კორალპე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კორალპე
კორალპე
კორალპე
კოორდინატები: 46°48′ ჩ. გ. 14°59′ ა. გ. / 46.800° ჩ. გ. 14.983° ა. გ. / 46.800; 14.983
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
სლოვენიის დროშა სლოვენია
უმაღლესი წერტილი გროსერ-შპეიკოგელი
სიმაღლე 2140 
კორალპე — ალპები
კორალპე

კორალპე (გერმ. Koralpe) — ქედი ალპებში, სამხრეთ ავსტრიაში. გაწოლილია მურისა და ლავანტის ხეობებს შორის. უმაღლესი მწვერვალის სიმაღლეა 2140 (მთა გროსერ-შპეიკოგელი). დასავლეთით შემოსაზღვრულია ლავანტის ხეობით, ჩრდილოეთით პეკზატელის უღელტეხილით, აღმოსავლეთით დასავლეთი შტირიით, სამხრეთით ზობოთის უღელტეხილით. სამხრეთით სლოვენიის მოსაზღვრე რაიონში მთებით არის შემოსაზღვრული. მერიდიანული ბელტური ქედია. კორალპეს ნასხლეტის გაგრძელება შეიმჩნევა შორს, როგორც ჩრდილოეთისაკენ, აგრეთვე სამხრეთისაკენ. ის შეადგენს ალპების აღმოსავლეთი განაპირა ნაწილის დიდ განივ გარღვევას; სამხრეთით იგი ჭრის აღმოსავლეთის მხრიდან კარავანკეს.

აგებულია ძირითადად მეტამორფული ქანებით. ჭარბობს გნაისები. განაპირა მხარეებში არის პეგმატიტური ფენები, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს სპოდუმენს. კორალპე ევროპაში ლითიუმის უმსხვილესი საბადოა. არის აგრეთვე კვარცის, მარმარილოსა და მინდვრის შპატის გამოსავლები (ამზადებენ მინებს, ფოსფორს და სხვ.). განვითარებულია ტურიზმი და ალპინიზმი (განსაკუთრებით აღსანიშნავია სამთო-სათხილამური სპორტი). არის ალპური ბანაკები.

2001 წელს საფუძველი ჩაეყარა კორალპეს რკინიგზის მშენებლობას, რომლის დასრულება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.[1] იგი ერთმანეთთან დააკავშირებს ავსტრიის ქალაქებს: გრაცსა და კლაგენფურტს. რკინიგზის გაყვანა კორალპეს ქვეშ იგეგმება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ÖBB Infrastruktur AG: Information zur Koralmbahn German. Austrian Federal Railways. ციტირების თარიღი: 2011-06-13.