დან-დ’ერანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| დან-დ’ერანი | |
| კოორდინატები: / | |
|---|---|
| სიმაღლე |
4171 მ |
| მდებარეობა | |
| ქედი | |
დან-დ’ერანი (გერმ. Dent d’Hérens) — მწვერვალი პენინის ალპებში, იტალიისა და შვეიცარიის საზღვარზე. სიმაღლე 4171 მ. მწვერვალ მატერჰორნიდან დასავლეთით რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. დან-დ’ერანის სახელწოდება მომდინარეობს ამავე სახელწოდების ხეობისაგან, რომელიც მწვერვალიდან ჩრდილოეთით არის განლაგებული. დან-დ’ერანი აღმართულია ალპების მთავარ ქედზე, ვალეს კანტონსა (ჩრდილოეთით) და ვალე-დ-აოსტას (სამხრეთით) შორის. მწვერვალის ჩრდილოეთი მონაკვეთი არის მდინარე რონის აუზის წყალგამყოფის ნაწილი, ხოლო სამხრეთ ფერდობი მდინარე პოს აუზის წყალგამყოფი. დან-დ’ერანი მწვერვალ მატერჰორნიდან დასავლეთით 4 კილომეტრში მდებარეობს.
პირველი ასვლა განხორციელდა 1863 წლის 12 აგვისტოს.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- მწვერვალი დან-დ’ერანი (ინგლისური)