კალაპოტი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კალაპოტი, ხეობის ნაწილი, რომელიც წყლის ნაკადს უკავია. კალაპოტი შესაძლოა რამდენიმე მ-იდან ათეული კმ სიგანის იყოს. ბარის მდინარეთა კალაპოტი მეტწილად დაკლაკნილი ან დატოტვილია, უმთავრესად ლამით, ქვიშითა და ხრეშით მოფენილი. მთის მდინარეთა კალაპოტი უფრო სწორი, ლოდნარიანი, ჭორომიანი და ჩანჩქერიანია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 5, გვ. 327, თბ., 1980
პირადი ხელსაწყოები