მერ-დე-გლასი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| ფრანგ. Mer de Glace | |
| კოორდინატები:
/ |
|
| ტიპი | ხეობის მყინვარი |
| მდებარეობა | ალპები, |
| ფართობი | 33,1 კმ² |
| სიგრძე | 12.3 კმ |
| მდგომარეობა | პულსაციური |
მერ-დე-გლასი (ფრანგ. Mer de Glace) — ხეობის ტიპის მყინვარი ალპებში, მონბლანის მასივის ჩრდილოეთ კალთაზე (საფრანგეთი), 1150-4200 მ სიმაღლეზე. სიგრძე 12.3 კმ, ფართობი 33,1 კვ.კმ. ფირნის ხაზი გადის 2920 მ-ზე. წარმოიქმნება ყინულის ოთხი ნაკადის შეერთებით. მყინვარი თანდათან მცირდება (უკანასკნელი 80 წლის მანძილზე მისი ფართობი 23%-ით შემცირდა). მყინვარის დეგრადაცია უკანასკნელ წლებშიც შეინიშნება. თუ გასული საუკუნის 1970-1980 წწ. მყინვარის სიგრძე 15 კმ-ს უდრიდა, დღეისათვის მისმა სიგრძემ რამდენიმე კილომეტრით დაიკლო.
ქართულად მერ-დე-გლასი ითარგმნება როგორც „ყინულის ზღვა“.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 586, თბ., 1983 წელი.
- Войтковский К.Ф. Основы гляциологии, Наука, М., 1999.