ლიმნოლოგია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიმნოლოგიის შესწავლის ობიექტი — ბუნებრვი წყალსატევი

ლიმნოლოგია (ტბათმცოდნეობა, ბერძნ. λίμνεტბა, λόγος — მოძღვრება) — გეოგრაფიულ მეცნიერებათა დარგი, რომელიც შეისწავლის შენელებული წყალცვლის წყალსატევებს (ტბებს, წყალსაცავებს) და მათში მიმდინარე ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ პროცესების კომპლექსს. წყალსატევების კვლევისას ლიმნოლოგია იყენებს ჰიდროქიმიურ, ჰიდროფიზიკურ, ჰიდრობიოლოგიურ, გეოლოგიურ და სხვა მეთოდებს. მჭიდროდ არის დაკავშირებული წყლის ეკლოგიასთან და ჰიდრობიოლოგიასთან. ლიმნოლოგია იკვლევს: ტბის ქვაბულების წარმოშობას, ზომებს, აგებულებასა და ქვაბულის გარდაქმნას, აგრეთვე სანაპიროებსა და სხვ. საკითხებს.

ლიმნოლოგიის მთავარი ამოცანაა წყალსატევის ქვაბულის აგებულების და ცვლილებების, ფსკერული ნალექების, ჰიდროლოგიური რეჟიმის, ჰიდროქიმიურ თავისებურებათა, თერმული და ყინულის რეჟიმის, წყლისა და სითბური ბალანსის და სხვ. შესწავლა. ლიმნოლოგია იყენებს ტბის სადგურების, ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიებისა და საექსპედიციო დაკვირვებათა მასალებს.

ლიმნოლოგიის შესწავლის ობიექტი — გუბე

ლიმნოლოგიიის შესწავლის ობიექტია: ტბა, გუბე, მდინარე, წყარო, ნაკადი, წყალ-ჭაობური მიწები.

ლიმნოლოგიის კვლევის შედეგებს იყენებენ სახალხო მეურნეობის მთელ რიგ დარგებში.

ლიმნოლოგიის ფუძემდებელია შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი — ფრანსუა ალფონს ფორელი (1841-1912), რომელიც მრავალწლიან კვლევებს ატარებდა ჟენევის ტბაზე. მანვე შემოიღო ტერმინი „ლიმნოლოგია“ და შექმნა ტბათმცოდნეობის პირველი სახელმძღვანელო (1901). ამ დისციპლინის მიმართ ინტერესი მალევე გაღვივდა, კერძოდ 1922 წელს ავგუსტ თინემანმა და ეინარ ნაუმანმა საფუძველი ჩაუყარეს ლიმნოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებას.

დასავლეთში ლიმნოლოგიის ცნობილი მკვლევარები იყვნენ: ეველინ ჰატჩინსონი, ედუარდ სმით დივი, ედუარდ ბირჯი და ჩენსი ჯადაი.[1] რუსეთში ლიმნოლოგიას საფუძველი ჩაუყარეს დიმიტრი ანუჩინმა და ლევ ბერგმა.[2]

საქართველოში ლიმნოლოგიაში ფართოდ მუშაობდა ილია აფხაზავა, რომელმაც 1970-იან წწ. შექმნა ცნობილი მონოგრაფია საქართველოს ტბებზე.


ორგანიზაციები[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Welch P. S., Limnology, 2 ed., N.Y. — Toronto — L., 1953.
  • Форель Ф. А., Руководство по озёроведению, пер. с нем., СПБ, 1912;
  • Берг Л. С. Современное состояние и задачи озёроведения в СССР, "Изв. АН СССР. Сер. геологическая", 1945, №1;
  • Богословский Б. Б., Озёроведение, М., 1960;
  • Муравейский С. Д., Реки и озера, М.,1960;
  • Хатчинсон Д., Лимнология, пер. с англ., М., 1969.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Frey, D.G. (ed.), 1963. Limnology in North America. University of Wisconsin Press, Madison
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 679-680, თბ., 1985 წელი.