გრაუვაკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრაუვაკა
Mineraly.sk - kremenec.jpg
გრაუვაკა
ცნობები
ტიპი დანალექი

გრაუვაკა (გერმ. grau — ნაცრისფერი და Wacke — ქანი) — მუქი ნაცრისფერი, შავი ან მომწვანო ნაცრისფერი მკვრივი მარცვლოვანი დანალექი ქანი. ადრე ამ ტერმინით აღნიშნავდნენ ფუძე ეფუზივებით გამოფიტვისა და გადარეცხვის შედეგად მიღებულ ქანებს. ახლა მას უწოდებენ ქვიშაქვას, რომელიც შედგება დანალექი, მეტამორფული და მაგმური ქანების წვრილი ნატეხებისაგან (მარცვალთა ზომა 0,1-1 მმ), ფუძე ვულკანური ქანების ნატეხებისა და ტუფოგენური მასალის მინარევისაგან. ნატეხები დაკუთხულია ან სუსტადაა დამუშავებული, დაუხარისხებელი ან ცუდად დახარისხებულია. თიხოვანი ცემენტი მნიშვნელოვანი რაოდენობითაა.

გრაუვაკა ახასიათებს გეოსინკლინურ არეებს, სადაც იგი წარმოიქმნება უფრო ძველი ქანებით აგებული შიგა აზევებული სტრუქტურის (გეოანტიკლინი, კორდილიერა) გადარეცხვის პროდუქტების სწრაფი დაგროვებით. ქმნის სქელ ფენებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]