სერი (გეომორფოლოგია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაბალმთიანი რელიეფი (სერი)

სერი — საშუალო სიმაღლის, სხვადასხვა წარმოშობის, მოგრძოდ წამოზიდული რელიეფის დადებითი ფორმების ზოგადი სახელწოდება. განარჩევენ ბოლომორენულ, ოზურ, ეოლურ, კუესტურ, ეროზიულ და სხვ. სერებს. სიმაღლე განსხვავებულია (რამდენიმე მეტრიდან ასეულ მეტრამდე). გამოირჩევა ნაზი რელიეფითა და შედარებით რბილი აგებულებით. ხშირად სერი ბორცვნალებთან ერთად მნიშვნელოვან სიგრძეზე ქმნის დედამიწის ზედაპირის დაბალთიან ტერიტორიებზე საკმაო სიგრძის წაგრძელებებს, რომლებიც მკვეთრად არღვევენ ერთფეროვან რელიეფს. უდაბურ მხარეებში ფართოდ არის გავრცელებული ქვიშიანი სერები, რომელთა სიმაღლე ხშირად 1-2 მ-ია, სიგანე 5-10 მ, ხოლო სიმაღლე იშვიათად 200-300 მ.

საქართველოში ცნობილია მაგ.: კვერნაქები, დაბალმთიანი სერები, რომლებიც მნიშნვლეოვან სიგრძეზე არიან წაგრძელებულნი. კვერნაქების საერთო სიგრძე დაახლოებით 70 კმ-ია, ხოლო სიგანე სიგრძეზე გაცილებით პატარაა (მხოლოდ 7-8 კმ). მრავალრიცხოვანი სერები არსებობს ასევე ივრის ზეგანზე.

სერი ეწოდება ასევე წყალქვეშა გაჭიმულ ამაღლებებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]