ადიჯე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადიჯე
AdigeLocationMap360.png
ქვეყნები იტალიის დროშა იტალია
სათავე ალპები
სიგრძე 410 კმ
აუზის ფართობი 12 100 კმ²

ადიჯე (იტალ. Adige; ლათ. Athesis) — მდინარე ჩრდილოეთ იტალიაში. სათავეს იღებს ალპებში, სამხრეთ ტიროლის პროვინციაში, იტალიის, ავსტრიისა და შვეიცარიის სახელმწიფო საზღვრების სიახლოვეს. მისი სიგრძე 410 კმ-ია და წარმოადგენს იტალიის მეორე უგრძეს მიდნარეს პოს შემდეგ (652 კმ).

მდინარე გამოედინება რეზიის ხელოვნური ტბიდან, რომელიც მდინარე ინის ხეობის მაღლა მდებარეობს. ეს ტბა იმითაა ცნობილი, რომ მასში მდებარეობს ეკლესიის სამრეკლო, რომელიც ერთ დროს მიტოვებულ სოფელ ალტ-გრაუნს ეკუთვნოდა, სანამ 1953 წელს სათავე წყლებს დამბით შეაგუბებდნენ და ის წყლით დაიფარებოდა.

სამრეკლო რეზიის ტბაში

ამის შემდეგ მდინარე აღმოსავლეთისკენ მიემართება და გაივლის ფინშგაუსა და მერანოს, სადაც ჩრდილოეთიდან უერთდება მდინარე პასერო. მონაკვეთს მერანოსა და ბოლცანოს შორის ეჩტალს უწოდებენ. შემდეგ ის მიემართება ბრენერის ხეობისკენ, სადაც გაივლის ქალაქებს — ტრენტოს, რევერეტოს, ვერონას, რენიაგოს. ვერონაში მდინარეზე აგებულია ჰიდროელექტროსადგური. ერთვის ადრიატიკის ზღვას.

ადიჯეს აუზის ფართობი 12 100 კმ²-ია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ადიჯე&oldid=2400968“-დან