მთიანეთი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მთიანეთი, მთიანი მხარე, მთათა სისტემა, დედამიწის ზედაპირის ვრცელი არეალი, რომელიც გამორჩეულად არის აღმართული მიმდებარე დაბლობებთან შედარებით და ახასიათებს სიმაღლეთა მკვეთრი ცვლილებები. როგორც წესი, მთიანეთი ფორმირდება ტექტონიკური განვითარების ერთიანი ეტაპის შედეგად და შედგება რამდენიმე მთიანი სისტემისაგან, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სტრუქტურით და გარეგნული სახით.
მთიანეთი მოიცავს ზეგნებს, მთებს, ქედებს და ხეობებს. მთიანეთი შეიძლება გადაჭიმული იყოს რამდენიმე ასეულ და ათასეულ კილომეტრზე და ჰქონდეს რთული კონფიგურაცია.
მსოფლიოს მნიშვნელოვანი მთიანეთები
| მთიანეთი | მაქს. სიმაღლე (მ) | მწვერვალი | |
| 1 | ჰიმალაი | 8848 | ევერესტი |
| 2 | ყარაყორუმი | 8611 | ჩოგორი |
| 3 | კუნლუნი | 7723 | ულუგ-მუსტაგი |
| 4 | ჰინდუქუში | 7708 | ტირიჩმირი |
| 5 | პამირი | 7495 | ისმაილ სამანის პიკი |
| 6 | ტიან-შანი | 7439 | გამარჯვების პიკი |
| 7 | ანდები | 6960 | აკონკაგუა |
| 8 | კორდილიერები | 6194 | მაკ-კინლი |
| 9 | აფრიკის პლატო | 5895 | კილიმანჯარო |
| 10 | კავკასიონი | 5642 | იალბუზი |
| 12 | ალპები | 4807 | მონბლანი |
| 11 | ავსტრალიის ალპები | 2228 | კოსციუშკო |
სხვა მთიანი სისტემები:
- არდენები
- ალთაი
- აპენინები
- დოლომიტები
- ვოგეზები
- იურა
- კარპატები
- კლდოვანი მთები
- მადნიანი მთები
- პირენეები
- სტარა პლანინა
- სუდეტები
- ტატრები
- ურალი
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 668, თბ., 1983 წელი.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||