1 აგვისტო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | აგვისტო | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
| 2013 | ||||||
1 აგვისტო არის გრიგორიანული კალენდრის 213-ე დღე (ნაკიან წლებში – 214-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 152 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- ძვ. წ. 30 : ოქტავიანე (მოგვიანებით ცნობილი როგორც ავგუსტუსი) ალექსანდრიაში, ეგვიპტე, შედის და მას რომის რესპუბლიკის დაქვემდებარებაში აქცევს.
- 527 : იუსტინიანე I ბიზანტიის იმპერატორი ხდება.
- 1291 : შვეიცარიის კონფედერაცია ჩამოყალიბდა.
- 1461 : ედუარდ IV ინგლისის მეფე ხდება.
- 1492 : ფერდინანდი და იზაბელას ბრძანებით ებრაელები ესპანეთიდან გაყარეს.
- 1498 : ქრისტეფორე კოლუმბი პირველი ევროპელი გახდა, რომელმაც ვენესუელა იხილა.
- 1619 : პირველი აფრიკელი მონები ჩამოიყვანეს ჯეიმსტაუნში, ვირჯინია.
- 1664 : გოტჰარდის ბრძოლაში ავსტრიის არმია რაიმონდო მონტეკუკოლის მეთუარობით ამარცხებს ოსმალეთის იმპერიას.
- 1774 : კარლ ვილჰელმმა და ჯოსეფ პრისტლიმ აღმოაჩინეს ელემენტი ჟანგბადი.
- 1798 : ნილოსის ბრძოლა იწყება საფრანგეთისა და ბრიტანეთის ფლოტს შორის.
- 1800 : იუნიონის აქტით დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფოები გაერთიანდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოდ.
- 1831 : ლონდონ ბრიჯი იხსნება.
- 1834 : ბრიტანეთის იმპერიაში მონობა გადავარდა.
- 1843 : გამოიცა ამერიკის კონტინენტის პირველი საფოსტო მარკა ”ხარის თვალები”, ბრაზილია.
- 1876 : კოლორადო აშშ-ის 38-ე შტატი ხდება.
- 1902 : აშშ საფრანგეთისგან პანამის არხზე უფლებებს ყიდულობს.
- 1914 : პირველი მსოფლიო ომი - გერმანიამ ომი გამოუცხადა რუსეთს.
- 1936 : ბერლინში დაიწყო მე-11 ოლიმპიური თამაშები.
- 1941 : გამოვიდა პირველი ჯიპი.
- 1960 : ბენინმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა საფრანგეთისაგან.
- 1967 : ისრაელი აღმოსავლეთ იერუსალიმის ანექსიას ახდენს.
- 1981 : ემ-ტი-ვის პირველი გადაცემა გავიდა ეთერში. პირველი კლიპი იყო ბაგლზის "Video Killed The Radio Star".
- 2005 : გერმანულის დამწერლობის რეფორმა ფორმალურად ძალაში შევიდა.
- 2007 : წყალდიდობამ ინდოეთსა და ბანგლადეშში მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.
- 2007 : პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამოავლინეს მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება.
- 2008 : მზის სრული დაბნელების ხილვა გახდა შესაძლებელი ჩრდილოეთი კანადის, გრენლანდიის, ცენტრალური რუსეთის, აღმ. ყაზახეთის, დას. მონღოლეთისა და ჩინეთის მცხოვრებთათვის.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- ძვ. წ. 10 : კლავდიუსი - რომის იმპერატორი
- 126 : პერტინაქსი - რომის იმპერატორი
- 1313 : კოგონი - იაპონიის იმპერატორი
- 1377 : გო-კომაცუ - იაპონიის იმპერატორი
- 1545 : მელვილი, ენდრიუ - შოტლანდიელი თეოლოგი და რელიგიის რეფორმატორი
- 1818 : მიტჩელი მარია - ამერიკელი ასტრონომი
- 1819 : მელვილი, ჰერმან - ამერიკელი მწერალი (გ.1891)
- 1885 : დე ჰევესი, ჯორჯი - უნგრელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 1924 : ჩარპაკი, გეორგეს - უკრაინული წარმოშობის ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 1925 : ჯუღელი, მედეა - ქართველი სპორტსმენი
- 1929 : აბაშიძე, ლეილა - ქართველი კინომსახიობი
- 1984 : შვაინშტაიგერი, ბასტიან - გერმანელი ფეხბურთელი
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 527: იუსტინე I - ბიზანტიის იმპერატორი;
- 1137 : ლუი VI - საფრანგეთის მეფე (დ.1081)
- 1464 : დე მედიჩი, კოზიმო - ფლორენციის მმართველი (დ.1386)
- 1541 : გრინეუსი, სიმონ - გერმანელი თეოლოგი
- 1714 : ანა - დიდი ბრიტანეთის პირველი მეფე
- 1913 : უკრაინკა, ლესია - უკრაინელი პოეტი
- 1970 : ვარბურგი, ოტო ჰაინრიხ - გერმანელი ფიზიკოსი და ფიზიოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 2005 : ფაჰდი - საუდის არაბეთის მეფე
- 2009 : 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი და აზიის პირველი პრეზიდენტი ქალი კორასონ აკინო.
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- ღირსი მაკრინე
- ღირსი დიოსი
- აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა სერაფიმ საროველისა, საკვირველთმოქმედისა
- აგრეთვე:
- ბარბადოსი, ტრინიდადი და ტობაგო : განთავისუფლების დღე
- ბენინი : ეროვნული დღე
- კონგოს რესპუბლიკა : მშობელთა დღე
- ლიბანი : ჯარის დღე
- ნიკარაგუა : ფიესტას დღე
- შვეიცარია : ეროვნული დღე
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |
სტატიის