პოლიტიკური გეოგრაფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიტიკური გეოგრაფიაგეოგრაფიის დარგი, რომელიც შეისწავლის პოლიტიკური ძალების ტერიტორიულ განაწილებას და შეფარდებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ცალკეულ ქვეყნებსა და ქვეყნების ჯგუფებს შორის მათ სოციალულ-ეკონომიკურ სტრუქტურასთან დაკავშირებით; ქვეყნებისა და სახელმწიფოების ტერიტორიული ფორმირების, მათი სახელმწიფო საზღვრების, ისტორიული ოლქების, ადმინისტრაციული წყობის საკითხებს.

გასულ საუკუნეში ზოგი მეცნიერი მას ეკონომიკური გეოგრაფიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა, ზოგიც კი მას ეკონომიკურ გეოგრაფისთან დაკავშირებულ ცალკე გეოგრაფიულ დისციპლინად თვლიდა. პოლიტიკური გეოგრაფია პირველ რიგში იყენებს გეოგრაფიულ მეთოდებს, მ.შ. კარტოგრაფიულს. მისი თეორიული საფუძვლების ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა გერმანელმა გეოგრაფმა კარლ რიტერმა, რომელმაც საბოლოოდ მიიღო პოლიტიკურ-გეოგრაფიული აზრის პრინციპი. შემდგომში, ეს იდეა გახდა ანთროპოგეოგრაფიის საფუძველი, რომლის დიდი წამომადგენელი იყო ფრიდრიხ რაცელი. ამ უკანასკნელმა არაერთი საფუძვლიანი თეორიული ნაშრომი შექმნა, რომლებმაც კიდევ უფრო განამტკიცეს ამ დარგის იდეური პრინციპები. პოლიტიკურ-გეოგრაფიული კვლევების გაგრძელებისათვის დიდი მნიშვენლობა ჰქონდა ასევე ფრანგი გეოგრაფისა და სოციოლოგის ა. ზიგფრიდის შრომებს.

რუსეთში პირველად ტერმინი პოლიტიკური გეოგრაფია გამოიყენა ვასილი ტატიშჩევმა. 1758-1772 წწ. გამოიცა ი. გრეჩისა და ს. ნაკოვალნინის მიერ შედგენილი პოლიტიკური გეოგრაფიის პირველი რუსული სახელმძღვანელო.

XVIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედსა და XIX საუკუნის განმავლობაში პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები აისახა ა. რადიჩშევის, კ. არსენიევის, პ. სემიონოვ ტიან-შანსკისა და სხვ. თხზულებებში.

პოლიტიკურ გეოგრაფიის საკითხებს ეხება ასევე ნ. ბარანსკის, ი. ვიტვერის, ი. მაერგოიზის, ბ. სემევსკისა და სხვა გეოგრაფების ნაშრომებში. უცხოეთში ამ დარგს დიდი ყურადრებას უთმობდენენ: შ. რადო (უნგრეთი), ი. ბარბაგა (პოლონეთი), ა. ნუნიეს ხიმენესი (კუბა) პ. ჟორჟი (საფრანგეთი) და სხვ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Риттер К. Общее землеведение. Лекции, изданные Г.А.Даниелем. - М., 1864;
  • Ф. Ратцель «Исследование политического пространства» (1895);
  • Шигер А. Г., Политическая карта мира (1900—1960). Справочник, М., 1961;
  • Саушкин Ю.Г. Экономическая география: история, теория, методы, практика. - М., 1973;
  • Туровский Р.Ф. Политическая география: учебное пособие. М.-Смоленск, 1999.