ჭილყვავი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭილყვავი
Corvus frugilegus1.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ბეღურასნაირნი
ოჯახი: ყორნისებრნი
გვარი: Corvus
სახეობა: ჭილყვავი
ლათინური სახელი
Corvus frugilegus
არეალი
Rook range map.PNG

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ჭილყვავი (ლათ. Corvus frugilegus), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 45 სმ აღწევს. ფერად შავია, ლურჯი, ლითონისებრი ბზინვარება დაკრავს. ზრდასრულს ნისკარტის ფუძესთან კანი შიშველი აქვს. სპორადულად არის გავრცელებული ევრაზიაში. აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება როგორც მობინადრე, ზამთარში ადგილობრივ პოპულაციებს ემატება ჩრდილოეთიდან დასაზამთრებლად მასობრივად შემოფრენილები. ბინადრობს მეტწილად კოლონიებად, მაღალ ხეებზე .- ტყისპირებში, ჭალებში, ბაღებსა და მისთანებზე. სარგებლობა მოაქვს მავნე მწერების დიდი რაოდენობით განადგურებით. თესვის დროს კი ერთგავრი მავნებელია, კენკავს დათესილ მარცვლებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჟორდანია რ., ქსე, ტ. 11, გვ. 400, თბ., 1987