანიტული ინტრუზიები
ფილიტური ფიქლები
ქვიშაქვები
კირქვები
ფლიში
მოლასები

ალპები, ალპის მთები (გერმ. Alpen; იტალ. Alpi; ფრანგ. Alpes; ბერძნ. Αλπεις, ტრანსლიტ. Alpeis; ოქსი. Aups/Alps; რომან. Alps; სლოვენ. Alpe) — ერთ-ერთი უმაღლესი მთათა სისტემა ევროპაში. გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან შუა დუნაის დაბლობამდე. ალპების გეოგრაფიული საზღვრების ფარგლებში მთლიანად ან ნაწილობრივ მდებარეობს 8 სახელმწიფოს ტერიტორია, ესენია: საფრანგეთი, მონაკო, იტალია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი, გერმანია, ავსტრია და სლოვენია. ალპები გადაჭიმულია დაახლოებით 1200 კმ-ზე, სიგანე 50-260 კმ.[1] უმაღლესი წერტილის სიმაღლეა ზღვის დონიდან 4808 მ (მონბლანი, დასავლეთ ევროპის უმაღლესი მწვერვალი).[2] ალპების მთათა სისტემის საერთო ფართობია დაახლოებით 207,000 კმ².[3]

ალპები დასავლეთი ევროპის ცენტრალური ნაწილის მაღალმთიანი ოლქია. იგი თავისი თოვლითა და ყინულებით კვებავს დასავლეთი ევროპის მრავალ დიდ მდინარეს და მათ შენაკადებს, დიდ გავლენას ახდენს შუა ევროპის ჰავაზე და თანაც ბუნებრივი ლანდშაფტების თავისებური კომპლექსებით ხასიათდება. განსაკუთრებით გამორჩეულია ალპების გეოლოგიური აგებულების განსაკუთრებული სირთულე და მთების რელიეფის ფორმები. მთების მნიშვნელოვანი საერთო სიმაღლე, მათ მკვეთრად დანაწევრებასთან ერთად, განსაზღვრავს ვერტიკალური ლანდშაფტების ზონების მკაფიოდ გამოხატულ ცვლას და ტიპიური ალპური ლანდშაფტების ფართო განვითარებას. ამ თვისებების მიხედვით, ალპები გამოიყოფა როგორც ევროპის, განსაკუთრებით, დიდი ფიზიკურ გეოგრაფიული ოლქი.

ალპები ქმნიან მძლავრ ერთიან მთის რკალს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის გენუის უბის ნაპირთან იწყება; აქ, შევიწროებულ და დადაბლებულ რაიონში, ერთმანეთს ხვდება ორი მაღალმთიანი მთის სისტემა: ალპები და აპენინები. აქედან ალპები ჯერ სამხრეთ-დასავლეთისაკენ მიემართება, ზღვის სანაპიროს გასწვრივ, სადაც თავისი სილამაზით ცნობილი საფრანგეთის რივიერა მდებარეობს, შემდეგ კი მკვეთრად იღუნება ჩრდილო-დასავლეთისა და ჩრდილოეთისაკენ. ეს რაიონი ცნობილია ზღვისპირა ალპების სახელწოდებით. შემდეგ ჩრდილოეთისაკენ, მაღალმთიანი ზონა, შესამჩნევად მაღლდება და ფართოვდება; მატულობს როგორც მთების სიმაღლე, აგრეთვე ბუმბერაზი მასივებისა და მწვერვალების, თოვლიანი, მძლავრი მყინვარებით დაფარული გოლიათების რიცხვი.

ალპების, პირენეების და კარპატების მთიანი სისტემა, ევროპისათვის პირობით საზღვარს ქმნის თბილ სამხრეთსა და ცივ ჩრდილოეთს შორის.

სექციების სია

ეტიმოლოგია

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის მიხედვით, სახელწოდება „ალპები“ წარმოსდგება კელტური alp „მაღალი მთის“ სახელწოდებიდან. არსებობს აგრეთვე მოსაზრება, სახელწოდების ინდოევროპულამდელ წარმოშობაზე, რომელსაც კერძოდ, საფუძვლად უდევს *al- / *ar- „მაღალი“, რომელიც სხვადასხვა დაბოლოებებით (alb, alp, arb და სხვა) გვხვდება რიგ ორონიმებში. სახელწოდება „ალპები“ alpis ფორმის სახით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში მოხსენიებულია ძველი ბერძენი ისტორიკოსის ჰეროდოტეს (დაახლ. ძვ. წ. 484 — დაახლ. ძვ. წ. 425) მიერ; ძველ რომშიAlpes, თანამედროვე გერმანულშიAlpen, ფრანგულშიAlpes, იტალიურშიAlpi.[4] გერმანულად Albe, Alpe ან Alp, ოქსიტანიურად Alp/Aup[5], ხოლო ფრანგულად — Alpage ან Alpe მხოლობითი რიცხვში აღნიშნავს — ალპურ საძოვარს, თუმცა მრავლობით რიცხვში სახელწოდება ქედების ერთიანი აღმნიშვნელია.[6]

სახელწოდების მრავლობითი რიცხვის ფორმების ტრადიციული გამოყენება დაკავშირებულია რამდენიმე ალპების არსებობასთან: ცნობილია დოლომიტიანი, პენინის, ზღვისპირა, იულიუსის და ა.შ. ალპები, რომელთაგან თითოეული შეიცავს ქედებსა და მასივებს, სადაც გვხვდება ტერმინი ალპები.[4]

რელიეფი

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ალპების გეოგრაფია.
ალპების სატელიტური ფოტო
ალპების ფიზიკურ-გეოგრაფიული რუკა

ალპების დასავლეთი ნაწილია კოტის ალპები, რომელიც საფრანგეთსა და იტალიაში ვრცელდება. მაქსიმალური სიმაღლეა ზღვის დონიდან 3841 მ (მონტე-ვიზო), ჩრდილოეთით ვრცელდება გრაის ალპები, რომელზეც გრან-პარადიზოს მასივი მდებარეობს; შემდეგ მოდის კრისტალური მონბლანის მასივი, რომელიც ამავე სახელწოდების მწვერვალით არის დაგვირგვინებული. ზღვისპირა ალპებიდან მონბლანამდე ალპების რკალს ძირითადად მერიდიანული მიმართულება აქვს. მთების აღმოსავლეთი კალთები ციცაბოდ ეშვება მდინარე პოს დაბლობისაკენ. დასავლეთი კალთა შედარებით ფართოა, წყალგამყოფი ქედის პარალელურად, დადაბლებული ზოლით, მისგან განცალკევებული, გვერდითი მასივების მაღალი ქედი მიიმართება, შემდეგ კი საშუალო სიმაღლის მთების (წინაალპების) ვრცელი ფართობი და წინამთები, რომელიც თანდათან ეშვებიან მდინარე რონის ხეობის დაბლობისაკენ. ამ წინამთის ზოლიდან ჩრდილოეთით, ალპებიდან განშტოვდება საშუალო სიმაღლის იურის მთები, რომელიც მდინარე რონის მუხლითაა გამოყოფილი (ჟენევის ტბის ქვემოთ) და გადაჭიმულია ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ.[7]

ალპებსა და იურის მთებს შორის ვრცელდება შვეიცარიის ზეგანი. საფრანგეთის ალპების ჩრდილო რაიონი, მონბლანთან ერთად, ცნობილია სავოიის ალპების სახელწოდებით. მონბლანის რაიონში ალპების რკალი მაქსიმალურ სიმაღლეს აღწევს. ამასთან, შესამჩნევად ვიწროვდება და მკვეთრად იღუნება ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ. შემდეგ მთიანეთის ის ნაწილი მდებარეობს, რომელსაც შვეიცარიის ალპებს უწოდებენ. ამ მანძილზე ალპების რკალი ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მიემართება და შედის შვეიცარიის ფარგლებში. იტალიას მიეკუთვნება ამ მონაკვეთის მხოლოდ სამხრეთი კალთები.[7]

შვეიცარიაში მდებარეობს ალპების მაღალმთიანი მონაკვეთი, რომელიც განთქმულია თავისი თვალწარმტაცი ლანდშაფტებით. აქვეა აღმართული ალპების მაღალი მთის ზოლის მაღალი მასივები, რომლებზეც დიდი მყინვარები ეშვებიან. ასეთია ორი მთავარი ქედი, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად მიემართებიან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ; მათ შორის მდებარეობს თითქმის სწორხაზოვანი ღარტაფი, რომელზეც მდინარეები რონა და რაინის ზემო წელი მიედინება. მონბლანსა და გოტარდის მასივებს შორის ვრცელდება პენინის ალპები, უმაღლესი მწვერვალებით მონბლანის შემდეგ. აღსანიშნავია მწვერვალები: მონტე-როზა (4634 მ), მატერჰორნი (4478 მ), ვაისჰორნი (4506 მ). პენინის ალპები და მათი ჩრდილო-აღმოსავლეთი გაგრძელება — შედარებით დაბალი ლეპონტინის ალპები (გოტარდის მასივთან ერთად) ალპების მთავარი წყალგამყოფი ქედის ცენტრალურ ნაწილში შედიან.

ალპების უმაღლესი მწვერვალი — მონბლანი.
ალპების ნასხლეტები.

რონას ზემო წელის ჩრდილოეთით გადაჭიმულია ბერნის ალპები, რომელიც აღმოსავლეთით აარის მასივით ბოლოვდება; ამ უკანასკნელის მყინვარებიდან სათავეს იღებს მასივში ღრმად ჩაჭრილი მდინარე აარე. ბერნის ალპების გაგრძელებას წარმოადგენს გლარნის ალპები, რომელიც რაინის სათავეს საზღვრავს ჩრდილოეთიდან. ბერნის ალპების მწვერვალები თავისი სიდიდითა და მყინვარების სიმძლავრით პენინის მწვერვალებს უწევენ მეტოქეობას. აღსანიშნავია: იუნგფრაუ (4158 მ), ალეჩჰორნი (4193 მ), ფინსტერაარჰორნი (4274 მ). გლარნის ალპები სიმაღლით ბერნის ალპებს ჩამორჩებიან.

გლარნის ალპების მთავარი მწვერვალია ტედი (3614 მ). ლეპონტინის და გლარნის ალპები შესამჩნევად დაბლდებიან აღმოსავლეთისაკენ და აქ მთელი ალპების გარდიგარდმოდ, თითქმის მერიდიანული მიმართულებით (ჩრდილო-ჩრდილო-აღმოსავლეთი — სამხრეთ-სამხრეთ-დასავლეთი) ჩაჭრილი ღრმა ღარტაფი მდებარეობს. ამ ღარტაფზე ჩდილოეთისაკენ ბოდენის ტბამდე გზას იკაფავს ზემო რაინი და მის ორ მთავარ სათავეთაგან უფრო სამხრეთით მდებარე — უკანა რაინი, მაშინ, როდესაც მეორე სათავე — წინა რაინი გასწვრივ ხეობაში მიედინება. შპლიუგენის უღელტეხილი გადის უკანა რაინის ხეობიდან მდინარე ლირო-მერას მერიდიანულ ხეობაში (ლირო მდინარე მერას შენაკადია); ლირო-მერა კომოს ტბის ჩრდილო კიდეს ერთვის. კომოს ტბა გრძელი და ვიწროა, სამხრეთით ორადაა გაყოფილი, მერიდიანული მიმართულებითაა გაგრძელებული და ღრმადაა ჩაჭრილი ალპების სამხრეთ კალთებში.[7]

შვეიცარიის ალპები ციცაბოდაა აღმართული მის ძირას მდებარე ვაკეებზე ჩრდილოეთით შვეიცარიის ზეგანზე, სამხრეთით კი — პოს დაბლობზე. ალპების მძლავრ მაღალმთიან ზოლს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ახლავს საშუალო სიმაღლის ალპები, რომლებიც პირდაპირ გადადის ვაკეებში, თითქმის, ბორცვიანი წინამთების გარეშე. შვეიცარიისა და იტალიის წინამთებისათვის ძალზე დამახასიათებელია დიდი გამდინარე ტბები, რომლებიც ღრმად არიან ჩაჭრილი მთებში თავიანთი ზედა ბოლოებით, ქვედა ნაწილებით კი წინამთების ვაკეებზე გამოდიან. ეს ტბები და მდინარეთა ღრმა ხეობები ძლიერ ანაწევრებენ მთების რელიეფს და აადვილებენ ადამიანისა და მთელი ორგანული სამყაროს მთებში შეჭრას.[7]

აღმოსავლეთი ალპები, ოროგრაფიული და ტექტონიკური თვალსაზრისით მჭიდროდ არის დაკავშირებული დასავლეთის ალპებთან. ის, საერთოდ, სიგანედის მიმართულებისაა შუა დუნაის დაბლობამდე, სადაც აღმოსავლეთი ალპების რკალის კიდე წყდება. დასავლეთ ალპებთან შედარებით, აღმოსავლეთი ალპები ნაკლები სიმაღლისაა, თუმცა უფრო განიერია. ქალაქ ვერონას მერიდიანზე ალპები უდიდეს სიგანეს აღწევს. აღმოსავლეთი ალპები ფართოა მთელ სიგრძეზე, მისი ბოლო რაიონი დაბლდება და საშუალო სიმაღლის მთებში გადადის, მაგრამ არ ვიწროვდება. პირიქით, აქ მესამეული ნაოჭების ვირგაციას აქვს ადგილი; ქედები მარაოსებურად იშლება, ამასთან სამხრეთი ტოტი (იულიუსის ალპები) ბალკანეთის ნახევარკუნძულის დინარის მთებს უერთდება. ჩრდილო ტოტი კი მოკვეთილია ვენის აუზის ახალგაზრდა ნასხლეტი ღრმულით, მაგრამ ტექტონიკურად კარპატების რკალში გრძელდება.[7]

აღმოსავლეთით ალპების მაღალმთიანი ზოლი იმ მერიდიანული ხევიდან, რომელშიც ზემო რაინისა და ლირო-მერას ხეობები მდებარეობენ, რეტის ალპების ჩრდილო ქედში და ბერნინის ალპების სამხრეთ ქედში გრძელდება; ეს ქედები გაყოფილია (ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით) ზემო ინის ხეობით. ბერნინის მასივის სიმაღლე 4082 მ-ს აღწევს. ამ ადგილზე მაღალმთიან სარტყელში შედის შვეიცარიის აღმოსავლეთი რაიონი და მის მახლობლად მდებარე იტალიის რაიონი, შემდეგ მაღალმთიანი სარტყელი გადადის ავსტრიისა და ჩრდილო-აღმოსავლეთი იტალიის ფარგლებში. რეტის და ბერნინის ქედების ჩრდილო-აღმოსავლეთ გაგრძელებას წარმოადგენენ ჩრდილოეთით — ეცტალის ალპები (3768 მ) და სამხრეთით — ორტლერის ალპები (3905 მ), რომლებიც გაყოფილი არიან მდინარე ადიჯეს ზემო წელით. საერთოდ მთების ოროგრაფია აქ რთული ხასიათისაა, ქედებსა და მდინარეთა ხეობებს სხვადასხვა მიმართულება აქვთ.

ინის ხეობასა და შუა ადიჯეს შორის მდებარე განივი ღარტაფი, ბრენერის უღელტეხილთან (1370 მ) ერთად ეცტალისა და ორტლერის ალპების სისტემას აღმოსავლეთიდან ზღუდავს. შემდეგ მაღალმთიანი ზოლი, საერთოდ, ვიწროვდება და უფრო ერთგვარი ხასიათისაა. რელიეფში ღერძული წყალგამყოფი ქედია გაბატონებული, ასეთია ცილერტალის ალპების (3510 მ) ქედი, რომელიც აღმოსავლეთისაკენ განზიდულ, გრძელ, მაღალი ტაუერნის მასივში (3798 მ) გადადის; ამ უკანასკნელის გაგრძელებას წარმოადგენს გრძელი, აღმოსავლეთისაკენ დადაბლებული, დაბალი ტაუერნის ქედი (დასავლეთ ნაწილში 2863 მ). ალპების ღერძული ზონის განაპირა საშუალო სიმაღლის რაიონი, სამხრეთიდან მიმდებარე ქედებიანად, შტირიის ალპების სახელწოდებითაა ცნობილი. ალპების მთელი რკალის სიგრძე გენუის ყურიდან შუა დუნაის დაბლობამდე დაახლოებით 1200 კილომეტრია.

აღმოსავლეთი ალპების ღერძული ზოლი განსხვავდება დასავლეთისაგან ნაკლები სიმაღლით; გამყინვარების ფართობი მას გაცილებით ნაკლები აქვს და მყინვარებიც ნაკლები სიდიდისაა, მაგრამ მთავარ მწვერვალებსა და ქედებზე აქაც დიდძალი მუდმივი ყინულია დაგროვილი. აღმოსავლეთი ალპების ღერძულ მაღალმთიან ზოლს ჩრდილოეთით და სამხრეთით თან ახლავს საშუალო სიმაღლის წინაალპების ჩრდილო და სამხრეთი ფართო ზონები. ჩრდილოეთით აქ მდებარეობს ფორარლბერგი და ალგეის ალპები, რომლებიც ზალცბურგისა და, შემდეგ, ავსტრიის წინაალპებში გადადის, სამხრეთით კომოსა და გარდას ტბებს შორის, მდებარეობს ლომბარდიის წინაალპები, შუა ადიჯეს აღმოსავლეთით — სამხრეთი ტიროლის დოლომიტიანი ალპები (დოლომიტები). შემდეგ აღმოსავლეთით — ვენეციის წინაალპები, კარნის ალპების, კარავანკისა და იულიუსის ალპების ქედებით. უმაღლესი წინაალპების ცალკეული მასივების სიმაღლე 3000 მ აღემატება. მათზე ვრცელდება პატარა ზომის მყინვარები და მარადი თოვლი, რომლებიც ეკვრიან ნაწილობრივ მაღალი მთის სარტყელს. მკვეთრად დანაწევრებული საშუალო სიმაღლის მთების ლანდშაფტს გარს ეკვრის ვიწრო, ბორცვიანი წინამთების ზონები.[7]

ალპების 22 ყველაზე მაღალი, 4 კილომეტრს აცილებული მწვერვალების სია
სახელი სიმაღლე ქედი სახელი სიმაღლე ქედი
მონბლანი 4,810 მ (15,781 ფტ) გრაის ალპები დან-დ’ერანი 4,171 მ (13,684 ფტ) პენინის ალპები
მონტე-როზა 4,634 მ (15,203 ფტ) პენინის ალპები იუნგფრაუ 4,158 მ (13,642 ფტ) ბერნის ალპები
დომი 4,545 მ (14,911 ფტ) პენინის ალპები ეგიუი-ვერტი 4,122 მ (13,524 ფტ) გრაის ალპები
ვაისჰორნი 4,506 მ (14,783 ფტ) პენინის ალპები მენხი 4,107 მ (13,474 ფტ) ბერნის ალპები
მატერჰორნი 4,478 მ (14,692 ფტ) პენინის ალპები ბარ-დეზ-ეკრენი 4,102 მ (13,458 ფტ) დოფინეს ალპები
დან-ბლანში 4,357 მ (14,295 ფტ) პენინის ალპები შრეკჰორნი 4,078 მ (13,379 ფტ) ბერნის ალპები
გრან-კომბენი 4,314 მ (14,154 ფტ) პენინის ალპები ობერ-გაბელჰორნი 4,063 მ (13,330 ფტ) პენინის ალპები
ფინსტერაარჰორნი 4,274 მ (14,022 ფტ) ბერნის ალპები გრან-პარადიზო 4,061 მ (13,323 ფტ) გრაის ალპები
გრანდ-ჟორასი 4,208 მ (13,806 ფტ) გრაის ალპები ბერნინა 4,049 მ (13,284 ფტ) ბერნინის ქედი
რიმპფიშჰორნი 4,199 მ (13,776 ფტ) პენინის ალპები ვაისმისი 4,017 მ (13,179 ფტ) პენინის ალპები
ალეჩჰორნი 4,195 მ (13,763 ფტ) ბერნის ალპები ლაგინჰორნი 4,010 მ (13,156 ფტ) პენინის ალპები

რელიეფის გენეზი და ხასიათი

ჩრდილოეთ ლომბარდია, სადაც წარმოდგენილია იურული ასაკის გაქვავებული ამონიტები.

საფრანგეთის ალპების დანაოჭებაში, რომელიც ჯერ კიდევ ზედა მიოცენში ხდებოდა, მონაწილეობას იღებენ ბორცვიანი წინამთების მიოცენური ქვიშაქვები და კონგლომერატები, რომლებიც ნაწილობრივ წინაალპების კირქვიან ზონაში გადადიან. ამ კონგლომერატების რიყისქვების სიდიდე იმდროინდელი ალპების მნიშვნელოვანი სიმაღლის მაჩვენებელია. შვეიცარიის ალპების ჩრდილო განაპირა ზოლის წინამთის მოლასები უზარმაზარი სისქისაა, ნაწილობრივ ძალზე დისლოცირებული და უფრო ძველია, მთავარ მასაში ოლიგოცენურია.

კონგლომერატის წყებები მაქსიმალურ სიმძლავრეს აღწევენ ზედა ოლიგოცენში. აქაური რიყისქვების ზომა იმდროინდელი ალპური მთიანეთის ინტენსიური ამოწევის მაჩვენებელია. განსაზღვრულ ადგილებში, რომლებიც თანამედროვე განივი ხეობების გამოსასვლელებს შეეფარდება, კონგლომერატული მოლასური ნაყარი განსაკუთრებით დიდია და ძველი მდინარეების გამოზიდვის კონუსებს წარმოადგენს. ამ მდინარეთა სათავეები ახლანდელზე უფრო შორს, სამხრეთით უნდა ყოფილიყო, სახელდობრ — მთავარ წყალგამყოფ ქედზე.

მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა დიდი შიდაალპური გასწვრივი ღარტაფი. ძველი გამოზიდვის კონუსების რიყის ქვებს შორის არ მოიპოვება ჰელვეციური შარიაჟისა და გარეგანი მასივების ქანები. რიყის ქვების მთავარ მასას აღმოსავლეთი ალპების შარიაჟული სისტემა იძლეოდა, მიოცენში კი — მას ზედაპირული კომპონენტებიც ემატებოდა. ეს ამტკიცებს, რომ შვეიცარიის ალპების შარიაჟული სტრუქტურა ოლიგოცენში ჩამოყალიბებულა და ზევით განლაგებულ ნაოჭებს ძლიერი გადარეცხვა განუცდიათ.

მოლასური კონგლომერატები ოლიგოცენურიდან ზედა მიოცენურამდე ინტენსიურად დისლოცირებულია, რამაც გამოიწვია მათი დანაოჭება და ამოწევა, შემდეგ კი — ჰელვეციური ნაოჭების ნაწილობრივი შეცოცება მათზე. ამრიგად, შვეიცარიის ალპებში უკვე პლიოცენში ხდებოდა მნიშვნელოვანი ვერტიკალური და, აგრეთვე, ჰორიზონტული (შეცოცებითი) მოძრაობანი. უფრო აღმოსავლეთით, ბავარიისა და ავსტრიის ალპების განაპირა ზონაში წინამთის მოლასები, ნაწილობრივ, ისევ ძლიერ დისლოცირებული და მაღლა ამოწეულია; მათში გამოხატულია კონგლომერატების ორი წყების მორიგეობა (ზედა ოლიგოცენი და ზედა მიოცენი); ამ ორ წყებას შორის წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებისა და მერგელების (ქვედა მიოცენის) წყება მდებარეობს. ეს მთების ამოწევის ორი ფაზის მაჩვენებელია — ოლიგოცენსა და მიოცენში; ამ ეპოქებს შორის კი ამოწევა შეწყვეტილია, და ძლიერი გადარეცხვის შედეგად, მთის რელიეფი დადაბლებულია.

აქვე აღმოჩენილია ძველი მიოცენური მოსწორებული ზედაპირები, რომლებიც ნაწილობრივ მოელვარებული კვარცისა და კრისტალური რიყის ქვებით არის დაფარული, რომლებიც თავის მხრივ, დაულექავს მთის ღერძული ზონიდან ჩამოდენილ მდინარეებს. იგი დაკავშირებულია წინამთის წვრილმარცვლოვან მოლასურ ნალექებთან.

შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთი ალპების თანამედროვე რელიეფის განვითარება შუა და ზედა მიოცენშია დაწყებული, ენერგიულ ახალგაზრდა ტექტონიკურ მოძრაობებთან დაკავშირებით, რომლებმაც დაანგრია შუამიოცენური, მოგლუვებული ზედაპირი; ეს მოძრაობები წინამთის მოსალების დისლოკაციებთან ერთად ხდებოდა, მაგრამ სხვა ფორმებში.

ჩრდილო კირქვიან ალპებში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჩარღვევები და ბელტური მოძრაობანი. ცენტრალური ღერძის ზონაში ახალგაზრდა მოძრაობანი როგორც ჩანს, რელიეფის ვრცელ გასწვრივ და განივ თაღისებურ ღუნვაში ვლინდებოდა, მაგრამ, აქაც, მთების აღმოსავლეთი კიდის მახლობლად, რომელიც გარღვევებითა და ნასხლეტებითაა შემოზღუდული, ძალზე დამახასიათებელია ლოდა მოძრაობათა არსებობა და ტექტონიკური ვარდნობები წინამთებში. ამ ქვაბულებში მესამეული ნალექების შემადგენლობა და მათი დისლოცირებულობა რელიეფის ახალგაზრდა ტექტონიკური განვითარების ცალკეული სტადიების მაჩვენებელია.

ალპები.
ალპები.

მაგ., ნორიის ღარტაფის (მდინარეების მურასა და მიურცის ხეობების) გასწვრივ ჩამწკვრივებულ მესამეულ ქვაბულებში განლაგებულია მიოცენური ნახშირის შემცველი ქანები, რაც ადასტურებს, რომ მათი წარმოშობის დროს ირგვლივ მდებარე ადგილებს დაბალი რელიეფი ჰქონდათ. ამ ფენების მულდისებური განლაგება მოწმობს, რომ უკვე მაშინ უნდა დაწყებულიყო უფრო დიდი ჩრდილო გასწვრივი ხეობების ჩამოყალიბება. შემდეგი ამოწევის გაძლიერებისა და რელიეფის მეტი სიმაღლის მაჩვენებელია ზედამიოცენური მსხვილი რიყის ქვები, რომლებიც წვრილმარცვლოვან ნალექებს ფარავს. შემდეგ ნალექების მთელი ეს კომპლექსი დისლოკაციებში იყო მოყოლილი, სამხრეთ კიდეზე შეცოცებული და მძლავრი ნასხლეტებით დასერილი.

ალპების სატელიტური ფოტო.
ალპების ხედი ზემოდან.
დოლომიტები.
მწვერვალი მატერჰორნი.

ლუნგაუში, მურას ზედა ხეობაში, მესამეული ნახშირის შემცველმა ნალექებმა მხოლოდ ჩაზნექა განიცადეს და ამის შედეგად ჩრდილოეთით წარმოიშვა ციცაბო დაქანება, რომლის დიდ ფლექსურაშიც ხეობისაკენ დაბალი ტაუერნის ქედი ეშვება. მესამეული ნალექები ენსის გასწვრივ ხეობაში გადაკვეთილია ნასხლეტით, რომლის ამპლიტუდაც დაახლოებით 900 მ-ს უდრის. ლევანტის ქვედა ხეობაში კიდევ აღწევდა ქვედამიოცენური ზღვა, რომლის ნალექებით კონტინენტურ, ნახშირის შემცველ ნალექებში გადადის; აღმოსავლეთ კიდეზე ისინი ჩამოკვეთილი არიან დიდი ნასხლეტით, რაც მერიდიანულ ბელტურ კორალპეს ქედს (2140 მ) დასავლეთიდან ზღუდავს. კორალპეს ნასხლეტის გაგრძელება შეიმჩნევა შორს, როგორც ჩრდილოეთისაკენ, აგრეთვე სამხრეთისაკენ. ის შეადგენს ალპების აღმოსავლეთი განაპირა ნაწილის დიდ განივ გარღვევას; სამხრეთით იგი ჭრის აღმოსავლეთის მხრიდან კარავანკის ქედს. დიდ ტექტონიკურ ღრმულს აჩენს აგრეთვე კლაგენფურტის აუზი; იგი განზიდულია სიგანედის მიმართულებით, სამხრეთიდან შემოზღუდულია კარავანკის ქედით და მთელ სიგრძეზე მდინარე დრავითაა გადაკვეთილი. ის ამოვსებულია პლიოცენური კონგლომერატებით, რომლებიც ლინგიტების ბუდობებიან შუამიოცენურ თიხებს ფარავს. უფრო ახალგაზრდა, ვრცელ ტექტონიკურ ღრმულს წარმოადგენს ლიუბლიანის აუზი; იგი კარავანკის სამხრეთით, იულიუსის ალპების აღმოსავლეთით, ალპების და დინარიდების საზღვარზე მდებარეობს. ლიუბლიანის ღრმულის ყველაზე ძველი ფენები ზედა პლიოცენურია; ამ აუზის ფორმირების ახალი ისტორია უკვე მეოთხეულ ეპოქას ეკუთვნის. ზედამესამეულის მსგავსი ტექტონიკური მოძრაობანი: ნაწილობრივ — ნასხლეტები, ნაწილობრივ თაღისებური ფლექსური ტიპის გაღუნვები განსაზღვრავენ ალპების ირიბად მიმართული აღმოსავლეთ კიდეს, რომელსაც აგრეთვე ახლავს ახალგაზრდა ამონთხეული ქანების გამოსავლები და თანამედროვე ეპოქამდე შერჩენია სეისმურობა.

ვენის აუზის (რომელიც ალპების ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეს კარპატებისაგან ჰყოფს ტექტონიკური დეპრესიის ჩამოყალიბება შუა მიოცენში დაიწყო, რომელიც შემდეგ განმეორებით დაწყდა ქვაბულს გარს შემოერტყა ნასხლეტების სახით. სამხრეთ-აღმოსავლეთ ალპებში მთების ზონალური განვითარების ნიშნები, ცარცული პერიოდიდან დაწყებული, სულ ახალი და ახალი ნაოჭა ზონების თანდათანობით ზრდა, კიდევ უფრო ნათლად ჩანს, ვიდრე ჩრდილოეთის ალპებში. უფრო ძველი ზონები გადარეცხვით გლუვდება. წინამთების ვარდნობებში დალექილი ნაყარი მასალები კი შენაოჭების ახალ ფაზებში მოჰყვებოდა ხოლმე, ამასთანავე ასიმეტრიული ნაოჭები გადაწოლას და ქერცლოვან შეცოცებას განიცდიდნენ. გარდა მისა, აქაც ხდებოდა დიდი ვერტიკალური აზევებები, ნაწილობრივ — თაღისებური, ნაწილობრივ — ბელტური ჩარღვევებითა და ნასხლეტებით. ამასთან ერთად, ახალგაზრდა ტექტონიკურ მოძრაობათა ამპლიტუდა, როგორც ჩანს, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მატულობდა. მთების ახალგაზრდა ზედა მესამეულ და მეოთხეულ ამოწევებს, რაც დიფერენცირებულად, თაღისებური და ლოდა მოძრაობის სახით ხდებოდა, გვიდასტურებს მრავალრიცხოვანი მიოცენური, პლიოცენური მეოთხეული ხნოვანების ტერასული ზედაპირების ნაშთები მთებში და ხეობების კალთებზე. ასეთი მოსწორებული ზედაპირები და ტერასები როგორც სამხრეთით, აგრეთვე ჩრდილო-აღმოსავლეთ ალპებში, ფართოდ არის გავრცელებული, მაგრამ ისინი ძლიერ დანაწევრებული არიან და მრავალ შემთხვევაში, მძლავრი გამყინვარებისა ახალგაზრდა ინტენსიური მდინარეული ეროზიის შედეგად, გადარეცხილან.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთი ალპებისთვის ძლიერ დამახასიათებელი და ზოგ ადგილას საკმაოდ ვრცელი მოსწორებული ზედაპირები აქ თითქმის არ მოიპოვება, რაც რელიეფის განვითარების, ნაწილობრივ, სხვაგვარი მსვლელობის მაჩვენებელია. საერთოდ, დასავლეთის ალპებმა, ოლიგოცენიდან მოყოლებული მეოთხეულ პერიოდამდე, აღმოსავლეთთან შედარებით, უფრო მძლავრი ამოზევება განიცადა. მთის რელიეფის ეროზია ფრიად ინტენსიურად წარმოებდა, მაგრამ მთების ძლიერ დადაბლებამდე არ მიდიოდა. არის იმის ნიშნები, რომ ნეოგენში მთები აქაც გადარეცხილან მომწიფების სტადიამდე, რის შემდეგაც ზედა პლიოცენში მომხდარა ახალი მძლავრი ამოწევა და რელიეფის განახლება, ამას თან მოჰყვა მეოთხეულში ალპების გამყინვარება.

შვეიცარიის ალპებში, უკანასკნელი შარიაჟული შეცოცებების დამთავრების შემდეგ, მიოცენისა და პლიოცენის საზღვარზე ჰელვეციურ ზონაში უნდა მომხდარიყო მთების მთლიანი ინტენსიური აწევა. მაღალი რაიონებისთვის გადარეცხვა უფრო ძლიერად მიმდინარეობდა, დანალექი საფარი გადაირეცხა, კრისტალური მასივები კი გაშიშვლდა, ღერძულ ღუნებში ნალექი ქანები უფრო შემორჩა. მაშინ მთების მთელ სხეულში დიდი განივი ჩაღუნვა წარმოიშვა, რომელმაც განსაზღვრა დასავლეთი და აღმოსავლეთი ალპების საზღვარზე მდინარეთა ხეობების დასერილი ღარტაფის განვითარება. შვეიცარიის ალპების თავისებურებას, აღმოსავლეთ ალპებთან შედარებით, რღვევითი და ნასხლეტი დისლოკაციების შედარებითი სიმცირე წარმოადგენს. ახალგაზრდა ტექტონიკური მოძრაობანი უმთავრესად ხდებოდა საერთო და დიფერენცირებული თაღისებური ამოწევების სახით, რომლებიც უფრო ციცაბოდ დაშვებული იყვნენ კიდეებისაკენ, განსაკუთრებით — სამხრეთისაკენ. ალპების ხეობათა ქსელის განვითარებას, შეიძლება ზოგადად ვადევნოთ თვალი ქვედა მიოცენიდან, წინამთებისა და შიდამთების მდინარეული და ტბის ნალექების ხასიათის მიხედვით. ამასთანავე, ყველგან კონსტანტირებულია მდინარეული ეროზიის პირვანდელი კონსექვენტური მსვლელობის უპირატესობა, მთავარი წყალგამყოფიდან ჩამოდენილ მდინარეთა დიდი განივი ხეობებით. მხოლოდ უფრო გვიან — ზედა მიოცენსა და პლიოცენში, იწყებს ჩამოყალიბებას ალპების თანამედროვე რელიეფისათვის ძლიერ დამახასიათებელი დიდი გასწვრივი ხეობები. განივი ხეობების პირველადი განვითარება, ჯერ კიდევ მცირედ დანაწევრებული ალპების კალთების ზოგად მიმართულებაზე იყო დამოკიდებული; მას აადვილებდა ნაოჭებისა და ნაოჭა შარიაჟების ღერძის გასწვრივ დაწევა (ნაოჭა მასების ამოწევის და ჩაძირვის რაიონების მორიგეობა).

ჩრდილო შვეიცარიის ალპების დიდი განივი ხეობები, როგორიცაა აარის, როისისა და ლინთის ხეობები, იმ სახით როგორც ისინი ძველ დროში იყვნენ ჩასახული, მხოლოდ ნაწილობრივ არიან შეფარდებული ნაოჭა მასივების ღერძის გასწვრივ დაწევასთან. შვეიცარიის დიდი გასწვრივი შინაგანი ღარტაფი, ახალგაზრდა ტექტონიკური ჩაღუნვის ზონაში მდებარეობს. მსგავსი გენეზისი აქვს ალპების სამხრეთ (იტალიის) კალთებზე, პენინურ ძირულ ზონაში (ინსუბრის ღარტაფში) მდებარე ვალტელინის გასწვრივ ღარტაფს მდინარე ადას ხეობით.

გეოლოგიური აგებულება

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ალპების გეოლოგია.
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ალპური დანაოჭება.
ალპიდების მთის სარტყელის რუკა.

ალპების გეოლოგიური აგებულება და ტექტონიკა რთული ხასიათისაა. ალპები შეიქმნა ალპური მთათწარმოშობის მსვლელობისას, რომელიც დაიწყო დაახლოებით 65 მილიონი წლის წინ.[3] აფრიკის ბაქნის ევროპის კონტინენტთან შეჯახების შემდეგ დასავლეთი ალპები აღმოსავლეთ ალპებთან შედარებით გაცილებით უფრო შეკუმშული იყო. ამას მოჰყვა შედეგიც: აღმოსავლეთ ალპებს გააჩნია ყველაზე დიდი დიამეტრი, იმ დროს, როდესაც დასავლეთ ალპებში გვხვდება ყველაზე მაღალი პიკები. აღმოსავლეთ ალპების ტექტონიკური შეცოცება თითქმის მთლიანად ამოიჭამა დასავლეთ ალპებში. ყველაზე ძველი ერთეულები მიეკუთვნება ჰელვეციურ შარიაჟს, რომელიც შეიცავს პრეკემბრიულ, პალეოზოურ და ჰერცინულ დანაოჭებებს.[8]

ალპების გეოლოგიურ აგებულებაში უდიდეს როლს თამაშობს შარიაჟული სტრუქტურა — ნაოჭების ზეწრების რთული დაგროვება, გადაწოლა და შეცოცება დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთისაკენ — დასავლეთ ალპებში, აღმოსავლეთ ალპებში კი — ჩრდილოეთისაკენ. აქედან უნდა გამოითიშოს სამხრეთ-აღმოსავლეთი ალპების ოლქი, რომელიც ტექტონიკურად „ალპიდებს“ კი არ ეკუთვნის, არამედ „დინარიდებს“. გარდა ამისა, ალპების ფართობის დიდ ნაწილს, ოღონდ არა მთლიანად, შეადგენს ალოქტონური შარიაჟული ნაოჭების საფარები, რომლებიც, უმეტეს შემთხვევაში, გარღვევებითა და ეროზიით არიან დაცილებული ნაოჭის ძირებს. დასავლეთი ალპებისათვის ძლიერ დამახასიათებელია ეგრეთწოდებული „გარეგანი“ ძველი (კრისტალური) ავტოქტონური (ე.ი. ადგილობრივი წარმოშობილი) მასივების რიგი. ისინი დასავლეთისაკენ ამოზნექილი რკალით მიემართებიან ზღვისპირული ალპებიდან (სამხრეთით) და ჩრდილო-აღმოსავლეთით აარის მასივში ბოლოვდებიან; ამრიგად, ისინი დასავლეთი ალპების მაღალმთიანი სარტყლის გარეგან ქედს (წყვეტილ ზონას) შეადგენენ. ეს მასივები ძველი ჰერცინული ნაოჭა ქედის საბოლოო დანგრევას და გადარეცხვას გადარჩენილ ნაშთად ითვლება, რომელიც ნაწილობრივ ახალგაზრდა მესამეული მთების — ალპების საფუძველშია განლაგებული.

ძველი მასივების გარდა ავტოქტონურია აგრეთვე დასავლეთი საფრანგეთის წინაალპების წესიერად აგებული მესამეული ნაოჭა ქედები, თავის წინა მთებსა და იურის მთების განშტოებასთან ერთად. ალპების ჩრდილო განაპირა ზონის გასწვრივ გადაჭიმულია ძლიერ ახალგაზრდა ავტოქტონური ნაოჭების ვიწრო ზოლი, რომელიც ნეოგენური წინამთის „მოლასებისაგან“ (კონგლომერატებისა, ქვიშებისა და თიხებისაგან) არის აგებული, ეს ნაოჭები შარიაჟული საფარის ფრონტალურ ხაზს ესაზღვრებიან.

ალპები შედგება ევროპის ფილების ნაწილებისაგან.[8] რანგით მეორე ალპური დანაოჭება (ე.ი. ოროგენული) მოხდა ზედა ეოცენსა და ოლიგოცენში, პენინიკური ოკეანე გაქრა და დაიწყო ალპების ზღვის დონიდან აზევება. მთავარი აზევება დაიწყო მიო-პლიოცენში, თუმცა რეგიონული აზევება რთული ხასიათის იყო. დღეისათვის დასავლეთი ალპებისთვის (შვეიცარიაში და საფრანგეთში) დამახასიათებელია ჰელვეციური და პენინიკური ტექტონიკური შარიაჟი, რომლებიც აღმოსავლეთ ალპებში გამოვლინებას მხოლოდ უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში პოულობს.[8] ევროპის მეჩეჩზე ჰელვეციური ტექტონიკური შარიაჟი დეპონირებული იყო მეზოზოურში და ქვედა მესამეულში. ამიტომ აღნაგობაში ჭარბობს კირქვები, რომლებიც აგებენ ალპების არაერთ ცნობილ პიკს. აღმოსავლეთ ალპებში პენინიკური შარიაჟი მტკიცედ არის დაფარული აღმოსავლეთ ალპების ერთეულებით. ამის შესატყვისად, პენინიკური ერთეულები იშვიათად ჩნდება ტექტონიკურ სარკმელებზე. მათგან ყველაზე დიდია ტაუერნის სარკმელი.[8]

ალპები აგებულია სხვადასხვა ასაკის ქანებით. ნაოჭა სისტემის საფუძველს ქმნის კამბრიულისწინა კრისტალური ქანები (გნაისები, ფიქლები), ზედაპროტეროზოული და კვარც-ფილიტური ფიქლები, გრანიტული ინტრუზიები. კრისტალური საფუძველი დაფარულია ქვედაპალეოზოური ფილიტური ფიქლებით, ქვიშაქვებით, კირქვებით, ზედაპალეოზოური მოლასური კომპლექსით, მეზოზოური ფიქლებითა და კირქვებით, მეზოზოური და პალეოგენური ფლიშით და დიდი სისქის ნეოგენური მოლასური წყებით. ანთროპოგენულიდან წარმოდგენილია ტიპური მყინვარული ნალექები.

აღმოსავლეთ ალპებში გაბატონებულ კირქვებსა და უფრო ძველ, ცენტრალურ, აღმოსავლეთ ალპურ შარიაჟებს შორის, ღერძულ ზოლში, უფრო ამოწეულ და მეტად გადარეცხილ რაიონებში, დიდ „სარკმელებში“, გამოდის უფრო ღრმად განლაგებული პენინის შარიაჟები. ასეთია „სარკმელი“ ზემო ინის აუზში (ბიუნდნერის ფიქლებზე მდებარე კრისტალური მასივი სილვრეტაზე) და მაღალ ტაუერნში, რომლის მასივიც აღმოსავლეთ ალპების პენინის ძირითად „სარკმელად“ ითვლება. აქ ცენტრალური გნაისებისაგან შემდგარი გული და სხვა მეტამორფიზებული წყებები, რომლებიც რამდენიმე ერთმანეთზე შეცოცებული ნაოჭისაგან შედგება, აღმოსავლეთი ალპების სისტემის წყებებითაა შემოზღუდული. მესამე „სარკმელი“, უფრო აღმოსავლეთით, ზემერინგის რაიონშია. აღმოსავლეთი ალპების სისტემის ძირის ზონა შეიმჩნევა აღმოსავლეთი ალპების ღერძულ-კრისტალური და ფიქლების სარტყლის სამხრეთ კიდეზე, კირქვებისაგან აგებული დინარიდების საზღვარზე, სადაც ალპების სხვაგვარი აგებულების სამხრეთ-აღმოსავლეთი ოლქია.

გნაისი, რომელიც აგებს ალპების დიდ ნაწილს
გნაისის თვალი

ალპურ-დინარული „ნაჭდევის“ გასწვრივ, რომელიც გამოხატულია ძლიერ გრძელი ტექტონიკური ღარტაფით, მასზე მდინარეთა გასწვრივი ხეობებით, სამხრეთი კირქვიანი ალპების სისტემა თითქოს მოკავშირებულია აღმოსავლეთი ალპების ღერძულ-კრისტალურ და ფიქლოვან სტრუქტურასთან. სამხრეთი კირქვიანი ალპების სისტემა დამოუკიდებელი გეოსინკლინური აუზიდანაა წარმოქმნილი, ხასიათდება ნაოჭების სამხრეთისაკენ გადაწოლითა და შეცოცებით, აგრეთვე მთების ზონალური განვითარებით სამხრეთისაკენ; ამასთანავე, მის აგებულებაში დიდ როლს თამაშობს გარღვევები, ნასხლეტები და ვულკანური გამოსავლები.

ალპების გეოლოგიური აგებულების მეტად მნიშვნელოვან თავისებურებას შეადგენს მკაფიოდ გამოხატული გასწვრივი ტექტონიკური და ლითოლოგიური ზონალობა, რაც აშკარად ემჩნევა მთების გეომორფოლოგიას. შვეიცარიაში დასავლეთი ალპების პირველ (ჩრდილოეთიდან) გეოლოგიურ და მორფოლოგიურ ზონას შეადგენს დანაოჭებაში და შეცოცებაში მოყოლილი წინამთის მოლასები, რომლებიც მკვეთრად არიან აწეული შვეიცარიის ზეგნის არადისლოცირებულ მოლასებზე. აქ მნიშვნელოვან სიმაღლეზე გვხვდება ოლიგოცენ-მიოცენური კონგლომერატები, ინტენსიურად დანაწევრებული მთების რელიეფის ფორმებით.

შემდეგ სამხრეთისაკენ მიდის რთულად დისლოცირებული ზოლი, რომელშიც ცარცის ნაოჭა ფლიში, კირქვები და მერგელები არიან მჭიდროდ გადაწოლილი და გადაფარებული იურული წყების ნალექ ქანებზე — ჰელვეციურ ქერცლოვან შარიაჟებზე. მსგავსად არის გადაჯვარედინებული იურული წყებები და ფლიშის ზოლებიც გარე ავტოქტონურ მასივთა ქედების კრისტალურ ქანებთან. შვეიცარიაში ასეთია აარისა და გოტარდის მასივები, რომელთა ორივე მხარეზეც მეზოზოური წყების ნალექი ფენები, დიდ გასწვრივ, ტექტონიკურ ღარტაფამდე აღწევენ (ზემო რაინის, ზემო რაისის და წინა რაინის ხეობებით). ეს ღარტაფი ნაწილობრივ ბიუნდნერის ფხვიერი ფიქლების ზოლს ემთხვევა და ჩრდილო შვეიცარიის ალპებს სამხრეთისაგან ჰყოფს. უკანასკნელი სხვადასხვა, ძალზე მეტამორფიზებული პენინური შარიაჟული ქანების წყებისგანაა აგებული. აქ ჭარბობს კრისტალური მაღალი მთის რელიეფის ფორმები. შვეიცარია-იტალიის ალპების სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირა ნაწილში მკვეთრად გამოიყოფა მეზოზოური კირქვების ზონის ნაშთები, ამ ზონის დასავლეთი გაგრძელება დაწეულია და მდინარე პოს დაბლობის ალუვიური ნაყარითაა დაფარული.

საფრანგეთის ალპები შვეიცარიის ალპებისაგან განსხვავდება, უპირველეს ყოვლისა, ფართო, წესიერად აგებული ავტოქტონური ნაოჭა ქედების ზოლით, რომელთა აგებულებაშიც ძირითადად მეზოზოური ნალექი ფენების წყებები იღებენ მონაწილეობას, განსაკუთრებით კი — კირქვები (საფრანგეთის კირქვიანი წინაალპები). საფრანგეთის ალპებში გარე ავტოქტონური კრისტალური მასივების ზონა უფრო მკაფიოდაა გამოხატული, თუმცა მაინც წყვეტილადაა წარმოდგენილი ცალკეულ მასივების სახით (მონბლანის, ბელდონის, გრანდ-რუსის, პელვუს, მერკანტურის მასივები). მათ შორის შვერილები ნაწილობრივ დასავლეთისაკენ გადადიან, ისინი გადაჭიმული არიან „ბრიანსონის ზონის“ აღმოსავლეთით; ეს ზონა ფხვიერი კარბონისა და ბიუნდერის ფიქლების წყებებითაა აგებული და რელიეფში დადაბლებების ზოლს წარმოშობს.

შემდეგ მოდის პენინური შარიაჟების შიდა მაღალი (წყალგამყოფი) ზონა, რომელშიც კრისტალური ფიქლები და გნაისები ჭარბობს. ეს ზონა უშუალოდ ესაზღვრება მდინარე პოს ვაკეს. განსაკუთრებით მკაფიოდ გამოხატული და ერთიმეორისაგან გამოყოფილია აღმოსავლეთი ალპების გასწვრივი გეოლოგიური და მორფოლოგიური ზონები. შვეიცარიიდან გაგრძელებული ნაოჭა მოლასების ზონა მნიშვნელოვან სიგანესა და სიმაღლეს აქ მხოლოდ დასავლეთ რაიონში აღწევს. მის ზევით, ანდა ბორცვებიანი წინამთების ზოლის ზევით, აღმართულია ფლიშური ზონა, რომელსაც უბრალო, საშუალო სიმაღლის მთების რელიეფის ფორმები ახასიათებს. გარდა ბრეგენცერ-ვალდის დასავლეთი რაიონისა, ფლიშური ზონა აქ არსად არ გადადის შიდა მაღალმთიან ოლქში. შემდეგ მისდევს ფართო კირქვების ჩრდილო ზონა. იმის მიხედვით, თუ როგორ არის მასში ცარცის მძლავრი კირქვების წყებები განლაგებული, აქ გვხვდება ან ციცაბო კალთებიანი ვიწრო ქედები და თხემები, ან ფლატეკიდეებიანი კარსტული მაგიდისებური მასივები და პლატოები (ზონის აღმოსავლეთ ნახევარში).

აღსანიშნავია, რომ კირქვიან ალპებს, რომელიც დიდ სიმაღლეს აღწევს, ყოველთვის კირქვის წინაალპების ზოლი ახლავს თან; მათ უფრო დაბალი, ნაკლებად მკვეთრი ფორმები აქვთ, მაგრამ უფრო რთული აგებულებისაა. აქ მთების აგებულებაში, ტრიასული დოლომიტიანი ქანების გარდა მონაწილეობას იღებენ აგრეთვე იურული და ცარცული კირქვები და მერგელები. ჩრდილოეთის კირქვიანი ზონის სამხრეთით გადაჭიმულია ზოლი, ხშირად მისგან გასწვრივი ხეობებით დაშორებული, სადაც ჭარბობს პალეოზოური ფიქლები (ეგრეთწოდებული „გრაუვაკული ზონა“) საშუალო სიმაღლის ტიპის მთებით, რომელთა სიმაღლე იშვიათად აღემატება 2000 მ-ს. ამ ზოლის შემდეგ მდებარეობს მდინარეთა ხეობებიანი დიდი გასწვრივი ღარტაფი, რომელსაც მიუყვება ფართო ცენტრალური (გნაისოვანი) ზონა; გნაისოვან ზონას დიდ მანძილზე მაღალი მთიანი ტიპის რელიეფი აქვს, რომელიც უკიდურეს აღმოსავლეთ რაიონში (შტირიის წინაალპებში) საშუალო მთებამდე და ბორცვიან მხარემდეც კი დაბლდება. უფრო სამხრეთით კვლავ გადის ფიქლოვანი ზოლი, რომლის გასწვრივაც გადაჭიმულია სამხრეთის დიდი გასწვრივი ტექტონიკური ღარტაფი, მდინარეთა ხეობებით. ის აცალკევებს სამხრეთ კირქვიან ზონას, რომელიც კიდევ უფრო რთული აგებულებისაა ვიდრე ჩრდილოეთის სათანადო ზონა. აქ ტიპიურია სამხრეთ ტიროლის დოლომიტიანი განკერძოებული, კოშკისებურ მწვერვალებიანი მასივები, მათთან ერთად, კირქვის, გრძელი ქედები და თხემებია ადიჯეს დასავლეთით და აღმოსავლეთით — კარნიის ალპებში. ამ ზონისათვის დამახასიათებელია ძველი და ახალგაზრდა ამონათხევი ქანების მძლავრი გამოსავლები (გრანიტული და პორფირიტული მასივები). კირქვის მაღალი მთების ზოლს აქაც თან ახლავს უფრო დაბალი წინაალპებისა და წინამთების კირქვიანი ზონა, რომელიც მდინარე პოს დაბლობს ესაზღვრება (ვენეციის წინაალპები).

მინდვრის შპატის (ქვიშაქვის) ფოტომიკროგრაფია. მთავარი გამოსახულება ემთხვევა ტალღების პოლარიზაციას; ქვედა გამოსახულება ემთხვევა განივ პოლარიზაციას. ლურჯი ეპოქსიდური ფისი ავსებს ფოროვან სივრცეებს.
კარული წარმონაქმნი ალპებში.

ალპების რთული ნაგებობის ჩამოყალიბების გეოლოგიური ისტორია შემდეგ ძირითად ეტაპებში ისახება. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ზედაპალეოზოური მთათა წარმოქმნის ფაქტის არსებობა; მან შექმნა ჰერცინული ნაოჭა მთები. შემდეგ ეს მთები ძალზე გადაირეცხა და დაინგრა, მაგრამ ნაწილობრივად მანც არის განლაგებული ალპების მესამეული სტრუქტურის საფუძვლად. ჰერცინული მთების გეოსინკლინური გენეზისი და მათი სიღრმის სტრუქტურა აშკარავდება დასავლეთი ალპების გარეგანი ზონის მასივებში, სადაც კრისტალური ფიქლები და გნაისები გრანიტოვან ინტრუზიულ ბირთვებს შეიცავენ. სხვა გრანიტ-გნაისოვანი მასივები, როგორიცაა მაღალი ტაუერნი, გეოლოგიურად უფრო ახალგაზრდად შეიძლება ჩაითვალონ.

ჰერცინულ მთათა წარმოქმნის შემდეგ წარმოიშვა ზედა კარბონის მთიანი ხმელეთი. პერმულ ნალექებსაც ალპებში აგრეთვე კონტინენტური ან კონტინენტურის მსგავსი ხასიათი აქვს; მას თან ახლავს მძლავრი, ერუპტიული დანართები (ბოცენისა და ლუგანოს ტბის და სხვა რაიონების პორფირები); უკვე ქვედა ტრიასიც სანაპიროს ტიპის ნალექებით ხასიათდება. მხოლოდ ტრიასში, ტეტისის ფარგლებში, იწყება ალპური გეოსინკლინის ღრმა ჩაზნექა; მას რამდენიმე, ძალზე ცვლალებადი სიღრმისა და გავრცელების ვარდნობის ზონა ჰქონდა, რამაც განსაზღვრა მეზოზოურ დაშრევებათა ფაციალური განსხვავება როგორც დროის, აგრეთვე სივრცის მიხედვით. აქ არ შეიმჩნევა ნალექების წესიერი ციკლური მორიგეობა.

ამრიგად, აღმოსავლეთ ალპებში ტრიასი წარმოდგენილია კირქვებისა და დოლომიტების (სუფთა ზღვიური გენეზისის) ვეებერთელა წყებით (რამდენიმე ათასი მეტრის სიმძლავრის). სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქებში ტრიასის რიფების მასიური დოლომიტიანი კირქვების შრეები ვულკანურ წარმოქმნებთან მორიგეობენ. დასავლეთ ალპებში კი, პირიქით, ტრიასის ნალექები მცირე სიმძლავრის, კონტინენტური ფაციესის მსგავსნი არიან და მთების რელიეფში მნიშვნელოვან როლს არ თამაშობენ. იურულ პერიოდში დროებითი რეგრესიის შემდეგ, მოხდა ზღვის ახალი გაფართოება, მაგრამ მაშინ, როდესაც შუა იურული სილაქვები და ზედა იურული კირქვები (შვეიცარიის „მაღალი მთის“ კირქვები) ალპების გარე ზოლის რელიეფში დიდ როლს თამაშობენ, აღმოსავლეთი ალპების იურული ქანები გაცილებით ნაკლებადაა განვითარებული (მათი შემდგომი განვითარების გამო) და, გარდა ამისა, ისინი წარმოდგენილი არიან ძლიერ ცვალებადი ფაციესებით (მაგრამ აქაც კირქვები ჭარბობს). „ელვარე ფიქლებისა“ ფაციესი, ფუძე ქანების ერუპტივებთან ერთად, დაკავშირებულია მხოლოდ დასავლეთი ალპების პენინური შარიაჟების ზონასთან; ხნოვანებით იგი ძირითადად იურულად ითვლება.

ცარცული ნალექები, ისევე როგორც ტრიასული და იურული, არსებითად განსხვავებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ ალპებში. ცარცულ კირქვებსა და მერგელებს დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთი ალპების და ბრეგენცერ-ვალდის გარე ზონის ნაოჭა ქედების აგებულებაში. ცარცული პერიოდის განმავლობაში აქ განუწყვეტლივ წარმოებდა სედიმენტაცია. ნეოკომის შემდეგ, აღმოსავლეთი ალპების ოლქში მოხდა მძლავრი მთათა წარმოქმნა და ინტენსიური დანაოჭების პროცესები. ცარცული პერიოდის შუაში წარმოშობილმა მთებმა აქ ენერგიული გადარეცხვა და ნგრევა განიცადეს. გადარეცხილი შთენილი მასივები და მათი ხეობები დაიკავა ზედაცარცულმა ზღვამ, რომლის ნალექებიც კონგლომერატებით იწყება. ეს ზედა ცარცული ზღვა უერთდებოდა ალპების ჩრდილო განაპირა ზღვას, რომელშიც ილექებოდა ფლიშური ნალექები (აღმოსავლეთ ალპებში ფლიში ნაწილობრივ ცარცს ეკუთვნის, შვეიცარიაში ფლიში პალეოგენური ხნოვანების არის, მხოლოდ ეგზოტიკურ მასივებშია ის ნაწილობრივ ზედაცარცული).

დანაოჭების ცარცული ფაზა ალპების სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქში უფრო მცირედ არის გამომჟღავნებული. ცარცის ბოლოსათვის ალპების ფართობის უმეტესი ნაწილიდან ზღვამ უკან დაიხია; ეს იყო დედამიწის ქერქის ლარამიული ფაზის ამოწევის შედეგი, რომლის გამოვლინებასაც იულიუსის ალპებისა და ზოგი სხვა რაიონის დანაოჭება წარმოადგენს.

ჩრდილო ალპებში კი ამოწევამ მნიშვნელოვან სიდიდეს ვერ მიაღწია. მაშინ წარმოშობილ ზოგიერთ ღარტაფში (კერძოდ, მდინარე ინისა და ზალცახის ხეობებში) ზედა ეოცენი აღწევს, მაგრამ, როგორც ქვედა ოლიგოცენი, იგი რჩება დაკავშირებული ალპების ჩრდილო კიდურ ზონასთან და ორი — ნუმულიტური და ფლიშური ფაციესითაა წარმოდგენილი. ოლიგოცენში დედამიწის ქერქის მესამეული ალპური დანაოჭების მთავარი ფაზის მოძრაობა მაქსიმალურ დაძაბულობასა და ზომას აღწევს. ძირითადად ამ დროს იქმნება ალპების გრანდიოზული ტექტონიკური სტრუქტურა და წარმოებს მთების მძლავრი ამოწევა, რაც ნეოგენსა და მეოთხეულ პერიოდშიც გრძელდება. ალპური დანაოჭებისა და შეცოცებების უკანასკნელი ქრობადი ფაზები ალპების პერიფერიულ ზონებში მიოცენში და ქვედა პლიოცენშიც შეიმჩნევა.

გეოლოგიური სტრუქტურები

შვეიცარიელი გეოლოგი არნოლდ ეშერი (1807—1872), რომელიც 1856 წლიდან იყო ციურიხის პოლიტექნიკური სკოლის გეოლოგიის პროფესორი. იგი შვეიცარიის გეოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. თანაავტორობით შეადგინა შვეიცარიის გეოლოგიური რუკა.

ქალაქი გლარუსი მდებარეობს ქალაქ ციურიხიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში. ეს ტერიტორია წარმოადგენს შვეიცარიის ერთ-ერთ უძველეს რაიონს, განლაგებულს მდინარე ლინთის ხეობის გასწვრივ. XVIII საუკუნის შუა წლებში გლარუსი იყო შვეიცარიაში ტექსტილის წარმოების ცენტრი, ხოლო XIX საუკუნის დასაწყისში გადაიქცა ალპინიზმის მთავარ ცენტრად. დაახლოებით იმავე პერიოდში, გეოლოგმა არნოლდ ეშერმა, ამ ადგილების მკვირდმა, შეასრულა მნიშვნელოვანი გეოლოგიური დაკვირვებები.[9]

მდინარე ლინთის ხეობა წარმოადგენს U-სებრ ხეობას, რომელიც დახვნილია რისულ-ვიურმული პერიოდის მყინვარებით. გარშემორტყმულია გაშიშვლებული მწვერვალებით, რომელთა სიმაღლეა 2000-3000 მ. ეშერმა ყურადღება მიაქცია, რომ პერმული ასაკის ვულკანური კონგლომერატები, რომელსაც ვერუკანოს ფორმაციას უწოდებენ, ფართოდ არის გავრცელებული ამ რაიონში მწვერვალებთან, ხოლო ქვიშაქვისა და მერგელებისგან აგებული ეოცენური ფენები, შვეიცარიაში წოდებული ფლიშის სახით, ყოველთვის ძირთან არის გავრცელებული.[9]

გეოლოგმა ჩარლზ ლაიელმა გამოაქვეყნა თავისი ცნობილი შრომა „გეოლოგიის საფუძვლები“, სადაც აღწერილია, რომ ქვემო (ძირთან მდებარე ფენები) ასაკით უფრო ძველია, ვიდრე ზემოთ მდებარე ფენები, რაც გახდა საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო ფაქტი. ეშერი, რომელიც გარდა იმისა, რომ იყო გეოლოგი, ამასთანავე შესანიშნავი ალპინისტიც იყო. იგი სკეპტიკურად განწყობილ კოლეგებს არწმუნებდა თავის სიმართლეში და ხშირად მთებში მიჰყავდა. მალე აღარავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ეს არის სტრატიგრაფიული ინვერსია, რომელიც გადაჭიმულია 20-30 კმ-ზე. ეშერმა შეასრულა ლინცის ხეობის დეტალური აგეგმვა და დაარწმუნა მკვლევარები, რომ იმ პერიოდში ხდებოდა უნიკალური, დედამიწის ქერქის უეცარი მოძრაობები.[9]

ვერუკანოს ფორმაცია, რომელიც თავდაპირველად დაილექა დაბლა მდებარე დონეებზე, გადაადგილდა მესამეული ფენების ზემოთ, თითქმის ჰორიზონტალური მოძრაობით ნაწევის გაწვრივ. ასეთ მსხვილმასშტაბურ ნაწევწარმოშობას ეწოდა შეცოცებითიწარმოშობა (overthrusting); გამოირკვა, რომ შვეიცარიის ალპების მაღალი მთის პიკები წარმოიშვა ამ პროცესის რეზულტატის ხარჯზე. ქანების უზარმაზარი მასივი, რომელიც მნიშვნელოვან სიგრძეზე გადაადგილდა შეცოცებითწარმოშობის შედეგად, ეწოდება „შარიაჟი“ (nappe). XIX-XX საუკუნეებში აღიარეს, რომ შეცოცება წარმოადგენს ჩვეულებრივ სტრუქტურას, ხოლო შვეიცარიის ალპებს აღწერდნენ მრავალ სახელმძღვნელოებში, როგორც ოროგენული პროცესებით განპირობებულ გეოლოგიური სტრუქტურის მოდელს. ნაწევი, რომელიც ეშერმა აღმოაჩინა ვერუკანოს ფორმაციასა და ფლიშს შორის, ეწოდა გლარნის შეცოცება. შვანდენის დასახლების გასწვრივ, რომელიც გლარუსიდან 5 კილომეტრითაა დაშორებული, მოჩანს კარგად გამოკვეთილი ნაწევი. შვეიცარიის ალპების სტრუქტურის შესწავლა გააგრძელა ალბერტ ჰაიმმა, რომელმაც დაწერა ნაშრომი სახელწოდებით „შვეიცარიის გეოლოგია“ (1919-1922). ჰეიმის აღნიშნული წიგნი თანადროულ დროშიც კი წარმოადგენს მნიშვნელოვან გეოლოგიურ ნაშრომს ალპების შესახებ, ხოლო მასში მოყვანილი სტრუქტურების კლასიფიკაცია დღესაც იყენება მეცნიერებაში.[9]

შვეიცარიის ალპები გეოლოგიური სტრუქტურების თავისებურებების მიხედვით დაყოფილია: მოლასური აუზით, ჰელვეციური, პენინური, და აგრეთვე ავსტრიული და სამხრეთალპური ზონებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილები — ჰელვეციური და პენინური ზონების სტრუქტურის თავისებურებანი დაკავშირებულია შეცოცებით წარმოშობასთან. პენინური ზონის დიდი ნაწილი ექვემდებარებოდა მეტამორფიზმს, ხოლო მისი შემადგენელი სტრუქტურები გართულდა, რის გამოც ძნელდება ადრეული ისტორიის განვითარების დეფორმაცია.[9]

გლარნის შეცოცება და ჰელვეციური შარიაჟები

გეოლოგი ალბერტ ჰაიმი (1849—1937), რომელიც ცნობილია თავისი სამტომეული ნაშრომით შვეიცარიის გეოლოგიის შესახებ. ჰეიმმა, შვეიცარიის ალპებში გააგრძელა არნოლდ ეშერის დაწყებული გეოლოგიური გამოკვლევები და მისი სამეცნიერო ნაშრომები დღესაც კი აქტუალურია გეოლოგიის დარგში.

მწვერვალ იუნგფრაუდან აღმოსავლეთით დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს ტერიტორია, რომელიც გამორჩეულია მაღალი მთებითა და გამოშვერილი პიკებით, რომელთა სიმაღლე დაახლოებით 3000 მ-ია. მრავალრიცხოვანი მარადთოვლიანი მწვერვალებიდან ყველაზე მაღალია მთა ტედი (3620 მ). მისგან სამხრეთით მდებარეობს ცენტრალური მასივები, რომელთა წარმოშობა უკავშირდება ჰერცინულ ორიგენიულ მოძრაობებს და აგებულია მეტამორფული ქანებით და გრანიტებით. ჰელვეციური ზონა აგებულია სხვადასხვა ასაკის ფორმაციებით (პერმულიდან დაწყებული პალეოგენით დამთავრებული).[9]

პერმული ფორმაციის ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ვულკანოგენური კონგლომერატებით, რომელსაც ვერუკანოს ფორმაცია ეწოდება და გლარუსის სიახლოვეს მისი სიმძლავრე 1000 მეტრს აღწევს. ტრიასულ დანალექებს გააჩნიათ შედარებით ნაკლები სიმძლავრე და შეიცავს მოწითალო ფიქლებს. ჰელვეციური ზონა დანალექების სიმძლავრის მიხედვით შედგება იურული და ცარცული ასაკის კარბონატული ქანებისაგან. იურული ასაკის დანალექების სიმძლავრე დაახლოებით 1000 მეტრია, ზედა ნაწილში ისინი ძირითადად წარმოადგენენ წვრილმარცვლოვან კირქვებს. ზედაიურული კირქვები ფართოდ არის გავრცელებული შვეიცარიის ალპებიდან დაწყებული იურის მთებამდე დამთავრებული.[9]

ჰელვეციურ ზონაში ჭარბობს მოშავო ფერის კირქვები და ნაწილობრივ თიხოვანი, თუმცა ჩრდილოეთით ისინი გადადიან მონაცისფრო რიფულ კირქვებში. ცარცული პერიოდის დასწყისში ტერიტორია (განლაგებული თანადროული მდგომარეობით აარის მასივის სამხრეთით), სავარაუდოდ, გახდა ნალექთდაგროვების ცენტრი. ქვედაცარცული ასაკის დანალექების სიმძლავრე (აარის მასივის ჩრდილოეთით) არ აჭარბებს 100 მეტრს. სამხრეთისაკენ სიმძლავრე მატულობს 1500 მეტრამდე. შუაცარცული ასაკის დანალექები წარმოდგენილია „გოლტად“ წოდებული გლაუკონიტიანი ფორმაციებით, რომელთა სიმძლავრეა 10-80 მეტრი.[9]

გლარნის შეცოცება შეიქმნა მაშინ, როდესაც პერმულ და ცარცულ დანალექებზე განლაგებული ქანების ფენების კომპლექსები, გამოიყვნენ და გადაადგილდნენ აარისა და გოტარდის მასივების ჩრდილოეთით. შარიაჟი გადაადგილდა ზემო რაინის ჩრდილოეთით 40 კილომეტრის მანძილზე, რომელიც მოძრაობდა აარის მასივის გავლით, იურული, ცარცული და აგრეთვე მესამეული ფორმაციების თავზე. შეცოცების თანამედროვე სიბრტყის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ იგი გადის მაღალი პიკების გავლით, როგორიცაა ჰაუსშტოკი (3158 მ), სუბჰორიზონტალურად, ზღვის დონიდან დაახლოებით 2800-3000 მ სიმაღლეზე. თუმცა ჩრდილოეთით 14 კილომეტრის დაშორებით, შვანდენის განაპირას, სიმაღლე ეცემა თითქმის 700 მ-მდე, ამიტომ შეცოცების სიბრტყის საშუალო დახრა უდრის 8° ჩრდილოეთით.

გლარნის შარიაჟი დღეისათვის, ძირითადად, აგებულია ვერუკანოს ფორმაციის ქანებით. თუმცა, შარიაჟის ჩრდილოეთ ნაწილში, ვერუკანოს გარდა, შემორჩენილია სქელი ფენები (იურულიდან პალეოგენამდე), რის გამოც გლარნის შეცოცება, სავარაუდოდ, გადაადგილდებოდა საფენებით, 2000 მეტრამდე. გლარნის შეცოცებით გადადგილებული ტექტონიკური შარიაჟი, აგებული იყო დანალექი ქანებით. ფენა, რომელიც დაილექა აარის მასივის ჩრდილოეთით, ფაქტიურად ადგილზევე დარჩა და გადაფარებული იყო იმავე შარიაჟებით. ასეთ სტრუქტურას, რომელიც გადაფარულ გადაუადგილებელია ეწოდება ავტოქთონი, ხოლო შეცოცებით გადაადგილებულ სტრუქტურას — შარიაჟი.

შეცოცება ბერნის ალპებში. მოჩანს კლდოვანი ფრიალო, შიშველი ფერდობები (შვეიცარია).

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შვეიცარიის ალპებში შესრულდა მნიშვნელოვანი გეოლოგიური გამოკვლევები, რომელიც მიეძღვნა ამ ტერიტორიების შეცოცებამდელ, სედიმენტოლოგიურ და პალეოგეოგრაფიულ შესწავლას. გეოლოგი რუდოლფ ტრიუმპი (1960), რომელიც იკვლევდა შვეიცარიის ალპებს, ფლიშურ ფორმაციებში შეაჯამა ფაციესების მრავალფეროვნება. ამ სქემის შედგენის ხარჯზე, მიიღეს წინადადება, რომ ავტოქთონური სარტყელი და ჰელვეციური შეცოცებები განლაგებულნი იყვნენ აარის მასივის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზე, შესაბამისად, ულტრაჰელვეციურ ზონას ეწოდება შარიაჟები, რომელიც მოძრაობდა, უფრო სამხრეთით მდებარე ოლქებიდან.

ზოგიერთ ადგილას, გლარნის შეცოცებასა და ფლიშს შორის, შესაძლებელია ზედაცარცული და პალეოგენური ფორმაციების ნახვა. ეს არის ჰელვეციური და ულტრაჰელვეციური შარიაჟები, რომლებმაც მიგრირება განიცადეს სამხრეთიდან ცალკეულ შეცოცებებზე. რთულდება გლარნის შეცოცების გარკვევა ლინცის ხეობის დასავლეთ მხარეს. აქ გაშიშვლებულ ტიპიურ სტრუქტურებს შორის, გამოვლინებულია აქსენისა და სენტის-დრუსბერგის შარიაჟები. აქსენის ასაკი ტრიასულია, თუმცა ურნერის ტბასთან, შუა იურულის ან ქვედა ცარცულის ფორმაციები ფლიშზეა წარმოდგენილი. ამასთანავე სენტის-დრუსბერგის შარიაჟებში ქვედაცარცული ფორმაციები განლაგებული არიან აქსენის შარიაჟებზე. უხეშმარცვლოვანი ნატეხი ქანები, რომლებიც შეიცავენ მეტად მსხვილ რიყის ქებს, ვრცელდებიან ჰელვეციური ზონის ჩრდილოეთ ნაწილში. ეს არის ეგრეთწოდებული მოლასა (Molasse), რომლის წარმოშობა მოიცავდა პერიოდებს შუა ოლიგოცენიდან პლიოცენის ჩათვლით.

შარიაჟული სტრუქტურების წარმოქმნა

გლარნის შარიაჟი, რომელიც 2008 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ჰელვეციური ზონის სიგრძე 200-300 კილომეტრია, ხოლო სიგანე დაახლოებით 50 კილომეტრამდე. სტრუქტურული თვალსაზრისით მას არ გააჩნია ფუნდამენტალური განსხვავება იმ სტრუქტურებისაგან, რომლებიც გლარუსის შემოგარენშია განლაგებული. მიჩნეულია, რომ პენინური სარტყლის ნაოჭა სტრუქტურები, არსებითად, ჰელვეციური ზონის ნაოჭა სტრუქტურების ანალოგიურია. გლარნის ზონაში, კერძოდ, შვანდენის მიდამოებში გაშიშვლებული გლარნის შეცოცება დეტალურად აღწერა გეოლოგმა ჰეიმმა (1921-1922).

ვერუკანოს ფორმაცია და ფლიში როგორც წესი დაყოფილნი არიან გარდამავალი ფენებით, რომელთა სიმძლავრეა 1-3 მეტრი და შედგება წვრილმარცვლოვანი კირქვებისაგან, რომელიც თავის მხრივ, შეიცავს მრავალრიცხოვან ფიქლებისებურ ლაქებს, რომელთა სიგანეა რამდენიმე მილიმეტრი და ეწოდება ლოხშეიტენის კირქვა. ჰელვეციურ ზონაში დეფორმაციის უკიდურესი საფეხური წარმოდგენილია წვრილი ნაოჭებით, რომელიც განვითარებულია კირქვის ფენებში და გააჩნია 3-5 მეტრი სიმძლავრე. 1959 წელს ჰიუბერტმა და რუბიმ შეიმუშავეს ქანების მექანიკის პრინციპები შეცოცებასთან მიმართებაში.

მას შემდეგ, რაც ეშერმა აღმოაჩინა გლარნის შეცოცება, 100 წლის განმავლობაში შვეიცარიის ალპები განიხილებოდა როგორც გეოლოგიური სტრუქტურის მოდელი. თუმცა, ზოგიერთ პრობლემა, რომელიც შეეხება შეცოცების წარმოშობას და მექანიზმს, დღეისათვის ისევ რჩება გადაუჭრელ საკითხად. მაგალითისთვის, საიდან იყო შეცოცებული ჰელვეციური შარიაჟები? ტრიუმპის (1960) მიხედვით, შვეიცარიის ალპების სიგანე 150 კილომეტრამდეა, თუკი მას დავაბრუნებდით საწყის მდგომარეობაში, მისი სიგანე 300 კილომეტრამდე იქნებოდა.

შიდა წყლები

ზოგადი დახასიათება

მდინარე ლეხი.
მდინარე რონა.
მდინარე რაინის სათავეები.
მდინარე ადიჯე.

ალპები თავისი რელიეფითა და გეოლოგიური აგებულებით მკვეთრად გამოიყოფა დასავლეთი ევროპის სხვა ქვეყნების ფონზე. ალპის მთები წარმოადგენს დასავლეთი ევროპის მთავარ ჰიდროგრაფიულ კვანძს. იგი თავისებურად, დიდი ცენტრალური, მაღალმთიანი ქვეყანაა, მის ირგვლივ მდებარე ვაკე, ბორცვიან და საშუალო სიმაღლის რაიონებს შორის. ალპების რელიეფის ეს თავისებურებანი განსაზღვრავენ მისი ჰავის (კლიმატის) თავისებურებასაც. უპირველეს ყოვლისა, ალპები მთლიანად მაღალი ტენიანობის მხარეა, სადაც გამოხატულია უხვი ატმოსფერული ნალექების, მუდმივი ყინულების და ზამთრის თოვლის მძლავრი დაგროვებისა და ხშირი ჰიდროქსელის მონაცვლეობა. მდინარეები ალპებიდან სხვადასხვა მიმართულებით იქსაქსება მეზობელ ქვეყნებში. ალპების ყინულები, თოვლი და მიმდინარე წყლები შუა ევროპის დიდ მდინარეთა უმრავლესობას კვებავს.

უხვი ატმოსფერული ნალექები, ჰაერის სინოტივე, თოვლისა და ყინულების მძლავრი დაგროვება წყლის არტერიების კვების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ და განსაზღვრავენ ალპების სიმდიდრეს შიდა წყლებით — მრავალრიცხოვანი წყაროებით, მქუხარე წყლის ნაკადებითა და მდინარეებით, მცირე და დიდი ტბებით. მხოლოდ კარსტული მასივების განვითარების რაიონებში განსაკუთრებით კი ავსტრიის კირქვიან ალპებში, მდინრეთა ქსელი უფრო იშვიათია და მთების ზედა ნაწილები შედარებით ღარიბია წყლით. კირქვიან წინაალპებში კი, მიუხედავად კარსტული ფორმებისა და მოვლენების არსებობისა, მრავალი წყარო და ჰიდროქსელი ხშირი და მდიდარია წყლის მარაგით, რამეთუ მდინარეთა უმრავლესობას სათავე მაღალმთიან კრისტალურ და ფიქლოვან ზონაში აქვს. გარდა ამისა, კირქვები ძლიერ დისლოცირებულია, იგი, ჩვეულებრივ, თიხის, ქვიშაქვის და მერგელების შრეებთან მორიგეობს, რაც უზრუნველყოფს წყალგაუვალი ჰორიზონტების არსებობას და ნორმალური, უხვი, მდინარეული ჩამონადენის პირობებს.

ალპების მთების ქედებიდან სათავეს ღებულობენ ევროპის უდიდესი მდინარეები: რაინი, რონა, დუნაი, პო და მათი მრავალრიცხოვანი შენაკადები, რომელთაგან მნიშვნელოვანია: აარე, როისი, დიურანსი, დრომი, იზერი, დრავა, ენსი, ინი, ოლო, ადა, ტიჩინო და ა.შ.

მდინარეები

მდინარე პოს სათავე ალპებში.
მდინარე პოს შენაკადი ადა.
მდინარეების აარესა და როისის შესართავის ადგილი.

ალპების მდინარეები განეკუთვნება ჩრდილოეთ ზღვას (რაინის შენაკადებიანად), შავი ზღვის (დუნაი და მისი მარჯვენა შენაკადები ილერი, ლეხი, ინი, ენსი, დრავის ზემო დინება), ადრიატიკის ზღვის (ადიჯე, პოს მარცხენა შენაკადებით), ლიგურიის ზღვის და ლიონის ყურის (რონა მარცხენა შენაკადებიანად) აუზებს. მდინარეები ჩქარია და წყალუხვი. უმეტესად საზრდოობენ მყინვარული, თოვლისა და წვიმის წყლებით. წყლის მაქსიმუმი მდინარეებზე გაზაფხულზე, ზაფხულის პირველ ნახევარსა და შემოდგომაზე მოდის.

მთების სიმაღლისა და ციცაბო ფერდობების არსებობის გამო ალპებში მდინარეული ჩამონადენის ოდენობა, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, განსაკუთრებით დიდია. მთის მდინარეებს, რომლებიც მარადი თოვლითა და მყინვარების დნობით იკვებებიან, კიდევ უფრო დიდი ჩამონადენის კოეფიციენტი აქვთ. მდინარეები, რომელთა აუზებიც უმთავრესად წინაალპებთან არის დაკავშირებული და რომელსაც მყინვარების წყლით კვებავენ სრულებით არ აქვთ, ანდა უმნიშვნელო რაოდენობით, — უხვწყლიანებია, მაგრამ შედარებით ნაკლებად, ვიდრე ის მდინარეები, რომლებიც მყინვარებით საზრდოობენ. ალპების დიდი მდინარეების უმრავლესობას და, აგრეთვე, თითქმის ყველა მაღალმთიანი ზონის წყლის ნაკადებს ტიპიური ალპური ჩამონადენის რეჟიმი აქვთ, რომელიც რეგულარულ, მკაფიოდ გამოხატულ, ზაფხულის თვეების (ივნისი, ივლისი, აგვისტო) მაქსიმუმთან და ასეთსავე წესიერ და მუდმივ ზამთრის მინიმუმებთან (იანვარი-თებერვალი) არის დაკავშარებული. მყინვარებისა და მარადი თოვლის ძლიერი დნობის დროს რაინის მაღალი დონის საშუალო სიდიდე ათჯერ ჭარბობს დაბალი დონის საშუალო სიდიდეს. ალპურ მდინარეებს, რომელთა სათავეები მაღალმთიან ზოლში მდებარეობს, მაგრამ მათ მნიშვნელოვან შენაკადთა სათავეები წინაალპების ზოლშია, სადაც მდინარეების კვებაში წვიმები და გაზაფხულის თოვლის დნობა დიდ როლს თამაშობს, ნაკლებად ტიპიურად გამოხატული ალპური რეჟიმი აქვთ; ასეთი მდინარეების ზამთრის დონე უფრო ადრე მატულობს — თებერვალ-მარტიდან; აგრეთვე მაქსიმუმიც ჩვეულებრივზე ცოტათი ადრე — ივნისზე მოდის. ასეთი რეჟიმი აქვთ მაგალითად მდინარე დიურანსის ზედა წელს, აგრეთვე მდინარეებს: იზერს, ენსს, დრავას და ბევრ სხვას.

მდნარეებს, რომელთა აუზებიც ჩრდილო წინაალპებში არის, ჩამონადენის სეზონური კონტრასტი ნაკლებად მკვეთრი აქვთ იმ მდინარეებთან შედარებით, რომლებიც სათავეს მაღალმთიან ზონაში იღებენ. მათი ზამთრის მინიმუმის დრო ძალზე მცირეა. მინიმუმი ზოგჯერ შემოდგომაზეც კი მოდის, ე.ი. ზაფხულის აორთქლების შედეგად გრუნტის წყლების მარაგის შემცირების დროს; მაქსიმუმი — გაზაფხულზე (მაისში) იცის. სრულებით სხვა ტიპის რეჟიმი ახასიათებს სამხრეთი წინაალპების მდინარეებს, სადაც ხმელთაშუა ზღვის ჰავის გავლენა მჟღავნდება; ეს მეტ-ნაკლებად ემჩნევა ჩამონადენის მსვლელობას, რაც გამოიხატება ზაფხულობით წყლის დონის საგრძნობლად დაკლებაში. კერძოდ, ასეთია ვენეციის წინაალპებისა და საფრანგეთის ალპების სამხრეთი რაიონის მდინარეები, ნაწილობრივად სამხრეთი ტიროლისა და ლომბარდიის წინაალპების მდინარეებიც. მიუხედავად იმისა, რომ ტალიამენტოს, პიავეს და ბრენტას მაღალ ალპებში აქვთ სათავე, ზაფხულში ისინი წყლის ნაკლებობით ხასიათდებიან და ვენეციის წინაალპების ხეობებიდან ფართო, თითქმის მშრალ, რიყის ქვებით დაფარულ კალაპოტზე მოწანწკარებენ. დონის მკვეთრი მომატება და წყალდიდობა აქ გაზაფხულზე იცის, მთებში თოვლის დნობისა და გაზაფხულის წვიმების დროს. მეორე მაქსიმუმს შემოდგომის წვიმები იწვევს.

ზაფხულის აორთქლება სამხრეთ ალპებში იმ ზომამდე აღწევს, რომ ისეთ დიდ ალპურ მდინარეებსაც კი ემჩნევა, როგორიცაა ადიჯე, რომლის აუზიც მეტწილად მაღალმთიან სარტყელში მდებარეობს, მისი სათავე კი მარადი თოვლითა და ყინულებით იკვებება.

ჩრდილოეთ ზღვას მიეკუთვნება მდინარე რაინი, რომელიც სათავეს იღებს ალპებში და ზემო დინებაში კვეთს იურის, შვარცვალდის მთების შტოქედებს, შემდეგ გადის ბოდენზეეში. წარმოადგენს დასავლეთი ევროპის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო წყლის მაგისტრალს. სიგრძე 1233 კმ,[10][11] აუზის ფართობი — 185 ათ. კმ². მთავარი შენაკადებია: ნეკარი (სიგრძე 367, აუზის ფართობი 13 900 კმ²), მაინი (სიგრძე 527, აუზის ფართობი 27 292 კმ²), რური (სიგრძე 217, აუზის ფართობი 4 485 კმ²) (მარცხენა); აარე (სიგრძე 295, აუზის ფართობი 17 779 კმ²), მოზელი (სიგრძე 545, აუზის ფართობი 28 286 კმ²) (მარჯვენა). რაინი აკავშირებს ჩრდილოეთის ზღვას და ალპების მთებს.

მდინარე დუნაი სათავეს იღებს შვარცვალდიდან, ზღვის დონიდან 678 მ სიმაღლეზე. სიგრძე 2857 კმ.[12] დინების ზემო მონაკვეთში მარჯვნიდან იერთებს ალპების კალთებიდან ჩამომავალ მრავალ მდინარეს, რომელთაგან მნიშვნელოვანია: ლეხი (სიგრძე 264, აუზის ფართობი 3 926 კმ²), იზარი (სიგრძე 295 კმ, აუზის ფართობი 8 370 კმ²), ინი (სიგრძე 517 კმ, აუზის ფართობი 25 700 კმ²), ენსი (სიგრძე 254 კმ, აუზის ფართობი 6 000 კმ²) და სხვ.

მდინარე ადიჯეს ხეობა.
მდინარე ადიჯეს ხეობა.

რონა სათავეს იღებს ლეპონტინის ალპებში. ზემო დინაბასა და შუაწელში უმთავრესად საზრდოობს თოვლისა და მყინვარების წყლით. სიგრძე 812 კმ.[13] მარჯვენა შენაკადებია ენი (სიგრძე 190 კმ, აუზის ფართობი 3 630 კმ²), სონა (სიგრძე 473 კმ,[14] აუზის ფართობი 29 900 კმ²), არდეში (სიგრძე 125 კმ, აუზის ფართობი 2 430 კმ²), მარცხენა: იზერი (სიგრძე 286 კმ, აუზის ფართობი 11 800 კმ²), დიურანსი (სიგრძე 324 კმ, აუზის ფართობი 14 225 კმ²).

მდინარე ტალიამენტოს ხეობა.

მდინარე ადიჯე სათავეს ღებოლობს ჩრდილოეთ იტალიაში, ალპებში. სიგრძე 410 კმ. მნიშვნელოვანია ასევე მდინარე პო, რომლის სიგრძეა 652 კმ. ორივე მდინარე ალპებისა და ადრიატიკის ზღვის დამაკავშირებელი არტერიებია.

მდინარე ტალიამენტო ითვლება უკანასკნელი დიდი ალპური მდინარე, რომელიც წარმოადგენს ალპებისთვის მდინარის ეკოსისტემის ნიმუშს. მისი სათავეები მდებარეობს იტალიის ალპების ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კირქვიან ზონაში, ზღვის დონიდან 1195 მ სიმაღლეზე. ერთვის ადრიატიკის ზღვას. სიგრძე 178 კმ, აუზის ფართობი 2 916 კმ². გაფართოებულ ვაკე ადგილებზე მდინარის სიგანე 3 კილომეტრამდე აღწევს. ტალიამენტოს გააჩნია ხეობის რთული და ძველი მორფოლოგიური ხასიათი. მდინარე ერთმანეთთან აკავშირებს ალპების მთებსა და ადრიატიკის ზღვას.[15]

ალპების მდინარეები, მათი დინების დიდი სისწრაფის, განივი პროფილის მკვეთრი გარდატეხისა და, მთებში კოკისპირული წვიმებისა და თოვლის დნობის დროს, დონის სწრაფი აწევის გამო, არაა გამოსადეგი წყლის ტრანსპორტისათვის, მაგრამ, სამაგიეროდ, ისინი მდიდარი არიან წყლის ენერგიის უდიდესი მარაგით, რისი გამოყენებაც უმნიშვნელოვანეს ფაქტორად იქცა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთ იტალიაში, შვეიცარიასა და საფრანგეთში მსხვილი მრეწველობის სწრაფი განვითარებისათვის.

ტბები

ალპების წინამთების ტბები, განსაკუთრებით შვეიცარიის დიდი და ზემო იტალიის ტბები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მთებისა და მოსახლეობის ცხოვრებაში. წყლის დიდი აუზები — ტბები, რომლებიც ზამთარში ჩვეულებრივ არ იყინებიან (ჩრდილო ტბები ცივ ზამთარში ზოგჯერ ნაწილობრივ იყინებიან), არბილებენ თავიანთი ნაპირებისა და მიდამოების ჰავას.

მათი ნაპირები მჭიდროდაა დასახლებული და დაფარულია ბაღებით და ზვრებით. ზემო იტალიის მთებით დაცული ტბების მახლობლად რბილი და ნოტიო ჰავაა; აქ გაცილებით უფრო რბილი ზამთარი იცის, ვიდრე მდინარე პოს დაბლობზე, ამიტომ აქ გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის მარადმწვანე ფლორა, რომელიც ვაკეზე არ ხარობს. გარდა ამისა, ტბები წარმოადგენს წყლით მიმოსვლის მოხერხებულ საშუალებას. აქედან იწყება მთებში შესავალი გზები, რომლებიც ფართო და ღრმა ტროგულ ხეობებში გრძელდება და უმნიშვნელოვანესი გადასავლებისაკენ მიემართება. ამიტომ ტბები და მათი ნაპირები მნიშვნელოვან ისტორიულ როლს თამაშობდნენ ევროპის ქვეყნების ურთიერთობაში.

ლომბარდიის ალპების დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 193 მ სიმაღლეზე, ტექტონიკურ ქვაბულში მოქცეულია ლაგო-მაჯორეს ტბა, რომლის სიგრძე 65 კმ,[16] ხოლო სიგანე 11 კილომეტრია.[17] შემოსაზღვრულია უმეტესწილად ციცაბო და მაღალი ნაპირებით. ტბის ქვაბული გამომუშავებულია მთებიდან წამოსული ძველი მყინვარის მიერ. სამხრეთიდან შეგუბებულია ძველი მყინვარის მორენით. სიღრმე 372 მ. სანაოსნოა. ტბას ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ კვეთავს მდინარე პოს მარცხენა შენაკადი ტიჩინო. დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ცნობილი კუნძული ბორომეო. XV საუკუნიდან ტბის ირგვლივ დასახლდა ბორომეოს საგვარეულო, რომლებიც დღემდე სახლობენ კუნძულზე და მისდევენ თევზჭერას. ლაგო-მაჯორე თევზით მდიდარია, მოიპოვება კალმახი, ქარიყლაპია, ქორჭილა და ქაშაყი.[17] ზემო ნაწილში გაშლილია ალპები, შუა ნაწილი ბორცვებს შორისაა გაწოლილი, ქვემო ნაწილში კი გაშლილია ლომბარდიის ვაკე.[18] დასავლეთ ნაპირთან გაშენებულია ცნობილი კურორტები: სტრეზა, ვერბანია, არონა და კანობიო.[17] ლაგო-მაჯორე სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „დიდი ტბა“.

ხედი ლაგო-მაჯორეს ტბაზე.
ხედი ლაგო-მაჯორეს ტბაზე.

ალპების სამხრეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 198 მ სიმაღლეზე[19] მდებარეობს ტბა კომო, რომელიც გარშემორტყმულია კირქვებითა და გრანიტებით აგებული მაღალი მთებით, რომელთა სიმაღლე მერყეობს 2000 მ-იდან (სამხრეთით) 2400 მ-მდე (ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით). ქვაბული ტექტონიკურ-მყინვარული წარმოშობისაა. ნაპირები უმეტესად ციცაბო, კლდოვანი და მაღალია. ტბის სიგრძე 47 კმ-ია, სიგანე 4 კმ. უდიდესი სიღრმე 414 მ. ტბაზე გადის მდინარე პოს მარცხენა შენაკადი ადა. ტბის ირგვლივ არსებული ფლორა მრავალფეროვანია. მდიდარია თევზით. მოიპოვება კალმახი. თუმცა ტბის დაბინძურების გამო, თევზის პოპულაცია იკლებს. ჰავა ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა, რბილი. ნაპირებთან გაშენებულია არაერთი კურორტი. ტბა განთქმულია თავისი თვალწარმტაცი ლანდშაფტებით, ველური ბუნებითა და მთის კურორტებით.[20] განვითარებულია რამდენიმე სპორტის სახეობა.[21] ფართოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, კომო ითვლება იტალიის ერთ-ერთ ულამაზეს ტბად.[22]

ალპების მთისწინეთში, ზღვის დონიდან 65 მ სიმაღლეზე მდებარეობს ტბა გარდა, რომლის ქვაბული მყინვარულ-ტექტონიკური წარმოშობისაა. გამომუშავებულია პლეისტოცენური მყინვარებით. ჩრდილოეთი ვიწრო და გრძელი ნაწილი ფიორდს ემსგავსება და შემოსაზღვრულია 2000 მ-მდე სიმაღლის მთებით. სამხრეთი ნაწილი შედარებით განიერია და აგებულია მორენული ნალექებით. გარდას ჩდილოეთიდან ერთვის მდინარე სარკა, ხოლო სამხრეთიდან გამოედინება მდინარე პოს მარცხენა შენაკადი მინჩო. უდიდესი სიღრმე 346 მ. ტბაში არის 5 პატარა კუნძული, რომელთაგან უდიდესია კუნძული გარდა, რომელზედაც ფრანჩესკო ასიზელმა 1220 წელს დააარსა მონასტერი, რომელმაც XVIII საუკუნემდე იარსება. წყლის საშუალო ტემპერატურა უდრის 12°С-ს, სიღრმეში (100 მ-მე) ტემპერატურა იკლებს 8 °C-მდე.[23] განვითარებულია ნაოსნობა, სიახლოვეს არაერთი კურორტია. ბევრია თევზი.

ლომბარდიის ალპებში, ზღვის დონიდან 271 მ სიმაღლეზე მდებარეობს მყინვარული წარმოშობის ლუგანოს ტბა, რომლის ნაპირები ციცაბო და დაკლაკნილია. ტბა იკვებება მთის მრავალრიცხოვანი ნაკადულებით. ლუგანოს ტბის უდიდესი სიღრმეა 288 მ. ახალი წელთაღრიცხვის 590 წელს, გრიგოლ ტურელმა ტბას კერეზიო უწოდა.[24] 804 წელს ერთ-ერთ დოკუმენტში ტბა მოიხსენიება როგორც ლაკო-ლუანასკო.[24]

ალპების მთისძირას, ზღვის დონიდან 433 მ აბსოლუტურ სიმაღლეზე, მთათაშორის ტექტონიკურ ქვაბულში მდებარეობს ფირვალდშტეტის ტბა, რომელსაც რთული მორფოლოგია გააჩნია. ქვაბულის ფსკერი ძველი მყინვარისაგან არის მოსწორებული. ტბის უდიდესი სიღრმეა 214 მ. სანაპირო ხაზის დიდი ნაწილი გარშემორტყმულია 1500 მ-მდე სიმაღლის მთებით. შედგება ოთხი ძირითადი აუზისაგან, რომლებიც მყინვარულ ხეობებს წარმოადგენენ. ზაფხულში წყლის ტემპერატურა ადის 22 °C-მდე.

ალპებში აღსანიშნავია აგრეთვე ბრიენცის ტბა, რომლის სიღრმე 261 მ-ია. ვრცელდება ზღვის დონიდან 564 მ სიმაღლეზე.

მყინვარები

ზოგადი აღწერა

ალპების ყველაზე გრძელი და ფართობით უდიდესი ალეჩის მყინვარი

ალპები რთული ხასიათის მთათა სისტემაა. გამყინვარების მთავარი კერაა მთათა სისტემის თხემი. ყველაზე დიდი მყინვარები ვრცელდებიან ალპების მათალმთიან ნაწილებში, თოვლის ხაზის ზემოთ. გამყინვარების მძლავრი ადგილებია: ფინსტერაარჰორნის, მონტე-როზა-მატერჰორნის, მონბლანისა და მაღალი ტაუერნის მასივები. გამყინვარება უმეტესად ჩრდილოეთ კალთაზეა, გაცილებით ნაკლები მყინვარებია თავმოყრილი ალპების სამხრეთ ფერდობებზე. სამხრეთ ფერდობებზე მზის გამოსხივების ინტენსივობა საკმაოდ დიდია. ნოტიო ქარები ზამთარში უბერავენ დასავლეთ და ჩრდილოეთ-დასავლეთ მხრიდან. სამხრეთი ქარები ჭარბობს გაზაფხულსა და შემოდგომაზე. წყლის განმავლობაში სამხრეთი ფერდობები მზისგან გაცილებით მეტ გამოსხივებას ღებულობენ ვიდრე ჩრდილოეთ კალთები.[25]

ალპებში გლაციოლოგიური კვლევები 1800 წლიდან იწყება. იმ პერიოდში გამყინვარების ზოგიერთი მხარეები ინტენსიურად შეისწავლეს, ზოგიერთი კი — ზომიერად. დღეისათვის მყინვარების გამოკვლევებისათვის ხშირად მიმართავენ აეროფოტოსურათების მეთოდს. ამას დაემატა დისტანციური ზონდირების მეთოდი, ე.ი. თანამგზავრული გამოსახულებანი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აადვილებს ალპებში გლაციოლოგიურ გამოკვლევებს. Landsat-ის ალპების გამოსახულებანი პირველად გამოჩნდა 1972 წელს.

ავსტრიის ალპები

ვერნაგტფერნერის მყინვარი (ავსტრიის ალპები).
ჰინტერეისფერნერის მყინვარი (ავსტრიის ალპები).
ეცტალის ალპები. მარადთოვლიანი ზონა.

ცენტრალური აღმოსავლეთი ალპები წარმოადგენს გამყინვარების მნიშვნელოვან კერას. ცნობები მყინვარების შესახებ მოიპოვება ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან. 1846 წლიდან ცალკეულ მყინვარებზე ტარდება სპეციალური გლაციოლოგიური და ტოპოგრაფიული გამოკვლევები. 1969 წლის აეროფოტოსურათების ხარჯზე გამოვლინდა, რომ ავსტრიის ალპებზე არის 925 მყინვარი, რომელთა საერთო ფართობია 542 კვადრატული კილომეტრი. გამოკვლევები მოიცავდა: მყინვარების მასისა და ენერგეტიკული ბალანსის, მყინვარისა და კლიმატის ურთიერთობის, ფიზიკური გლაციოლოგიის, დისტანციური ზონდირების ტესტირების მეთოდებსა და სხვა საკითხებს. გამყინვარების მთავარი ზონები მოქცეულია მთავარი ქედის გასწვრივ. ოროგრაფიული ეფექტების გამო ნალექიანობა ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზე იკლებს ალპურ შიდა ზონამდე. ეცტალის ალპების ცენტრალურ ნაწილში ნალექიანობა მყინვარების თავზე დაახლოებით 1500 მმ აღწევს წელიწადში.[26]

ცენტრალური აღმოსავლეთი ალპების მყინვარების აღნუსხვა, რომელიც ეფუძნება ვერტიკალურ საჰაერო ფოტოსურათებს (1969 წლის სექტემბერი-ოქტომბერი) ავსტრიის ალპებში გამოავლინა 925 მყინვარი (542 კმ² საერთო ფართობით), რომელთაგან 5 მყინვარის ფართობი აღემატებოდა 10 კმ²-ს. 25 მყინვარის ფართობი 4 კმ²-ზე მეტია. თუმცა მყინვარების დიდი ნაწილის ფართობი 1 კმ² ნაკლებია. ისეთი მყინვარები, რომელთა დონე თოვლის ხაზზე მაღლა მდებარეობს, ფარავს მთის რეგიონებს, სადაც გვხვდება მყინვარის ენა, ფირნის ველი და სხვ. ხშირ შემთხვევაში მყინვარის ენა ეშვება ვიწრო ხეობებში. უდიდესი მყინვარის სიგრძეა 9.2 კმ (პასტერცეს მყინვარი (გერმ. Pasterze), მაღალი ტაუერნი).

აღმოსავლეთ ალპების მყინვარების დაწვრილებითი კვლევები დაიწყო მას შემდეგ, როდესაც ხელმისაწვდომი გახდა ტოპოგრაფიული რუკების გამოყენება. 1807-1834 წლებში გამოიცა 1:28800 მასშტაბიანი რუკები, ხოლო 1845 წლის შემდეგ დაიწყო ინტენსიური დაკვირვებების ჩატარება, სადაც შეიქმნა ცალკეული მყინვარების რუკები და ყინულის მოძრაობის სიჩქარე. მყინვარების ერთ-ერთი პირველი აღწერა ეკუთვნით ა. შლაგინტვეიტს, კ. სონკლერსა და ჯ. პეიერს. აღმოსავლეთ ალპების მყინვარები პირველი სრულად აღწერა რიხტერმა (1988). XIX საუკუნიდან დაწყებული დაიწყო მყინვარების შესწავლა, რომელიც თანამედროვე დრომდე გრძელდება.

პირველი ფოტოგრამმეტრიული მიმოხილვის სპეციალური შენიშვნები განხორციელდა ეცტალის ალპებში მდებარე ვერნაგტფერნერის მყინვარზე 1887 წელს, ხოლო 1899-1909 წლებს შორის ჩატარდა ბურღვითი სამუშაოები ჰინტერეისფერნერის მყინვარზე (ეცტალის ალპები). ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, აღმოსავლეთ და დასავლეთ ალპებში მყინვარების უკან დახევა მიმდინარეობს 400 წლის განმავლობაში. XVII საუკუნის დასაწყისში მყინვარები რჩებოდნენ წაწეულ მდგომარეობაში, მხოლოდ პატარა ვარიაციები იყო დამახასიათებელი მომდევნო 250 წლის განმავლობაში. აღმოსავლეთ ალპების მყინვარების უმეტესობამ მყინვარულ მაქსიმუმს მიაღწია 1770-1780 წლებში და განმეორებით მიახლოებით 1850 წელს. იმავე პერიოდიდან მყინვარები უკან იხევდნენ 1965 წლამდე, თუმცა უკან დახევა პატარა წაწევებით შეიცვალა 1890-1920 წლებს შორის.

ცხელი ზაფხულებისა და შემცირებული თოვლის რაოდენობის გამო, 1980-იანი წლების შუა პერიოდში მყინვარების დიდი ნაწილის წინ სვლა შეფერხდა, ხოლო 1988 წლისათვის ავსტრიის მყინვარების დაახლოებით 80 პროცენტმა უკან დაიხია.[27][28][29][30][31][32][33][34][35]

შვეიცარიის ალპები

1973 წელს ჩატარდა მყინვარების აღნუსხვა, სადაც გამოვლინდა 1828 მყინვარი, საერთო ფართობით 1342 კვადრატული კილომეტრი. ერთ-ერთი პირველი დეტალური დაკვირვებები განხორციელდა რონის მყინვარზე, რომლის ზედაპირი არაერთხელ შეისწავლეს. გამოკველული იქნა მოძრაობა და პულსაცია. უახლოესი დაკვირვებები მოიცავდა კლიმოტოლოგიურ და ჰიდროლოგიურ გამოკვლევებს. შვეიცარიის ალპების მყინვარებზე ჩატარებული გლაციოლოგიური გამოკვლევები მოიცავდა მყინვარების საშიშროების, მყინვარის ენის რხევის, მყინვარის მექანიკის, ბირთვისა და მასის ბალანსის შესწავლის საკითხებს.

ხარისხიანი რუკები სადაც გამოსახული იყო მყინვარების განფენილობა მოიცავდა 1:25,000, 1:50,000, 1:100,000, 1:200,000, და 1:500,000 მასშტაბიან რუკებს.

შვეიცარიის ალპები არის მაღალმთიანი მთათა სისტემა, რომელიც ღრმა ღარტაფით დაყოფილია ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებად. გაბატონებული ნოტიო ქარები ვრცელდება დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი მხრიდან, თუმცა გაზაფხულსა და შემოდგომაზე სიტუაცია არსებითად იცვლება და ვრცელდება სამხრეთის ქარები, რომლებიც იწვევენ ძლიერ დალექვას ქედის სამხრეთ კალთებზე. აღმოსავლეთ დასავლეთი ვრცელი ხეობები ღებულობენ ყველაზე ცოტა ნალექს, რამეთუ შემუზღუდულები არიან ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მთებით. აღნიშნული ვითარება განსაკუთრებით კარგად ჩანს მდინარე რონისა და მისი შენაკადების ხეობებში. ყველაზე დიდი მყინვარული მასები თავმოყრილია ბერნის, ლეპონტინისა და რეტის ალპების მაღალმთიან ზონებში.

XVIII საუკუნემდე ადამიანის დამოკიდებულება მყინვრების მიმართ გაუთვიცნობიერებელი იყო. მყინვარებზე წარმოდგენა მხოლოდ XIX საუკუნეში შეიქმნა. 1595 წელს პენინის ალპებში მდებარე ერთ-ერთი ტბიდან წამოსულმა წყალმა შეიწირა 160 ადამიანის სიცოცხლე. 1597 წელს ერთ-ერთი მყინვარიდან ჩამოწოლილმა თოვლ-ზვავმა 81 ადამიანს გამოასალმა სიცოცხლე.

ერთ-ერთი პირველი დეტალური გამოკვლევები ჩატარდა რონის მყინვარზე. 1874-1914 წლებში ჩატარდა მყინვარების კომპლექსური გამოკვლევები, რომელთა შემაჯამებელი ნაშრომი გამოიცა 1916 წელს შვეიცარიის ეროვნული აკადემიის მიერ. 1880 წლიდან მოყოლებული მყინვარის ენის რხევას იკვლევდნენ ყოველწლიურად და შედეგებს აქვეყნებდნენ ჟურნალებში. შვეიცარიაში მყინვარების კარგი მიმოხილვა შეასრულა შვეიცარიის ეროვნულმა ტურისტულმა ოფისმა 1981 წელს.

მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში მყინვარების საშიშროების საკითხი დიდი მნიშვნელობისაა. მყინვარების ბალანსის უწყვეტი გაზომვა მიმდინარეობს რამდენიმე მყინვარზე. ჰიდროლოგიური მოდელის საშუალებით შეფასდა ალპების ყველაზე დიდი მყინვარის — ალეჩის მყინვარის მასის ბალანსი.[36][37][38][39][40][41]

საფრანგეთის ალპები

მერ-დე-გლასი, ხეობის ტიპის მყინვარი, რომელიც ვრცელდება მონბლანის მასივის ჩრდილოეთ კალთაზე. სიგრძე 12.3 კმ. ფირნის ხაზი გადის ზღვის დონიდან 2920 მ-ზე.

საფრანგეთის ალპები ალპის მთების დასავლეთი მონაკვეთია, რომელიც მოიცავს ტერიტორიას ჟენევის ტბასა და ხმელთაშუა ზღვას შორის. განვითარებულია ეროზიული რელიეფი.

საფრანგეთის ალპებში არსებული მყინვარები ერთიანდებიან ოთხ მთავარ ჯგუფში, რომელთა საერთო ფართობია 350 კვადრატული კილომეტრი. ჩრდილოეთით მდებარე მონბლანის მასივზე მყინვარების ფართობი შეადგენს 110 კვადრატულ კილომეტრს. აქვეა მერ-დე-გლასი მყინვარი (ზედაპირის ფართობი 40 კვადრატული კილომეტრი), რომელიც წარმოადგენს დასავლეთი ალპების ყველაზე დიდ მყინვარს. უფრო სამხრეთით ვანუაზის მასივი შეიცავს 130 მყინვარს, რომელთა საერთო ფართობია 85 კვადრატული კილომეტრი. პელვუს მასივის გამყინვარების ფართობია 120 კვადრატული კილომეტრი.

დალექვა მთელი საფრანგეთის ალპებისთვის თანაბრად არის განაწილებული მთელი წლის განმავლობაში. მონბლანის მთის სამხრეთით (შამონი) წელიწადში მოდის 1020 მმ ნალექი. პელვუს მასივის განაპირას წელიწადში მოდის 600-700 მმ ნალექი. ნალექიანობას განაპირობებს დასავლეთიდან არსებული (ატლანტის ოკეანე) ზღვიდან წამოსული ჰაერის ნაკადები; სამხრეთ-აღმოსვლეთის ჰაერის მიმოქცევა (ხმელთაშუა ზღვა) შესუსტებულია.

მონბლანი არის ერთადერთი მთის მასივი, რომელსაც გააჩნია დიდი, შედარებით უწყვეტი მყინვარული ფართობი. აქ გამყინვარების ფართობი უდრის 110 კვადრატულ კილომეტრს. უდიდესია მყინვარი მერ-დე-გლასი, რომლის ფართობია 40 კვადრატული კილომეტრი. მონბლანის მასივის სამხრეთით გაწოლილია ვანუაზის მასივი, რომლის სიმაღლეა ზღვის დონიდან 3855 მეტრი. მასივი შეიცავს დაახლოებით 130 მყინვარს. პელვუს მასივი ალპების ყველაზე სამხრეთით მდებარე მყინვარული მთის მასივია, რომლის სიმაღლეა ზღვის დონიდან 4102 მ (ბარ-დეზ-ეკრენი).[42][43][44][45][46]

ჰავა

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ალპების ჰავა.
ტიპური ალპური რეგიონი. განვითარებულია ესთეტიკური ლანდშაფტი. კლიმატური პირობების გამო გაბატონებულია მრავალფეროვანი ფლორა.
ალპური სარტყელი. ხარობს მცენარეულობა.
მწვერვალი ვაისმისი, სადაც განვითარებულია მკაცრი ზამთარი.
ფიონი შვეიცარიაში.

ალპები წარმოადგენს ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კლიმატგამყოფს, რომელშიც ვლინდება ზღვის, პანონიური და ხმელთაშუაზღვიური კლიმატები. ძირითადი კლიმატური ზეგავლენა შეინიშნება რბილი დასავლეთი ქარების, ატლანტიკის ნოტიო ჰაერის მასების, ჩრდილოეთიდან წამოსული ცივი არქტიკული ჰაერის, აღმოსავლეთიდან მოსული მშრალი კონტინენტური ჰაერის მასებისა და სამხრეთის თბილი ხმელთაშუაზღვიური ჰაერის სახით.

ალპები მთლიანად მაღალი ტენიანობის ოლქია, უხვი ატმოსფერული ნალექების, მუდმივი ყინულების და ზამთრის თოვლის მძლავრი დაგროვებისა და ხშირი ჰიდროქსელის მქონეა. ალპების ჰავის მეორე მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს მისი ზონალობა სიმაღლის მიხედვით, რაც მკაფიოდ გამოისახება ლანდშაფტების ვერტიკალური ზონების ხშირ ცვლაში; ამას ემატება რელიეფის ფორმების სიმრავლე და სირთულე; ყოველივე ეს კი ბუნებრივი პირობების დიდ მრავალსახეობას ქმნის. სიმაღლესთან დაკავშირებით კლიმატური პირობების შეცვლა ხდება ტემპერატურის დაკლების და სინოტივის მომატების სახით. აღსანიშნავია, რომ სინოტივე მხოლოდ გარკვეულ სიმაღლემდე მატულობს, რის შემდეგაც ისევ იკლებს. მზით გაშუქებული მწვერვალები ხშირად „ღრუბლების ზღვით“ მოფენილ არეზეა აღმართული; ღრუბლები ეხვევა მთების სარტყელს დაახლოებით 1500-2000 მ სიმაღლეზე, სადაც შეფარდებითი სინოტივე და ნალექების რაოდენობა განსაკუთრებით დიდია. ამრიგად, მთების საკუთრივ „ალპური ზონა“ ტყის და სუბალპური ზონებისაგან ოდნავ მეტი სიმშრალით და ნაკლები ღრუბლიანობით განსხვავდება. ტემპერატურის კლება, სიმაღლის მიხედვით, უფრო მკვეთრია ზაფხულში, ვიდრე ზამთარში.[7]

ზამთარი თოვლიანი მწვერვალების სარტყელში ზედმეტად მკაცრი არ არის (საშუალო ტემპერატურით), მაგრამ უხთოვლიანია და ცუდ ამინდში მეტად საშიშია, რადგან ძლიერი ქარები და ქარბუქი იცის. საერთოდ კი, ზამთარი აქ უფრო ნათელი და მშრალი სეზონით ხასიათდება, ვიდრე ზაფხული, რომელსაც უხვი წვიმები და ხშირი ნისლიანობა ახასიათებს. ადგილის აბსოლუტური სიმაღლე მთავარ, მაგრამ არა განსაკუთრებულ, როლს თამაშობს ჰავის ცვლილებებში. დიდი მნიშვნელობა აქვს კალთების ექსპოზიციას. მკვეთრად განსხვავდება მზისკენ მიმართული სამხრეთის („მზიანი“) და ჩრდილოეთის („ჩრდილიანი“) მთების კალთების ჰავა. სამხრეთი ციცაბო კალთები ზომიერ სარტყელში განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებშია, დღისით მზის სხივები შვეულად ეცემა მათ. უარეს მდგომარეობაშაია მზეს თითქმის სრულებით მოკლებული ჩრდილო ციცაბო კალთები. ეს განსხვავება აშკარად ემჩნევა მთების სამხრეთი კალთების უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი მცენარეულობით შემკულ ლანდშაფტს.[7]

კლიმატური განსხვავება ძალზე დიდია მთების პერიფერიულ და შიდა ნაწილებს შორის, განსაკუთრებით მთების ღრმა, გარეშე გავლენისაგან კარგად დაცულ ხეობებში. ალპების ჩრდილო და სამხრეთი კალთები (გარდა წინამთების ზონებისა) ატმოსფერული ნალექების უდიდეს რაოდენობას იღებს (საშუალოდ 1000 მმ-იდან 2000-3000 მმ-მდე წლის განმავლობაში) და ძლიერ ნოტიო ჰავით ხასიათდება. მათზე დიდ გავლენას ახდენს ჩრდილო-დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან მომავალი ზღვის ჰაერის მასები. უფრო მშრალი და მზიანი ჰავა ახასიათებს როგორც მრავალ ქედს, აგრეთვე, განსაკუთრებით, ალპების მაღალმთიანი სარტყლის შიდა ხეობებს, სადაც ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა ხშირად 800-600 მმ-მდეც ეცემა, ზოგ ადგილზე კი 600 მმ-ზე ნაკლებია. მთის ხეობათა ჰავის თავისებურებას მისი მეტი კონტინენტურობა წარმოადგენს. ზაფხულში ხეობები ძალიან თბება, რასაც ხელს უწყობს აგრეთვე ციცაბო კალთების გათბობაც. დახშული ხეობები და ქვაბულები ზამთარში ნაკლებ ხელსაყრელ პირობებშია, ვიდრე ქედების კალთები, რადგანაც ჰაერს აქ გასაქანი არა აქვს და ხშირად მკაფიოდ გამოხატული ტემპერატურული ინვერსია წარმოიშობა. მთის მცოხვრებნი ჩვეულებრივად გაურბიან ღრმა ხეობების ფსკერზე დასახლებას.

ატმოსფერული ნალექების რეჟიმი ალპების სხვადასხვა რაიონში სრულებით არაა ერთგვაროვანი, თითოეულ რაონს საკუთარი სპეციფიკური თავისებურება ახასიათებს. მაგალითად, საფრანგეთის ალპების და სამხრეთ, შედარებით — ცხელ და მშრალ ზაფხულიან ნახევარში საკმაოდ კარგად შეიმჩნევა ხმელთაშუა ზღვის ჰავის გავლენა. მდინარე დიურანსის აუზი ზაფხულში ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამის 20%-ზე ნაკლებს იღებს; ნალექების მაქსიმუმი, ისევე როგორც სამხრეთ ტიროლში, შემოდგომაზე მოდის. პირიქით, შემოდგომისა და ზაფხულის მეორე ნახევრის სიმშრალით ხასიათდება ალპების აღმოსავლეთი რაიონი (შტირიის ალპები), რომელიც შუა დუნაის ვაკის კონტინენტური ჰავის გავლენის ქვეშ იმყოფება; აქ ნალექების მაქსიმუმი გაზაფხულზე მოდის. ალპების ჩრდილო ზოლში და მაღალმთიან სარტყელში ჭარბობს ნალექების ზაფხულის მაქსიმუმი და ზამთრის მინიმუმი.[7]

ალპებისთვის მეტად დამახასიათებელია უხვთოვლიანი ზამთრის სეზონი, მაღალი და ხანგრძლივი თოვლის საფარი; გამონაკლისს შეადგენს მთების ქვედა კალთები და წინამთები, სადაც ზამთარი ხანგრძლივი არ არის და არც ტიპიურია. სამხრეთისა და ჩრდილო ფერდობების კლიმატური განსხვავება მკაფიოდ გამოიხატება თოვლის საფარის განლაგებაში. ასე, მაგალითად, მდინარე ინის ხეობის კალთებზე, ინსბრუკის მახლობლად, მარტში თოვლი დაჩრდილულ მხარეზე 720 მ სიმაღლეზე იწყება, მზიან მხარეზე კი — 960 მ სიმაღლეზე; მაისში — 1540 მ და 1700 მ, სექტემბერში — 2760 მ და 3210 მ. ალპების კლიმატურ პირობებში დიდ როლს თამაშობს ადგილობრივი წარმოშობის მთების ოროგრაფიასთან დაკავშირებული ჰაერის დინებები. სრულიად ჩვეულებრივია, განსაკუთრებით ზაფხულში, მთა-ხეობის ქარების დღე-ღამური ცვლა: დღისით ჰაერი მაღლა იწევს ხეობაში, რაც ხელს უწყობს ღრუბლების გაჩენას და მთებში წვიმის მოსვლას, ზოგჯერ ჭექა-ქუხილსა და თავსხმასაც. საღამოობით თხემების მწვერვალები ხშირად თავისუფლდება ნისლისა და ღრუბლებისაგან და მაღლობების გაცივებული ჰაერი ძირს ეშვება ხეობაში.[7]

ძალზე ტიპიური და გავრცელებულია ალპების მაღალმთიან სარტყელსა და ჩრდილო კალთებზე ფიონი, რომელიც ხშირად განსაკუთრებულ სიმძლავრეს აღწევს. იგი გრძელდება ორი/სამი დღის განმავლობაში. ფიონი ქრის იმ შემთხვევაში, როდესაც ალპების ჩრდილოეთით დასავლეთ ევროპაზე გადაივლის მნიშვნელოვანი ციკლონური დეპრესიები, რომლებიც სამხრეთიდან მომავალ ჰაერის მასებს იზიდავენ. უკანასკნელი ნელა ადის ალპების სამხრეთ კალთებზე

რონის ხეობა, სადაც მისტრალის წინააღმდეგ აშენებენ კვიპაროზს.

და აქ უხვ წვიმებს იწვევს. სინოტივის კონდენსაციის დროს სითბო გამოიყოფა, ჰაერი შედარებით მცირედ ცივდება და, ამავე დროს, კარგავს წყლის ორთქლის მარაგს.

ჰაერის მასები წყალგამყოფი ქედის გადალახვის შემდეგ სწრაფად ეშვება ძირს, ხეობების კალთებზე; სწრაფი ვარდნის გამო ჰაერი უფრო შრება და თბება, ამიტომ ფიონები ტემპერატურის მკვეთრ აწევას და ჰაერის შეფარდებითი სინოტივის შემცირებას იწვევს. ზოგჯერ ფიონი იმდენად ძლიერია, რომ სახლებს სახურავებს აცლის და ნგრევას იწვევს დასახლებულ ადგილებში. იგი, აგრეთვე, თოვლის ძლიერი სწრაფი დნობის გამო მთების მდინარეების უეცარ ადიდებას და წყლის მოვარდნას იწვევს. საზოგადოდ კი, მთების ბუნებისა და მოსახლეობისათვის ფიონები სასარგებლოა: გაზაფხულზე იგი მთებში თოვლის დნობას აჩქარებს, შემოდგომაზე კი ცხელი ჰაერის ქროლვით ხორბლეულისა და ხილის უფრო სწრაფად დამწიფებას უწყობს ხელს. ალპების ზოგ მთიან რაიონში სიმინდისა და ყურძნის მოყვანა მხოლოდ ფიონის გამო არის შესაძლებელი.[7]

აღსანიშნავია აგრეთვე ძლიერი, ცივი და მშრალი, ჩვეულებრივ, რეგიონული ქარი — მისტრალი, რომელიც საფრანგეთში ქრის.

უხვი ატმოსფერული ნალექები, ჰაერის სინოტივე, თოვლისა და ყინულების მძლავრი დაგროვება წყლის არტერიების კვების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ და განსაზღვრავენ ალპების სიმდიდრეს შიდა წყლებით — მრავალრიცხოვანი წყაროებით, მქუხარე მთის ნაკადებითა და მდინარეებით, მცირე და დიდი ტბებით.[47][48]

ალპისპირა მხარეები

ალპების ჩრდილოეთით ვრცელდება დიდი ფიზიკურ-გეოგრაფიული ერთეულები, რომლებიც თავისი რელიეფის წარმოშობით მჭიდროდ არიან დაკავშირებული ალპებთან და ამიტომ განიხილებიან ალპისპირა ოლქებად. აღსანიშნავია: იურის მთები, შვეიცარიისა და ბავარიის ზეგნები.

იურის მთები

კლდოვანი ცირკი კრე-დიუ-ვანი. იურის მთები.
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : იურის მთები.

იურის მთები წარმოადგენს საფრანგეთის ალპების განშტოებას, რომელიც გეომორფოლოგიურად ცალკე საშუალო სიმაღლის ერთეულს წარმოადგენს და ალპებისაგან შვეიცარიის ზეგნითაა დაშორებული. შვეიცარიის და ბავარიის ზეგნები შედარებით დადაბლებულ ზოლში — ალპების წინამთის ჩაღუნვის ზონაში მდებარეობს. ერთი მხრით, მათ ესაზღვრება ალპები, მეორე მხრით, იურა და შუა ევროპის ჰერცინული ოლქი.

იურის მთები ახალგაზრდა ნაოჭა მთიანეთია, რომელიც წარმოიშვა ზედა მესამეულში, იმ დროს, როდესაც წინაალპების მოლასების და ალპების წინამთების დანაოჭება ხდებოდა. ჩაღუნვის ზონა ალპების ჩრდილოეთით ალპების მთიანეთის ამოწევის დროს წარმოიშვა. იგი ალპების გადარეცხვის და ნგრევის შედეგად წარმოშობილი და ჩამოტანილი წვრილი და მსხვილი ნამტვრევი მასალებით აივსო — იმავე მოლასებით, რომლებსაც აქ დანაოჭება არ განუცდიათ; გარდა ამისა, ივსებოდა მეოთხეულ ალპურ გამყინვარებათა ეპოქებში წარმოშობილი მორენული და ფლუვიოგლაციალური მძლავრი ნალექებით. იურა გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ პარალელური ქედების წყების სახით, რომელსაც ახალი მთვარის ფორმა აქვს — შუაში გაფართოებული, ბოლოებისაკენ წაწვეტილი და ჩაზნექილი სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ.

ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით იურა თავდება შვარცვალდის ბოლოსთან და დაშორებულია მისგან მდინარე რაინის ხეობით. იურის მთების რკალის სიგრძე დაახლოებით 300 კმ-მდეა, მისი უდიდესი სიგანე — 80 კმ-მდე. მაქსიმალური სიმაღლეს აღწევს აღმოსავლეთ ნაწილში (კრე-დე ლა-ნეჟი — 1725 მ). ქედი დასავლეთისაკენ დაბლდება, მაგრამ მთისძირთან მდებარე ზედა სონას აუზის ვაკეზე მაინც ამაღლებულია.

იურა გეოლოგიურად, წესიერად აგებული ნაოჭა მთების კლასიკური ქვეყანაა, სადაც ტექტონიკა სავსებით განსაზღვრავს რელიეფის ფორმებს, მისი ანტიკლინური ტიპის მთავარი ქედებითა და სინკლინურ მულდებში მდებარე მთავარი ხეობებით. იურის მთები დახრილია დასავლეთისაკენ. იგი განიცდიდა თანდათანობით ამოწევას, მდინარეები მიედინებოდნენ სინკლინებზე და იმავე დროს მიისწაფოდნენ მთის ძირთან მდებარე ვაკისაკენ, რისთვისაც იყენებდნენ ნაოჭების ღერძზე დადაბლებულ ადგილებს და ჭრიდნენ მათ ვიწრო განივ ხეობებში — კლუზებში. ასე წარმოიშვა იურასა და ზოგადად, ახალგაზრდა ნაოჭა მთებისათვის ტიპიური ხეობების გისოსებური სისტემა. ამავე დროს მდინარეული ეროზია ავითარებდა ანტიკლინური ქედების გვერდებში შეჭრილ შენაკადების განივ ხეობებს და მათთან დაკავშირებულ ზედა გასწვრივ ხეობებს (combes) იმ ანტიკლინების ზევით, რომლების თაღების გადარეცხავასაც აწარმოებდა. ამასთანავე წარმოიშობოდა ნაოჭების ფრთების სიმეტრიული თხემები, რომლებიც ქედების უმაღლეს ნაწილებს (cretes) შეადგენდა.

იურა ძირითადად აგებულია იურული ნალექების წყებისაგან, იურას გეოლოგიურმა სისტემამ თავისი სახელწოდება სწორედ იმ სახელწოდების მთებისაგან მიიღო, რომელიც თითქმის მთლიანად მისგან არის აგებული. მხოლოდ სინკლინებში მოიპოვება ცარცული და მესამეული შრეები. ქვედა იურა წარმოდგენილია რბილი მერგელოვანი შრეების წყებებით, ზედა იურა — მძლავრი მასიური კირვებით. ანტიკლინური ქედების გადარეცხვის გაძლიერება იწყება იქ, სადაც მდინარეები მერგელოვან წყებამდე იჭრება, რაც ხელს უწყობს ნაოჭების მყარი ფრთების გამოყოფას მონოკლინური თხემების სახით. პლიოცენში ჩამოყალიბებულ ახალგაზრდა იურის მთებში ამ პროცესმა ჯერ კიდევ ვერ მოასწრო შორს წასვლა. მიუხედავად ამისა, გასწვრივი, უფრო მაღლა მდებარე ზედა შენაკადების ანტიკლინური ხეობები — „კომბები“, მთავარ სინკლინურ ხეობებთან ერთად, არსებით როლს თამაშობენ მთების რელიეფის დანაწევრებაში.

იურის მთების პანორამა. კრე-დიუ-ვანი
იურის მთების პანორამა. კრე-დიუ-ვანი

იურის მთების სამხრეთ ნახევარში და მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ზოლში წარმოდგენილია ნაოჭა მთების კლასიკური წესიერი რელიეფი. მთების ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის რელიეფი სხვა ტიპისაა, იგი განსხვავდება „ქედიანი იურისაგან“, როგორც „პლატოსებური იურა“. აქ რელიეფი უფრო ერთფეროვან, მოგლუვებულ სახეს იღებს, ხეობების ქსელი გაცილებით უფრო იშვიათია, ჭარბობს ვრცელი პლატოები, რომლებზეც კარსტული ფორმებია განვითარებული და რომლებსაც ზოგან ვიწრო კანიონისებურ ხეობებში მდინარეები კვეთენ. პლატოები 1000-800 მ-დან 500 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს და ჩრდილო-დასავლეთით ეშვება მთელი რიგი საფეხურების სახით. „პლატოსებური იურის“ წარმოშობა ნაოჭების მეტი დამრეცობით აიხსნება და აგრეთვე იმითაც, რომ ამ რაიონში, ტექტონიკური პროცესების ნაკლებ ინტენსივობასთან ერთად, გადარეცხვა გაცილებით უფრო შორს წავიდა — თვით გაპენეპლენამდე. ამის შემდეგ მოხდა იურის მთელი მთიანი მხარის აწევა, მისი დასავლეთისაკენ დახრით და ეროზიის გაახალგაზრდებით. ამასთანავე წარმოიშვა საკმაოდ მნიშვნელოვანი განივი და გასწვრივი გარღვევები, შეცოცებები და ნასხლეტები, რომლებმაც საკმაოდ გაართულეს რელიეფის ტექტონიკა და საერთო სურათი, მაგრამ ნაოჭა მთების ძირითად ტიპს თავისი კლასიკურად მკაფიო გამოხატულება სავსებით შერჩა.

იურის მთების უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გამოიყოფა მცირე სიმაღლის „მაგიდისებური“ იურის განსაკუთრებული რაიონი, სადაც იურული ქანების ქვეშ განლაგებულია ჰერცინული კრისტალური მასივების მიწისქვეშა შვერილები, ამიტომაც მას დანაოჭება არ განუცდია, არამედ დასერილია რიგი რღვევებით, გარდა ამისა — მთლიანად ამოწეულია და ოდნავ დახრილია სამხრეთისაკენ.

ალპებიდან რონას ხეობაში დაშვებული ვეებერთელა მყინვარი, მაქსიმალური გამყინვარების დროს (რისული და მინდელური გამყინვარების ეპოქებში) გადადიოდა იურის სამხრეთ ნაწილზე, ფარავდა მას და მასზე მორენულ ნალექებს ტოვებდა. ეს მორენული თიხამიწები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამხრეთ იურის გრუნტებსა და ნიადაგებში, ზოგან ისინი ფარავენ წყალგაუმტარ კირქვებს, სინოტივის შენარჩუნებას და უფრო ნოყიერი ნიადაგებისა და მდიდარი მცენარეულობის განვითარებას უწყობენ ხელს. ჩრდილო-დასავლეთი ურის ქვიანი კირქვის კარსტული პლატოები ამ მხრით გაცილებით უფრო ღარიბია და ნაკლებად ნოყიერია.

შვეიცარიის ზეგანი

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : შვეიცარიის ზეგანი.
შვეიცარიის ზეგნის ერთ-ერთი მონაკვეთი. სურათზე გამოსახულია შვეიცარიის ზეგნის უმაღლესი წერტილი, ზღვის დონიდან, მთა ნაპფი (1408 მ), რომელიც უმეტესწილად აგებულია კონგლომერატებით. აღსანიშნავია, რომ ნაპფი, ვრცელდება ბერნისა და ლუცერნის კანტონების საზღვარზე.

ალპების მთების ძირში, ჩრდილოეთიდან იურის მთების რკალით შემოზღუდული თითქოს და მის მფარველობის ქვეშ მყოფი შვეიცარიის ზეგანი მდებარეობს. მისი სიგრძე დაახლოებით 250 კილომეტრია, სიგანე 50 კილომეტრამდე. საშუალო სიმაღლე 400-600 მ-მდე. ჩრდილო-აღმოსავლეთითა და სამხრეთ-დასავლეთით ის, თითქოს, ჩაკეტილია ორი დიდი — ბოდენისა და ჟენევის ტბებით. ზეგანი ძირითადად აგებულია მცირედ დისლოცირებული მესამეული მოლასებისაგან, რომლებიც დაფარულია მორენული და ფლუვიოგლაციალური ნალექებით — რიყით, ქვიშით, ქვიშაქვითა და თიხებით. დახრილია ჩრდილო-დასავლეთისაკენ და ამავე მიმართულებით მრავალი მდინარე კვეთს მას, ზოგი მათგანი ალპებიდან ჩამოედინება, ასეთია მაგალითად: აარე, როისი, ლიმატი და ზოგიერთი მათი შენაკადი. ყველა ისინი იურის მთისძირში მდებარე გასწვრივ განაპირა ღარტაფში იკრიბებიან და მდინარე აარეთი მიედინებიან რაინისაკენ, რომელთანაც შეერთებულია აგრეთვე ღარტაფში მდებარე ნევშატელისა და ბილის გრძელი ტბები. ზეგნის შუაში, უფრო ალპების კიდესთან ახლოს, აღმართულია მოლასებისაგან აგებული მთა ნაპფი (1408 მ), რომლის მწვერვალიდანაც სხვებისებურად ჩამოედინება მცირე მდინარეები; ამ მაღლობზე არ გავრცელებულა უკანასკნელი გამყინვარება, რომლითაც ზეგნის უმეტესი ნაწილი იყო მოცული. მისი სამხრეთ-დასავლეთ რაიონი საკმაოდ ერთფეროვან პლატოს წარმოადგენს, ჩრდილო-აღმოსავლეთი კი უფრო დანაწევრებულია ფართო (მყინვარების გამომუშავებული) ხეობებით, რომლებსაც წყალგამყოფი ქედები ჰყოფს; ზოგიერთ ხეობაში მდებარეობს ტბები, რომელთაგან მნიშვნელოვანია გრძელი და ღრმა ციურიხის ტბა.

შვეიცარიის ზეგნის ჰავა სამხრეთიდან გიგანტური კედლის მსგავსად აღმართული ალპების გავლენის ქვეშ იმყოფება და, საერთოდ, დიდი სინოტივითა და სიგრილით ხასიათდება. ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური ჯამი უდრის 800-1000 მმ-ს. ალპების სიახლოვეს ნალექიანობა იზრდება 1400 მმ-მდე.

ბავარიის ზეგანი

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ბავარიის ზეგანი.

ბოდენის ტბის აღმოსავლეთით გადაჭიმულია მეორე, უფრო ფართო, წინაალპის შვაბია-ბავარიის პლატო. ჩრდილოეთიდან მას შვაბიისა და ფრანკონიის იურის და ბოჰემიის მასივის სამხრეთი კიდეები ეკვრის. შუა ნაწილში ის მაქსიმალურად განიერია, დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილები კი უფრო ვიწროვდება. სამხრეთიდან პლატო შემოფარგლულია, თითქმის, სწორხაზოვანი ბავარიისა და ზალცბურგის ალპების კედლით. პლატოს მთელი ჩრდილო კიდის გასწვრივ, მეტწილად ფართო ხეობაში, მიედინება ზემო დუნაი. მას ერთვიან მდინარეები, რომლებიც პლატოს გადაკვეთენ, მათ შორის უდიდესნი (ილერი, ლეხი, იზარი, ინი) ალპებში იბადებიან, მათი შენაკედები და ღელეები კი პლატოს ბორცვიან მაღლობებზე იღებენ სათავეს.

აგებულებისა და რელიეფის ხასიათით ბავარიის პლატოს ბევრი რამ აქვს საერთო შვეიცარიის ზეგანთან. ძირითადად ისიც მოლასებისაგან არის აგებული, რომლებიც გამოსულია რაიონის ჩრდილო ზოლში ეროზიის მიერ გაშიშვლებულ წყალგამყოფ ქედებში. რაიონის სამხრეთი და დასავლეთი ნაწილების რელიეფშიც აგრეთვე დიდ როლს თამაშობენ ალპებიდან გამყინვარების დროს ჩამოტანილი ბოლომორენული რკალისებური სერები და ფლუვიოგლაციალური რიყეების ფართო მაღალი ტერასები, რომლებშიც მდინარეთა ხეობებია შეჭრილი. ამ ტერასებს შორის უძველესნი დაფარული არიან ლიოსისებური თიხამიწებით. უმეტეს განვითარებას მორენული ლანდშაფტი აღწევს დასავლეთ ნაწილში, ბოდენის ტბასთან, სადაც ვეებერთელა რაინის მყინვარი პლატოს ჩრდილო კიდემდე ჩამოდიოდა. ამ ადგილის აღმოსავლეთით მყინვარებს რაიონის მხოლოდ სამხრეთი ზოლი ეკავათ.

ბავარიის ზეგანზე ტბები გაცილებით უფრო ცოტაა, ვიდრე შვეიცარიის ზეგანზე. ბევრი ყოფილი ტბა მდინარეებმა უკვე დაცალეს და ისინი გადაქცეულან ნაწილობრივ დაჭაობებულ, ბოლომორენათი ამფითეატრით შემოზღუდულ ალუვიურ დადაბლებებად. შემორჩენილია რელიეფის რამდენადმე იმავე პირობებში მდებარე მცირე ტბა, სახელდობრ: ამერისა, ვურმისა და ხიმის ტბები. აქვე საკმაოდ ბევრი ტორფობია, მდინარეები პლატოს დასავლეთ ნახევარში მიედინებიან ჩრდილოეთისაკენ — ვიწრო მოლასურ სერებს შორის, რომლებიც დაფარულია რიყიანი ტერასებით. მდინარე ლეხის აღმოსავლეთით მდინარეები მარაოსებურად იშლებიან ჩრდილოეთისაკენ, წარმოშობენ უფრო იშვიათ ქსელს, ფართო, ლიოსით დაფარული ტერასებით.

ფლორა

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ალპების ფლორა.
ნაღველას ერთ-ერთი სახეობა.
ალპური მიხაკი.

ალპების ფლორა არცთუ ისე მდიდარი და თავისებურია, როგორც მოსალოდნელია ასეთი ვრცელი, მრავალნაირი გეოლოგური აგებულების, რელიეფისა და ჰავის მქონე ქვეყანაში. ალპების ფლორის შედარებით სიღარიბე და ნაკლები ორიგინალობა მძლავრი მეოთხეული გამყინვარებით აიხსნება, რომლებიც თითქმის მთლიანად ფარავდნენ მთიანეთს, რის შედეგადაც მცირე რამ თუ გადარჩდებოდა მისი წინანდელი ფლორიდან. ალპების დაპყრობა თანამედროვე მცენარეთა საფარის მიერ მხოლოდ უკანასკნელი გამყინვარების დამთავრების შემდეგ დაიწყო, იმ მცირე „თავშესაფრებიდან“ მთებსა და მის მიდამოებში, რომელიც არ იყო ყინულით დაფარული და სადაც შეიძლებოდა წინანდელი ფლორის ნაშთების გადარჩენა, უფრო მეტად კი — მეზობელი ოლქებიდან.

პირველ რიგში, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პლეისტოცენის განმავლობაში ალპები ერთ-ერთ ავანპოსტთაგანს წარმოადგენდა ჩრდილო აზიიდან ევროპაში შემოჭრილი ტაიგის ფლორის წიწვიანი ტყეებისათვის, რომლებმაც ხელსაყრელი კლიმატური პირობები პოვეს ალპებში. აქ ხარობს ტაიგის ფლორისათვის ფრიად დამახასიათებელი კომპლექსი მისი მთავარი წარმომადგენლებით, როგორიცაა ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, ლარიქსი, ციმბირის ფიჭვი. ამ მცენარეთა ევროპული სახეობები ან მათი გვარების სახესხვაობები, უდავოდ ჩრდილო აზიის უფრო ძველი ფორმებისგანაა წარმოშობილი, რომელთაგანაც ისინი მცირედ განსხვავდებიან. ტაიგის წიწვიანი მცენარეულობის კომპლექსებთან ერთად აქ გადმოვიდა და მტკიცედ მოიდგა ფეხი მისმა თანმხლებლებმა, ტაიგის ბალახებისა და ბუჩქბალახებისაგან შემდგარმა ქვეტყემ და, გარდა ამისა, — ციმბირის ფაუნის კომპლექსმა: მურა დათვმა, თეთრმა კურდღელმა, როჭომ, ტყის ქათამმა და სამთითა კოდალამ.

მთების კალთების მნიშვნელოვანი ნაწილი (უპირველეს ყოვლისა, მათი ქვემო და შუა ნაწილი) დაიპყრო დასავლეთი ევროპის ფლორისათვის დამახასიათებელმა ფართოფოთლიანმა ფოთოლცვენია ტყეებმამუხისა (ზამთრისა და ზაფხულის მუხების) და წიფლის სახეობებმა. მათთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებია ალპების უფრო თბილ სამხრეთ კალთებზე, სადაც წიფლის ტყე მაღლა მთებში აღწევს, ქვემოთ და ნაწილობრივ შუა კალთებზე კი მუხის და წიფლის ტყეები ჭარბობს. წიწვიანი ტყე აქ უკან იხევს, სამაგიეროდ ალპების უფრო ფართო, ჩრდილო კალთებზე ის ყველგან ხარობს და სავსებით გაბატონებულია ზედა ტყის ზოლში და ბევრ ადგილას ჩრდილო წინამთებზც კი ეშვება.

სამხრეთი ალპების წინამთის ზოლში, ზოგიერთ მზიან კალთებზე, საკმაოდ მაღლა აღწევს სრულებით სხვაგვარი — ხმელთაშუა ზღვის ფლორა. ის ნაწილობრივ შენარჩუნებულია სამხრეთი მთების უფრო დაცულ რაიონებში, უმთავრესად კი გავრცელებული და მთებში შორს შეჭრილი იყო თბილ და მშრალ პოსტგლაციალურ ეპოქაში. ქვევით, სამხრეთ წინამთებზე ხარობს ქვის მუხის ტყეები და მაკვისის რაყები, რომლებსაც ხშირად „გარიგის“ და ბუმბლიანი მუხის გაფანტული ბუჩქნარები და უამრავი, სხვა, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსათვის დამახასიათებელი, ბუჩქი და ბუჩქბალახი ცვლის.

ალპებში მეტი ორიგინალობა ახასიათებს მაღალი მთის მდელოებს, ნაზვავებისა და კლდეების „ალპურ“ ფლორას, მაგრამ ენდემური სახეები ამ ფლორაშიც მცირე რაოდენობითაა. ეს ფლორა მჭიდრო კავშირშია, უპირველეს ყოვლისა, მეზობლად მდებარე მთიანი ქვეყნების — აპენინების, პირენეების, კარპატების, შემდეგ კი უფრო შორეული არქტიკის ქვეყნების, კავკასიონის, ურალის, ალთაის და ჰიმალაის ფლორასთან.

ალპების მაღალი მთის ფლორის ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბდა უდავოდ იმ მცენარეებისაგან, რომლებიც აზიიდან შემოვიდნენ ორი გზით. მთავარი გზა გადიოდა მთების უწყვეტ ქედებზე, რომლებიც თვით პლეისტოცენამდე აერთებდა ალპებს ბალკანეთის ნახევარკუნძულსა და ეგეიდაზე გავლით, დასავლეთი და ცენტრალური აზიის მთებთან. მეორე იყო ჩრდილოეთის გზა, რომლითაც ვრცელდებოდა ურალისა და არქტიკის მცენარეები; ეს გზა არსებობდა დასავლეთი ევროპის გამყინვარების ეპოქებში, ჰავის ძლიერი გაცივების და ტუნდრისა და ტყე-ტუნდრის ფართოდ გავრცელების დროს.

ალპების მაღალი მთის ლანდშაფტებისათვის ძლიერ დამახასიათებელია პატარა, ლამაზყვავილებიანი შქერის ბუჩქის ორი სახეობა — Rhododendron ferrugineum და Rhododendron hirsutum. ალპური ხალიჩებისა და კლდეების დაბალი ბალახებიდან ტიპიურია აზიური წარმოშობის ფურისულების, ნაღველების, ფხიჭების (ლათ. Saxifraga), Pedicularis, Androsace-ს სახეობები. მეორე სახეობათა ჯგუფი — Crocus, Colchicum, Campanula, Helianthemum, Anthyllis, Sempervivum — თავისი გენეზისით ხმელთაშუა ზღვის ფლორას ეკუთვნის.

ალპების მაღალმთიან მცენარეთა ფორმაციებს ეკუთვნის ალპური მდელოები ანუ „მატები“, რომლებიც ცოტად თუ ბევრად ხშირი ისლისა და მარცვლოვანების კორდებით ხასიათდება. კერძოდ, ფართოდ, გავრცელებულია ისლიანი მდელოები, აგრეთვე მარცვლოვანი მდელოები. მეორე ტიპიურ ფორმაციათა ჯგუფს შეადგენს ალპური კორდები, ანუ „ხალიჩები“, მინიატურული მცენარეებით, რომლებიც დიდი, კაშკაშად შეფერადებული ყვავილებით ჰყვავიან. ასეთებია ნაღველები, ფურისულები, ბაიები, კონკიძველები, ზაფრანები, მაჩიტასებრნი, ასტრები და ბევრი სხვა. გამოირჩევა უფრო ნესტიანი, დადაბლებული „თოვლიანი ღარტაფები“, სადაც თოვლი უფრო დიდხანს რჩება.

ასეთი ადგილებისათვის დამახასიათებელია ჯუჯა ტირიფის გართხმული რაყები, და ალპური ბალახების ისეთი სახეობები, როგორიცაა Soldanella pusilla, Ranunculus alpestris, Cardamine alpina, Sibbalda procumbens, Veronica alpina და სხვ. ქვიან ნაზვავებზე და კლდეებზე განვითარებულია განსაკუთრებული ალპური ფორმაცია, რომლის მცენარეები ხშირად დაბალი ბალიშის მაგვარია და ან მცირე როზეტს ქმნის. ამათ ეკუთვნის ფხიჭების, ტკაცუნების სახეობები და აგრეთვე მთელი რიგი ლამაზყვავილიანი მცენარეები. კერძოდ, ყურადღებას იპყრობს ლურჯი გენციანების ბალიშების ლამაზი ფერების შეხამება; ღია ვარდისფერი ტკაცუნა და პატარა ცისფერი კონკიძველები. დიდ სიმაღლეებზე ქვიანი ადგილებისათვის ტიპიურია მყინვარისპირა ბაია.

ალპებში მცენარეულობის მთავარი ტიპებისა და ფორმაციათა ჯგუფების გავრცელება, უპირველეს ყოვლისა, ვერტიკალური ზონალობის კანონს ემორჩილება. მცენარეები თავსდებიან სიმაღლის გარკვეულ სარტყელში, საგრძნობლად განსხვავდება ალპების ჩრდილო და სამხრეთი კალთებისა და აგრეთვე სხვადასხვა რაიონის ფლორა, გარდა ამისა, თითოეულ რაიონში სხვადასხვა ექსპოზიციის კალთების მცენარეებიც განსხვავებული არიან. ფორმაციის თითოეულ ჯგუფს ეტყობა სიმაღლის ზონების მთელი ბუნებრივი კომპლექსის თავისებურებები. მთლიანობაში ალპებში გვხვდება მცენარეთა 4500 სახეობა, რომელთაგან 650 სახეობა ყვავილოვანი მცენარეა.

ფაუნა

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ალპების ფაუნა.

ალპებში ცხოველთა სამყარო მრავალფეროვანია. ფაუნის წარმომადგენლები შეგუებული არიან გარდამავალ ადგილებსა და ექსტრემალურ პირობებს. ქვედა ადგილებიდან დაწყებული მაღალმთიანი ზონებით დამთავრებული აქაური ველური ბუნება სიმაღლის მიხედვით ცვალებადია. ალპის მთები, რომელიც ცენტრალურ ევროპაში ვრცელდება და ამასთანავე ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი მთათა სისტემაა, გამორჩეულია თავისი ბიომრავალფეროვნებით.

ფაუნის ზოგიერთი წარმომადგენელი კარგად არის შეგუებული ალპურ რეგიონთან. ალპური თხა და არჩვი ბინადრობს კლდოვან ლანდშაფტებში. ერთი პერიოდი ალპური თხის გავრცელების არეალი მხოლოდ გრან-პარადიზოს ეროვნული პარკი იყო, ბოლო დროს კი რამდენიმე მეზობლად მდებარე რეგიონში გავრცელდა. აღსანიშნავია აგრეთვე კეთილშობილი ირემი. ზაზუნა იზამთრება მიწისქვეშეთში. რამდენიმე ეროვნული პარკი შექმნილია ადგილობრივი ფაუნის დასაცავად. ალპურ რეგიონებში განვითარებული სირთულეების გამო გადაშენდა ფაუნის რიგი წარმომადგენელი, თუმცა რამდენიმე ძვირფასი ცხოველთა სახეობა, მათ შორის ფოცხვერი, რუხი დათვი და ბატკანძერი წარმატებით არიან აღდგენილი ალპებში.[49]

ზღვის დონიდან 800-1900 მეტრამდე ჩლიქოსნებიდან აქ ბინადრობს შველი, შუაევროპული ირემი, გარეული ღორი, მტაცებლებიდან — მგელი, მელა, გარეული კატა, ქრცვინი, კვერნა, ყარყუმი, დედოფალა; იშვითად გვხვდება რუხი დათვი და ფოცხვერი. მღრღნელებიდან აღსანიშნავია: ციყვი, რუხი და თეთრი კურდღელი, ძულგუდები, თაგვისნაირი ცხოველები; ორნითოფაუნას ქმნიან: ყვავი, კოდალა, წიწკანა, როჭო, ტყის ქათამი, მეთხილია, სტვენია, ტბის თოლია და სხვ.[50]

სუბალპურ სარტყელში ე.ი. 2000 მეტრზე ზევით, გვხვდება ძლიერ დანაწევრებული რელიეფი. ცხოველებიდან უმეტესად გვხვდება არჩვი, ალპური თხა, ალპური ზაზუნა, მემინდვრია; ფრინველებიდან ალპური ჭკა, ჭილყვავი და სხვა.[50]

მწერებიდან მნიშვნელოვანია ალპური ხარაბუზა, რომელიც გვხვდება ზღვის დონიდან 1500 მეტრამდე, მთის ტყეებში.

ადამიანის გავლენა ალპურ გარემოზე

ალპებში მყოფი ადრინდელი მოგზაურები აღფრთოვანებული იყვნენ ალპის მთებში განცდილი სილამაზით და სწორედ მათი შთაგონებით გახდა ალპური რეგიონი პოპულარული. მასთან ერთად დაიწყო რეგიონის ზრდა, განვითარება. მრავალი ადამიანის ზემოქმედებამ გამოიწვია მტკიცე დეგრადაცია ალპურ გარემოზე, რომელიც დაიწყო XX საუკუნის შუა წლებიდან. ამან გამოიწვია ჰაერის გაჭუჭყიანება; მდინარეებისა და ტბების დაბინძურება; მყარი და ორგანული სხეულის ხარჯვის დემპინგი; კარიერული მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ქვების, ქვიშისა და ხრეშის ეროზია; გვერდითი ეროზია, რომელიც გამოიწვია გზებისა და სათხილამური დაქანების კონსტრუქციების აშენებამ; ანთროპოგენური წარმოშობის გამაღიზიანებელი ხმაურის გამოწვევა; დაბოლოს, ტყეებში მჟავე წვიმების დეფიციტი.[3]

ალპების უნიკალური ფლორა და ლანდშაფტები, რომელიც ესოდენ აოცებდა მოგზაურებს დროდადრო შეიცვალა. ამასთანავე, ყველაზე მეტად გარდაქმნა ლანდშაფტებმა განიცადეს. მდინარეთა მთავარი ხეობები გადაიქცა ბეტონისა და ასფალტის ხაზოვან აგლომერაციებად. ზრდა-განვითარებამ გამოიწვია აგრეთვე ატმოსფეროს სერიოზული დაბინძურება. განსაკუთრებით ეს გამოიხატება ქარხნების, სახლის სათბობებისა და ავტომანქნების გამონაბოლქვების სახით. მრავალი მსხვილი ალპური ქალაქი განიცდის ჰაერის ძლიერ ადგილობრივ დაბინძურებას.[3]

ისტორია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ალპების ისტორია.
კლდის მხატვრობას კამონიკას ხეობაში
„ეცტის“ მემორიალი

ალპებში ადამიანი დასახლდა პალეოლითში, 60,000-50,000 წლის წინ. შემორჩენილია ექსპონატები, რომელიც გამოხატულია საფრანგეთისა და ავსტრიის სხვადასხვა ადგილებში. ალპების მყინვარების უკანდახევის გამო, დაახლოებით 4,000-3,000 წლის წინ ხეობებში ჩასახლდა ნეოლითის ხალხი, რომლებიც ცხოვრობდნენ მღვიმეებში და პატარა დასახლებულ პუნქტებში; ზოგიერთი დასახლება აშენებული იყო ალპურ ტბებთან. ექსპონატები აღმოჩენილია ანესის ტბის რაიონში, ჟენევის ტბის სანაპიროზე, ავსტრიის მთებში და იტალიაში, აოსტისა და კამონიკას ხეობებში. ამ უკანასკნელ ხეობაში ნაპოვნია დაახლოებით 300,000 პეტროგლიფი.[51]

ალპებში ენეოლითის ხანის ადამიანის ყინულოვან მუმიას მიაკვლიეს 1991 წელს ეცტალის ალპებში, ავსტრიისა და იტალიის საზღვარზე[52] და უწოდეს „ეცტის ყინულის კაცი“. იგი ცხოვრობდა დაახლოებით 5,300 წლის წინ.[53] მუმია გადაიტანეს ინსბრუკის უნივერსიტეტში, სადაც იგი დასახელდა როგორც პირველყოფილი ადამიანი.[54]

კელტები დასახლდნენ საფრანგეთის, შვეიცარიისა და იტალიის შეხამების ადგილზე და აგრეთვე შეიჭრნენ აღმოსავლეთ შვეიცარიაში, კერძოდ, გრაუბიუნდენის ხეობებში. ჰალშტატში მიაკვლიეს კელტური კულტურის ყველაზე მსხვილ ადგილს. ჩვენი წელთაღრიცხვის 35 და 6 წლებში ალპურ რეგიონში თანდათანობითი ინტეგრირება განახორციელა რომის იმპერიამ, რომელმაც გააფართოვა კელტების ძველი სოფლები და გააშენა მრავალი ახალი ქალაქი. რომაელებმა გააუმჯობესეს წყლის მომარაგება, ააშენეს არენები და თეატრები.[3]

რომანიზებული კელტების მიწები დაიკავეს ძველმა გერმანულმა ტომებმა, რომლებიც შეიცავდნენ ბურგუნდებს, ალემანებსა და ლანგობარდებს. VIII-IX საუკუნეებში ალპური მიწები შევიდა კარლოს დიდის საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში. ვერდენის ხელშეკრულების ხარჯზე კარლოს დიდის იმპერია ურთიერთშორის გაინაწილეს მისმა შვილიშვილებმა. მთლიანობა, რომელიც დაბეგრილი იყო ალპებში მცხოვრები კელტების, რომაელებისა და ბარბაროსების მიერ დაიშალა შუა საუკუნეებში. ხეობები იზოლირებული იყო მეზობელი ხეობებისაგან, ხოლო დიდ ნაწილში თითოეულ ხეობაში მოსახლეობა ცალ-ცალკე ცხოვრობდა.

ალპებში მცხოვრები მოსახლეობის იზოლაცია დაირღვა ინდუსტრიული რევოლუციითა და ალპებში რკინიგზის შემოყვანით.[3]

ენები

ფრანგულ ენაზე ლაპარაკობენ დასავლეთ ალპებში, მათ შორის შვეიცარიის კანტონებში ვოსა და ვალეში და იტალიის ჩრდილოეთ-დასავლეთ მხარეში — ვალე-დ-აოსტაში. თუმცა ვალე-დ-აოსტაში ლაპარაკობენ როგორც ფრანგულად, ისე იტალიურად. ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს ფრანგულ-პროვანსულ დიალექტზე. ფრანგულ ენას აქ გააჩნია ოფიციალური სტატუსი. იტალიურ ენაზე ლაპარაკობენ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ალპებში, კერძოდ, იტალიაში და შვეიცარიის ტიჩინოს კანტონში. გერმანულად საუბრობენ შვეიცარიის ალპების ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში, საკუთრივ გერმანიასა და ავსტრიაში. გერმანულ ენაზე ლაპარაკობენ აგრეთვე იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ავტონომიურ პროვინციაში — ბოლცანოში. აქ მოსახლეობის დიდი ნაწილი გერმანული ენის ბავარიულ დიალექტზე საუბრობს, ხოლო 4% ლადინურად.[3]

ალპების მთავარი რელიგიაა კათოლიციზმი, თუმცა არსებობს რამდენიმე რეგიონი, სადაც გაბატონებულია პროტესტანტიზმი. ასეთებია შვეიცარიის კანტონები ვო და ბერნი. შვეიცარიის კანტონი გრაუბიუნდენი ალპებში გამორჩეულია ლინგვისტური და რელიგიური მრავალგვარობით, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 45% პროტესტანტია, ხოლო 50% კათოლიკე. 60% საუბრობს გერმანულ ენაზე, დაახლოებით 15% იტალიურად, ხოლო 20% რეტორომანულად.[3]

ეკონომიკა

სოფლის მეურნეობა

XIX საუკუნის შუა წლებამდე ალპების ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობა. საფრანგეთის, იტალიისა და დასავლეთ ავსტრიის ხეობებში შემორჩენილია სოფლის მეურნეობის დარგი, რომელიც გავრცელებულია პრივილეგიურ ადგილებში, მთავარ და გვერდით ხეობებში. შვეიცარიის მშრალი და ცხელი რონის ხეობა წარმოადგენს ხილისა და ბოსტნეული კულტურების გავრცელების ინტენსიურ ტერიტორიას, ამასთანავე არის ვენახის პლანტაციები.

ვალეს კანტონში ვისპის თავზე გაშენებულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარე ვენახები, რომელიც ვრცელდება ზღვის დონიდან 4250 მეტრზე. ვენახების სხვა პლანტაციებიდან აღსანიშნავია ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე ალტო-ადიჯეს რეგიონი, შვეიცარიის სამხრეთით მდებარე ტიჩინოს კანტონი და ალპების სამხრეთი რეგიონები.

სამთო მრეწველობა და წარმოება

ალპების თანამედროვე ეკონომიკა წარმოდგენილია სასარგებლო წიაღისეულების მრეწველობით, წარმოებით და განვითარებული ტურიზმით. წიაღისეულებიდან აღსანიშნავია: რკინის მადანი, ტყვია-თუთია, სპილენძი, ქვანახშირი, მანგანუმი, მურა ნახშირი და სხვ. სამთო მრეწველობა მომდინარეობს ნეოლითის დროიდან. რკინის მოპოვების მთავარი ცენტრია ერცბერგი, სადაც წიაღისეულის მოპოვება წარმოებს შუა საუკუნეებიდან. დიდი ფოლადის ქარხნები განლაგებულია აოსტაში და მურისა და მიურცის ხეობებში. ცელულოზა-ქაღალდის კომბინატები დაარსდა ავსტრიაში, აღმოსავლეთ ალპებში. აღსანიშნავია აგრეთვე ტექსტილისა და სპორტული საქონელის წარმოება, შესაბამისად, ავსტრიის რაინის ხეობასა და საფრანგეთის ანესის მხარეში.

შესწავლის ისტორია

შვეიცარიელი არისტოკრატი, ფიზიკოსი და ალპინისტი ორას ბენედიქტ დე სოსიური (1740—1799).

ალპებში მთის მწვერვალების მიმართ ინტერესი ჩაისახა XVIII-XIX საუკუნეებში. ორას ბენედიქტ დე სოსიურმა XVIII საუკუნეში ბოტანიკური გამოკვლევების მიზნით იმოგზაურა ალპებში. იგი იყო შვეიცარიელი ფიზიკოსი და ალპინიზმის ფუძემდებელი. 1773 წლიდან ალპებში ატარებდა გეოლოგიურ გამოკვლევებს, რის ხარჯზეც გამოარკვია რელიეფის თავისებურებანი. 1760 წელს პირველად მოინახულა საფრანგეთის კურორტი შამონი. მისი ინიციატივით 1786 წლის 8 აგვისტოს გლეხმა ჟაკ ბალმამ და ექიმმა მიშელ პაკარმა პირველად დაიპყრეს ალპების უმაღლესი მწვერვალი — მონბლანი (4808 მ). სოსიურმა თავადვე განახორციელა არაერთი ასვლა ალპის მთების მწვერვალებზე. იკვლევდა აგრეთვე მყინვარებს, ხოლო 1779-1796 წლებში ნაშრომის „ალპებში მოგზაურობა“ გამოსვლის შემდეგ საფუძველი ჩაეყარა გლაციოლოგიას. სოსიურმა ალპებში ჩაატარა მეტეოროლოგიური, გეოლოგიური და გლაციოლოგიური დაკვირვებები.

შვეიცარიაში გამოკვლევებს ატარებდა ჯეიმზ დევიდ ფორბზი. გეოლოგიურ დაკვირვებებს ხელი მოჰკიდა არნოლდ ეშერმა და ალბერტ ჰაიმმა, რომლებმაც ალპებში ჩაატარეს მნიშვნელოვანი გეოლოგიური გამოკვლევები.

1811 წელს მწვერვალი იუნგფრაუ (4158 მ) დაიპყრეს ძმებმა რუდოლფ და იერონიმ მაიერებმა. ერთი წლის შემდეგ ასვლა განხორციელდა ფინსტერაარჰორნზე. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე გოტლიბ სამუელ სტადერისა და პიერ-ჟან ედუარდ დესორის პიონერული დაკვირვებები ალპებში. პირველი ცნობილი ინგლისელი ალპინისტი, რომელიც ალპებში მოგზაურობდა იყო მარკ ბიუფოი, რომელმაც რიგით მეოთხეჯერ დაიპყრო მწვერვალი მონბლანი.

აღმოსავლეთ ალპებში მნიშვნელოვანი გამოკვლევები დაიწყო მას შემდეგ, რაც ასვლა განხორციელდა მწვერვალ გროსგლოკნორზე, 1800 წელს. 1855 წლის 1 აგვისტოს ინგლისელმა ჩარლზ ჰადსონმა ასვლა განახორციელა დიუფურის პიკზე.

მთამსვლელობას, ე.ი. ალპინიზმს საფუძველი სწორედ ალპებში ჩაეყარა, როდესაც ასვლა განხორციელდა მონბლანზე. ალპინიზმს იმთავითვე ორი მიმართულება მიეცა — წმინდა სპორტული და მეცნიერული, გამოყენებითი. ჟაკ ბალმისა და მიშელ-გაბრიელ პაკარის მონბლანზე ასვლის შემდეგ ალპინიზმი სწრაფად განვითარდა, შეიქმნა მთასვლელთა საგანგებო გაერთიანებანი — ალპური კლუბები.

ტურიზმი

კენიგსზეე, ბავარია.
ზამთრის ტურიზმი ალპებში.

ალპები ტურიზმის პოპულარული ადგილია. გაბატონებულია ზაფხულისა და ზამთრის ტურიზმი. დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით განვითარებულია ზამთრის სახეობების სპორტი (თხილამურები, სნოუბორდი, მარხილები და სხვ.). ზაფხულში ალპებში პოპულარულია ველოსიპედებით რბოლა, პარაპლანი და სხვ.; ტბებში აქტუალურია სერფინგი.

დასახლებული პუნქტებიდან აღსანიშნავია შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტი ცერმატი, სადაც განვითარებულია განსაკუთრებით თხილამურებზე კატაობა. ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია დავოსი, რომელიც ზღვის დონიდან 1560 მ სიმაღლეზე მდებარეობს. არაერთი საყოველთაოდ ცნობილი კურორტია თავმოყრილი იტალიის ალპებში.

ტბებიდან მნიშვნელოვანია: კომოს ტბა, გარდის ტბა, ჟენევის ტბა, ბოდენზეე და სხვ. რომლებიც წარმოადგენენ მნიშვნელოვან საკურორტო ადგილებს. ჟენევის ტბის ჩრდილოეთ მდებარე სანაპირო ხაზს პირობითად უწოდებენ შვეიცარიის რივიერას.

ტრანსპორტი

მონბლანის გვირაბი, იტალიური მხარე

ალპების უსწორმასწორო და ციცაბო ფერდობები წარმოადგენდა ტრანსპორტიზაცის დიდი ხნის ბარიერს. კელტების დროიდან დაწყებული დღემდე დამთავრებული ალპების უღელტეხილები იზოლირებული ხეობების დამაკავშირებელ არხებს წარმოადგენდნენ. გადასასვლელებმა ევოლუცია განიცადეს, თუკი უწინ უბრალო გზებს ქმნიდნენ, დღეისათვის ისინი წარმოდგენილი არიან მყარი საფრითა და მრავალრიცხოვანი მაგისტრალებით. ისეთი პუნქტები, როგორიცაა მაგალითად, კური აღმოსავლეთ შვეიცარიაში, წარმოადგენდა რეგიონში კოორდინაციულ ცენტრს მრავალრიცხოვანი გადასვლებისათვის, დასახლებული იყო ჯერ კიდევ 5000 წლის წინ. ცენტრალური შვეიცარიის კურორტი ანდერმატი მსგავს ვითარებაში ჩამოყალიბდა.[3]

რკინიგზებისა და მოგვიანებით ურელსო ტრანსპორტის ჩამოყალიბებით დასრულდა ალპების დიდი რეგიონების გამოყოფა. ალპებში გაყვანილია არაერთი სარკინიგზო და საავტომობილო გზა. შვეიცარიის ალპებში აღსანიშნავია: სიმპლონის გვირაბი, ალბულის გვირაბი, გოთარდის საბაზო გვირაბი და გოტარდის გვირაბი.

უღელტეხილები

ალპებში ასობით უღელტეხილია. არაერთი გადასასვლელის ქვეშ არის გაყვანილი საავტომობილო და სარკინიგზო გვირაბი.

ალპების ცნობილი უღელტეხილების სია
სახელი სიმაღლე ქედი სახელი სიმაღლე ქედი
დიდი სენ-ბერნარის უღელტეხილი 2,469 მ (8,100 ფტ) პენინის ალპები მცირე სენ-ბერნარის უღელტეხილი 2,188 მ (7,178 ფტ) გრაის ალპები
სიმპლონის უღელტეხილი 2,005 მ (6,578 ფტ) პენინის ალპები/ლეპონტის ალპები სენ-გოტარდის უღელტეხილი 2,108 მ (6,916 ფტ) ლეპონტის ალპები
სან-ბერნარდინოს უღელტეხილი 2,065 მ (6,775 ფტ) ლეპონტის ალპები ბრენერის უღელტეხილი 1,371 მ (4,498 ფტ) ეცტალის ალპები/ცილერტალის ალპები
მონ-სენის უღელტეხილი 2,083 მ (6,834 ფტ) კოტის ალპები/გრაის ალპები ტენდის უღელტეხილი 1,870 მ (6,135 ფტ) ზღვისპირა ალპები
ფრეჟიუსის უღელტეხილი 2,538 მ (8,327 ფტ) კოტის ალპები ბერნინის უღელტეხილი 2,328 მ (7,638 ფტ) ბერნინის ქედი
გრიმზელის უღელტეხილი 2,165 მ (7,103 ფტ) ბერნის ალპები გროსე-შაიდეგის უღელტეხილი 1,962 მ (6,437 ფტ) ბერნის ალპები
სელის უღელტეხილი 2,244 მ (7,362 ფტ) დოლომიტის ალპები კლაუზენის უღელტეხილი 1,948 მ (6,391 ფტ) შვეიცარიის ალპები
უმბრაილის უღელტეხილი 2,501 მ (8,205 ფტ) ორტლერის მასივი სეპტიმერის უღელტეხილი 2,310 მ (7,579 ფტ) შვეიცარიის ალპები
იუნგფრაუიოხის უღელტეხილი 3,471 მ (11,388 ფტ) ბერნის ალპები პანიქსის უღელტეხილი 2,407 მ (7,897 ფტ) გლარნის ალპები

საგზაო გვირაბები

მთავარი ქედი, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ:

სახელწოდება ადგილმდებარეობა ქვეყნები სიგრძე (კმ)
კოლ-დე-ტენდეს საგზაო გვირაბი ტენდეკუნეო საფრანგეთი, იტალია 3.2
ფრეჟიუსის საგზაო გვირაბი მოდანისუზა საფრანგეთი, იტალია 12.9
მონბლანის გვირაბი შამონიკურმაიორი საფრანგეთი, იტალია 11.6
დიდი სენ-ბერნარის გვირაბი მარტინიაოსტა შვეიცარია, იტალია 5.9
გოტარდის საგზაო გვირაბი გეშენენიაიროლო შვეიცარია 17
სან-ბერნარდინოს გვირაბი შპლიუგენიბელინცონა შვეიცარია 7.7
ფელბერტაუერნის გვირაბი მიტერზილილიენცი ავსტრია 5.3
ტაუერნის საგზაო გვირაბი ებენისანქტ-მიხელი ავსტრია 6.4

სარკინიგზო გადასასვლელები და გვირაბები

მთავარი ქედი, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ:

სახელწოდება ტიპი ადგილმდებარეობა ქვეყნები სიგრძე (კმ) სიმაღლე (მ)
კოლე დი კადიბონა უღელტეხილი სავონაჩევა იტალია 436
დე ტენდეს გვირაბი გვირაბი ტენდეკუნეო საფრანგეთი, იტალია 8.1
ფრეჟიუსის სარკინიგზო გვირაბი გვირაბი მოდანისუზა საფრანგეთი, იტალია 13.7
სიმპლონის გვირაბი გვირაბი ბრიგიდომოდოსოლა შვეიცარია, იტალია 19.8
ობერალპის უღელტეხილი უღელტეხილი ანდერმატიდისენტისი შვეიცარია 2044
გოტარდის სარკინიგზო გვირაბი გვირაბი გეშენენიაიროლო შვეიცარია 15
ბერნინის უღელტეხილი უღელტეხილი პონტრეზინატირანო შვეიცარია 2323
ბრენერის უღელტეხილი უღელტეხილი ინსბრუკიშტერცინგი ავსტრია, იტალია 1370
ტაუერნის გვირაბი გვირაბი ბად-გაშტაინიობერფელახი ავსტრია 8.6
შობერის უღელტეხილი უღელტეხილი ლიცენილეობენი ავსტრია 849
პრებიჩლის უღელტეხილი უღელტეხილი აიზენერცილეობენი ავსტრია 1204
ზემერინგის უღელტეხილი გვირაბი გლოგნიციმიურცუშლაგი ავსტრია 1.5 965

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

  • Penck A., Brückner Е., Die Alpen im Eiszeitalter, Bd 1 — 3, Lpz.,1909;
  • Machatschek, F., Die Alpen, Leipzig, 1916;
  • Heim A., Geologie der Schweiz, Bd 1 — 2, Lpz., 1921 — 22;
  • Kober L., Bau und Entstehung der Alpen, Berlin., 1923;
  • Penck A., Das Antlitz der Alpen (Die Naturwissenschaft) 1924;
  • Staub R., Der Bau der Alpen., 1924;
  • Sölch j., Das Formenbild der Alpen., 1925;
  • Martonne Е. de, Les Alpes, P., 1926;
  • Richter M., Morphologie und junge Bewegungen beiderseits vom nördlichen Alpenrand., 1932;
  • Blanchard R., Les Alpes occidentales, t. 1 — 7, P., 1938 — 56;
  • Vanili М., Le Alpi, Torino, 1946;
  • Godefroy R., La nature alpine. Exposé de géographic physique, 2 ed. P., 1948;
  • Kraus Е., Die Baugeschichte der Alpen, Bd 1 — 2, В., 1951.
  • Мартонн Э., Центральная Европа, пер. с франц.. М., 1938;
  • Добрынин Б. Ф., физическая география Западной Европы, М., 1948;
  • Белоусов В. В., Гзовский М. В., Горячев А. В., О структуре Восточных Альп в связи с некоторыми общими тектоническими представлениями, "Бюлл. * Московского общества испытателей природы. Новая серия", 1951, т. 26, в. 1;
  • Хуттенлохер Х. Ф., Оруденение Западных Альп, его временная и пространственная классификация, в сб.: Рудные регенерированные месторождения, пер. с нем., франц., польск., М., 1957;
  • Тектоника Европы. Объяснительная записка к Международной тектонической карте Европы, М., 1964;
  • Трюмпи Р., Тектоническое развитие Центральных и Западных Альп, в сб.: Тектоника Альпийской области, М., 1965;

სქოლიო

  1. ალპების მთათა სისტემა. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია.
  2. The Caucasus mountains, which include higher peaks than Mont Blanc, are included on many political maps of Europe, although the case can be made that they are geographically and culturally more Asian than European. Excluding the Caucasus, Mont Blanc is the highest summit in Europe.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 3.8 ალპები. ენციკლოპედია ბრიტანიკა.
  4. 4.0 4.1 Поспелов Е.М.. Географические названия мира (Топонимический словарь). Москва, Россия: русские словари, გვ. 503 М. 1998. ISBN 5-89216-029-7. 
  5. Frederic Mistral, Lou Tresor dóu Felibrige: "AUP, ALP: Alpe, haute montagne particulièrement propre à faire paître les troupeaux", high mountain particularly suited for grazing herds.
  6. Jacob Grimm, Deutsches Wörterbuch, s.v. "Albe", "Alpe". The original meaning being "white" (in reference to the permanent snow. The term may be common Italo-Celtic, since Celtic languages also have terms for high mountains derived from alp. German Alpen is the accusative in origin, but was made the nominative in Modern German, whence also Alm.
  7. 7.00 7.01 7.02 7.03 7.04 7.05 7.06 7.07 7.08 7.09 7.10 დობრინინი ბ.. დასავლეთი ევროპის ფიზიკური გეოგრაფია. თბილისი, საქ.: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 234-279 თბ. 1953. 
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 ალპების გეოლოგიურ-გეომორფოლოგიური დახასიათება. Mountain Research and Developmen.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 9.7 Takeshi Uemura; Shinjiro Mizutani. Geological Structures. Chichester ; Toronto : J. Wiley, გვ. 309, Toronto., 1984. 
  10. Der Rhein ist kürzer als gedacht – Jahrhundert-Irrtum (German). sueddeutsche.de (28 March 2010). წაკითხვის თარიღი: 27 March 2010.
  11. Rhine River 90km shorter than everyone thinks. The Local – Germany's news in English (27 March 2010). წაკითხვის თარიღი: 9 April 2010.
  12. Bundesministerium für Umwelt, Naturschutz und Reaktorsicherheit: Hydrologischer Atlas von Deutschland, Freiburg i. Br. 2003
  13. მდინარე რონა/დახასიათება. წაკითხვის თარიღი: 04/01/2012.
  14. Die Angaben zur Flusslänge beruhen auf den Informationen über die, abgerufen am 6. Oktober 2010, gerundet auf volle Kilometer.
  15. A reference river system for the Alps: the ‘Fiume Tagliamento’.
  16. ლაგო-მაჯორეს ტბა. ოფიციალური ვებ-გვერდი.
  17. 17.0 17.1 17.2 ლაგო-მაჯორეს ტბა. ენციკლოპედია ბრიტანიკა.
  18. John Ball, The Alpine Guide, Central Alps, p. 306
  19. Laghi italiani. Istituto Italiano di Idrobiologia. წაკითხვის თარიღი: 2006-11-17.
  20. Lake Como holidays, inghams.com, April 20, 2010
  21. 2006 Kiteboard Pro World Tour event, Lake Como, Italiaspeed.com, June 6, 2006
  22. Highonadventure.com
  23. Eugenio Turri. Il lago di Garda. Novara : Istituto geografico De Agostini, გვ. 64. 1978. 
  24. 24.0 24.1 Historic Dictionary of Switzerland - Lake Lugano. წაკითხვის თარიღი: 2008-11-23. (იტალიური)
  25. Escher-Vetter, H. Energy balance calculations from five years' meteorological records at Vernagtferner, Ötztal Alps:. Zeitschrift für Gletscherkunde und Glazialgeologie, გვ. 397-402., 1985. 
  26. Gross, G. Der Flachenverlust der Gletscher in Österreich 1850-1920-1969 [Areal losses of the glaciers in the Austrian Alps 1850-1920-1969:. Zeitschrift für Gletscherkunde und Glazialgeologie, გვ. 131-141., 1987. 
  27. Gross, G., Kerschner, H., and Patzelt, G.,. Methodische Untersuchungen über die Schneegrenze in Gletscher-gebieten [Systematic research on the in Alpine glacier regions]:. Zeitschrift für Gletscherkunde und Glazialgeologie, გვ. 223-251., 1977. 
  28. Hoinkes, H.. Surges of the Vernagtferner in the Ötztal Alps since 1599:. Canadian Journal of Ea r th Sciences, გვ. 853-861., 1969. 
  29. Kuhn, M.,. Climate and glaciers, in Sea level, ice, and climatic change:. International Association of Hydrological Sciences Publication, გვ. 3-­20., 1981. 
  30. Kuhn, M., Markl, G., Kaser, G., Nickus, U., Obleitner, F., and Schneider, H.,. Fluctuations of climate and mass balance: Different responses of two adjacent glaciers:. Zeitschrift für Gletscherkunde und Glazialgeologie, გვ. 409-416., 1985. 
  31. Oerter, H., Reinwarth, O., Rufli, H.. Core drilling through a temperate Alpine glacier (Vernagtferner, Ötztal Alps) in 1979:. Zeitschrift fir Gletscherkunde und Glazialgeologie, გვ. 1-11., 1982. 
  32. Patzelt, G.,. Die neuzeitlichen Gletscherschwankungen in der Venedigergruppe [Recent glacier variations in the Venedigergruppe] (Hohe Tauern, Ostalpen).  : Zeitschrift fir Gletscherkunde und Glazialgeologie,, გვ. 5-57., 1973. 
  33. Richter, E.,. Die Gletscher der Ostalpen [The glaciers of the eastern alps]. Engelhorn, Stuttgart, გვ. 306., 1988. 
  34. Rott, H.,. Analyze der Schneeflachen auf Gletschern der Tiroler Zentral-alpen aus Landsat-Bildern [Analysis of snow areas on glaciers of the central alpine Tyrol using Landsat imageryl. Zeitschrift für Gletscherkunde und Glazialgeologie, გვ. 1-28., 1977. 
  35. Rott, H., Domik, G., Mätzler, C., and Miller, H.,. Towards a SAR system for snow and land ice applications:. Italy,: Proceedings of shop on Thematic Applications of SAR Data, გვ. 29-39., 1985. 
  36. Aellen, M.,. Les variations récentes des glaciers des Alpes Suisses [Recent variations of glaciers of the Swiss Alps]. Geografia Fisica e Dinamica Quaternaria, გვ. 73-82., 1985. 
  37. Alean, J.,. Ice avalanches: Some empirical information about their national Association of Hydrological Sciences (IAHS) and United formation and reach. Journal of Glaciology, გვ. 324-333., 1985. 
  38. Grob, R.,. Geschichte der Schweizerischen Kartographie [History of Swiss mapping]. Bern, Kümmerly and Frey, გვ. 194., 1941. 
  39. Haeberli, W., Alean, J.-C., Muller, P., and Funk, M.,. Assessing risks from glacier hazards in high mountain regions: Some experiences in the Swiss Alps. Annals of Glaciology, გვ. 96-102., 1989. 
  40. Haeberli, W., Schmid, W., and Wagenbach, D.,. On the geometry, flow and age of firn and ice at the Colle Gnifetti core drilling site (Monte Rosa, Swiss Alps). Zeitschrift für Gletscherkunde und Glazialgeologie, გვ. 1-19., 1988. 
  41. Muller, F., Caflisch, T., and Muller, G.,. Firn and Eis der Schweizer Alpen [Firn and ice in the Swiss Alps]. Glacier inven tory: Zürich, Geographisches Institut ETH, Publication, გვ. 57-174., 1976. 
  42. Jouzel, J., and others,. Chronologie d'un carottage de 20 m au col du Dome (Massif du Mt. Blanc) [Chronology of a core sample in the Col du Dome (Mt. Blanc area)]. La Houille Blanch, გვ. 491-497., 1984. 
  43. Letréguilly, A.,. Bilans de masse des Glaciers Alpins: Méthodes de mesures et repartition spatio-temporelle [Glacial mass balance of the Alpine glaciers. Methodology and spatio-temporal distribution]: unpublished Third Cycle thesis, University of Grenoble,, გვ. 1984. 
  44. Reynaud, L., Vallon, M., and Letréguilly A.,. Mass balance measurements: Problems and two new methods of determining variations. Journal of Glaciology, გვ. 446-454., 1986. 
  45. Vallon, M., and Leiva, J.-C.,. Bilans de masse et fluctuations récentes du Glacier de Saint-Sorlin, Alpes Françaises [Mass balance and recent fluctuations of Saint-Sorlin Glacier, French Alps]. Zeitschrift für Gletscherkunde und Glazialgeologie, გვ. 143-167., 1982. 
  46. Reynaud, L., Vallon, M., Carle, C.. Analyse et synthèse des mesures glaciologiques effectuées sur le glacier de Gébroulaz, massif de la Vanoise [Analysis and synthesis of glaciological measurements made on the Gébroulaz Glacier, Vanoise massif. Travaux scientifiques du Parc National de la Vanoise, გვ. 9-29., 1983. 
  47. ალპები, სექცია კლიმატი. ენციკლოპედია ბრიტანიკა.
  48. Climate change in the Alps: Impacts and natural hazards.
  49. ალპები, სექცია მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო. ენციკლოპედია ბრიტანიკა.
  50. 50.0 50.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 322-323, თბ., 1975 წელი.
  51. Introduzione all'arte rupestre della Valcamonica su Archeocamuni.it (Italian). წაკითხვის თარიღი: 11 maggio 2009.
  52. James Neill (last updated 27 October 2004), Otzi, the 5,300 Year Old Iceman from the Alps: Pictures & Information, http://www.wilderdom.com/evolution/OtziIcemanAlpsPictures.htm, წაკითხულია: 8 March 2007 
  53. Norman Hammond (21 February 2005), "Iceman was wearing 'earliest snowshoes'", The Times, http://www.timesonline.co.uk/tol/life_and_style/court_and_social/article516866.ece 
  54. Description of the recovery at the museum site.