სამთითა კოდალა
| სამთითა კოდალა | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Picoides tridactylus | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
|
სამთითა კოდალა (ლათ. Picoides tridactylus) — ფრინველი კოდალასაბერთა ოჯახისა. გავრცელებულია ევრაზიის წიწვოვან და შერეულ ტყეებში. უპირატესობას ანიჭებს დატბორილ ადგილებს. ბუდობს ჯგუფებად, წლის დანარჩენ დროს ცხოვრების მარტოხელა რითმს მისდევს. იკვებება მწერებით. დამახასიათებელია მსხვილი თავი და ვიწრო ნისკარტი. სხეულის სიგრძე 21-24 სმ, ფრთების შლილი 33-37 სმ. წონა 50-90 გრ.[1] გვხვდება ევრაზიაში, სკანდინავიიდან და ცენტრალური ევროპიდან დაწყებული კამჩატკის, სახალინის, ჰოკაიდოსა და კორეის ნახევარკუნძულამდე დამთავრებული. ევროპის ცენტრალურ რაიონებში სპორადულადაა გავრცელებული და მაღალმთიან ადგილებში გვხვდება. მცირე პოპულაცია აღრიცხულია საფრანგეთის ალპებსა და გერმანიის დასავლეთით.
საბერძნეთში, მაკედონიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ლატვიასა და ლიტვაში მეტად იშვიათად ბუდობს. ამ მხრივ, უკეთესი მდგომარეობაა პოლონეთში; გავრცელების არეალის ძირითადი მონაკვეთია რუსეთი, სკანდინავია, მათ შორის ფინეთი. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ადის ზღვის დონიდან 650-1900 მ სიმაღლეზე, მონღოლეთში რეგისტრირებულია ზღვის დონიდან 2300 მ სიმაღლეზე,[2] ხოლო ტიბეტის მთებში 3300-4000 მ სიმაღლეზე.[3]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- სამთითა კოდალა (ინგლისური)
- სამთითა კოდალა (ინგლისური)
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Рябицев В. К. Птицы Урала, Приуралья и Западной Сибири: Справочник-определитель. — Изд-во Уральского университета, 2001.
- ↑ The Birds of the Western Palearctic. — 1986.
- ↑ Winkler, Hans; Christie, David A. 2002. Family Picidae (Woodpeckers) in del Hoyo, J., Elliott, A., & Sargatal, J., eds. Volume 7: Jacamars to Woodpeckers // Путеводитель по птицам мира = Handbook of the birds of the world. — Barcelona: .