შვარცვალდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შვარცვალდი გერმანიის რელიეფურ რუკაზე

შვარცვალდი (გერმ. Schwarzwald) — პატარა ტყიანი მასივი ბადენ-ვიურტემბერგის მიწაზე, გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით. დასავლეთით და სამხრეთით ის საზღვრავს რაინის ხეობას და იკავებს სამკუთხედის ფორმის ტერიტორიას.

შვარცვალდი ”შავ ტყეს” ნიშნავს, აქ გავრცელებული მუქწიწვოვანი ტყის ფერიდან გამომდინარე. ამ კუთხის უმაღლესი მწვერვალია ფელდბერგი 1,493 მ. სიმაღლით. აქ არაერთი სოფელი და კეთილმოწყობილი კურორტია მინერალური წყლებითა და სათხილამურე ბაზებით. შვარცვალდის ტერიტორიაზე მდებარეობს გერმანიის ყველაზე მაღალი ჩანჩქერები - ტრიბერგის და ყოველი წმინდას. აქვეა მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც ნაჩვენებია XVI-XVII სს. შვარცვალდში არსებული ყოფა-ცხოვრება. სწორედ შავი მთებიდან იღებს სათავეს სიგრძით ევროპის მეორე მდინარე დუნაი, რომელიც შავ ზღვაში ჩაედინება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]