არნოლდ ეშერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არნოლდ ეშერი
დაბ. თარიღი 8 ივნისი 1807
დაბ. ადგილი ციურიხი, შვეიცარია
გარდ. თარიღი 12 ივლისი 1872
გარდ. ადგილი ციურიხი, შვეიცარია
სამეცნიერო სფერო გეოლოგია

არნოლდ ეშერი (Arnold Escher von der Linth; დ. 8 ივნისი, 1807, ციურიხი — გ. 12 ივლისი, 1872, ციურიხი) — შვეიცარიელი გეოლოგი. ჰანს კონრად ეშერ ფონ დერ ლინთის (1767-1823) შვილი.

დაიბადა და გაიზარდა ქალაქ ციურიხში. 1825-1827 წლებში სწავლობდა ჟენევის, ხოლო 1827-1828 წლებში ციურიხის უნივერსიტეტებში. კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაეშურა გერმანიაში, ავსტრიასა და იტალიაში. 1856-1872 წლებში იყო ციურიხის უნივერსიტეტის გეოლოგიის პროფესორი. ალპების გეოლოგიის კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელია. არნოლდ ეშერმა შექმნა შვეიცარიის ალპების გეოლოგიური რუკა. პირველმა აღწერა ალბის მთები, რომელსაც უწოდა კონგლომერატი. კოლეგასთან ერთად 1855-1870 წლებში მოგზაურობდა ალპებში. პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გარდა ეშერი დაკავებული იყო მთამსვლელობით.

1842 წლის 8 აგვისტოს დაიპყრო მწვერვალი ლაუტერაარჰორნი (4042 მ). მისი მოწაფე იყო ალპების გეოლოგიის ცნობილი მკვლევარი ალბერტ ჰაიმი (1849-1937). ეშერის სახელობისაა მწვერვალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]