ივნისი
ვიკიპედიიდან
| << | ივნისი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | |||||
| 2009 | ||||||
ივნისი (ლათ. Junius) არის გრიგორიანული კალენდრის მეექვსე თვე. ივნისში 30 დღეა.
სახელი ეწოდა ცის კაბადონისა და ქორწინების ღვთაების, იუპიტერის ცოლის, იუნონას მიხედვით. ძველი ქართული წარმართული კალენდრით — მარიალისა. ხალხური სახელწოდებანია თიბათვე და ივანობისთვე.
ივნისი არის ზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზამთრისა — სამხრეთ ნახევარსფეროში. მზებუდობის ერთ-ერთი დღე ივნისზე მოდის.
ივნისის ზოდიაქოს ნიშნებია მარჩბივი და კირჩხიბი.
არც ერთი თვე არ იწყება კვირის იმ დღით, რითაც ივნისი.
[რედაქტირება] ივნისის მოვლენები
- ივნისის პირველი ორშაბათი ირლანდიის რესპუბლიკის ერთ-ერთი სახალხო დღესასწაულია (გამოსაშვები დღე). ირლანდიურ კალენდარში ამ თვეს ჰქვია Meitheamh და ზაფხულის სეზონის შუა თვეა.
- ბუნიობა, რომელსაც ჩრდ. ნახევარსფეროში „ზაფხული ბუნიობა“, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში „ზამთრის ბუნიობა“ ჰქვია ხდება 20-22 ივნისს.
- შუაზაფხულს ზეიმობენ შვედეთში ივნისის მესამე პარასკევს.
- სკოლებში ამ თვეს ზაფხულის არდადეგები იწყება.
- მამის დღეს აღნიშნავენ ბელგიაში ივნისის მეორე კვირადღეს; აშშ-ში, ბრიტანეთში, ნიდერლანდში, ირლანდიასა და კანადაში ის ივნისის მესამე კვირადღეზე მოდის.
- გეი-პრაიდის აღნიშვნის ღონისძიებები ტარდება მრავალ ქვეყანაში სტოუნუოლის არეულობების წლისთავის აღსანიშნავად.
- ბუმსდეი აღნიშნება ირლანდიასა და მსოფლიოს სხვა ინგლ.-ენოვან ქვეყნებში 16 ივნისს ჯეიმს ჯოისის „ულისეს“ ფანების მიერ.
- დროში დღე შვედეთში (6 ივნისი), აშშ-ში (14 ივნისი), დანიაში (15 ივნისი), არგენტინაში (20 ივნისი) და რუმინეთში (26 ივნისი).
- მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება 9 ივნისს.
- ენ-ბი-ეი (აშშ-ის ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია) პლეიოფები და ფინალური თამაშები იწყება.
- ფილიპინების დამოუკიდებლობის დღე — 12 ივნისი.
[რედაქტირება] იხილეთ სხვა თვეები
| იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი |