ლუგანოს ტბა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუგანო
Lago di Lugano
LagoDiLugano.jpg
კოორდინატები: 45°59′ ჩ. გ. 8°58′ ა. გ. / 45.983° ჩ. გ. 8.967° ა. გ. / 45.983; 8.967
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ფართობი 48,7 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 288 
საშუალო სიღრმე 134 
აუზის ფართობი 565,6 კმ²
გამომდინარე მდინარე ტრეზა

ლუგანოს ტბა მდებარეობა იტალია

Blue pog.svg
Commons-logo.svg ამ თემაზე ვიკისაწყობში

ლუგანოს ტბა (იტალ. Lago di Lugano ან Ceresio) — მყინვარული ტბა სამხრეთ-აღმოსავლეთ შვეიცარიაში, იტალია-შვეიცარიის საზღვარზე. სახელი ეწოდა ქალაქ ლუგანოსგან, რომელიც კომოსა და ლაგო-მაჯორეს ტბებს შორის მდებარეობს. ახ. წ. 590 წელს, გრიგოლ ტურელმა მას კერეზიო უწოდა,[1] სახელი, რომელიც როგორც მიაჩნიათ ლათინური სიტყვა cerasus-სგან მომდინარეობს და ალუბალს მიშნავს, რაც მიუთითებს ალუბლის ხეების სიუხვეზე, რომლებიც ერთ დროს უხვად ყოფილა გავრცელებული ტბის სანაპიროებზე.[2] 804 წლის დოკუმენტში ტბა ლაკო-ლუნასკოს (Laco Luanasco) სახელით გამოჩნდა.[1]

ტბის ფართობი 48,7 კმ²-ია, საიდანაც 63% შვეიცარიის ტერიტორიაზე მდებარეობს, 37% კი იტალიის. საშუალო სიგანე დაახლოებით 1 კმ-ია, სიღრმე — 288 მ და ის ჩრდილოეთ ნაწილში ფიქსირდება.

1848 წელს მიდლესა და ბისონეს მუნიუციპალიტეტებს შორის აშენდა მიდლეს დამბა. ამ მონაკვეთში გადის ავტომაგისტრალი და გოტარდის რკინიგზა, რომლებიც ერთმანეთთან ლუგანოს და კიასოს აკავშირებს. დამბა ერთმანეთისგან ყოფს ჩრდილოეთისა და სამხრეთის აუზებს.

ტბის სანაპიროებზე გადაჭიმულია ტურისტებში პოპულარული მთები — მონტე-ბრე (925 მ), მონტე-სან-სალვატორე (912 მ) და მონტე-ჯენეროზო (1 701 მ). ტბისგან სამხრეთით მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი მონტე-სან-ჯორჯიო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Historic Dictionary of Switzerland - Lake Lugano. წაკითხვის თარიღი: 2008-11-23. (in Italian)
  2. Il Gommone: Itinerari - Il Lago dei Ciliegi. წაკითხვის თარიღი: 2008-11-22. (in Italian)
ტბის ხედი მონტე-სან-სალვარტორეს მთიდან
ტბის ხედი მონტე-სან-სალვარტორეს მთიდან