ალპური ხარაბუზა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალპური ხარაბუზა
Rosalia Alpina (Alpenbock).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: მწერები
რიგი: ხეშეშფრთიანები
ოჯახი: ხარაბუზები
სახეობა: ალპური ხარაბუზა
ლათინური სახელი
Rosalia alpina
დაცვის სტატუსი

ალპური ხარაბუზა (ლათ. Rosalia alpina) — მწერი ხარაბუზების ოჯახისა. წარმოადგენს რელიქტური როზალიის ერთადერთ სახეობას ევროპაში. სიგრძე 15-38 მმ. შავი, ღია ნაცრისფერი ან მოცისფრო ფერისაა. ულვაშები და ფეხები ჩვეულებრივ შეფერილია მოცისფრო ფერის ბალნით. ხოჭოები და მათი მატლები ბინადრობენ ფართოფოთლოვან ტყეებში, ძირითადად წიფლნარებში. გვხვდება ზღვის დონიდან 1500 მ-მდე. რაოდენობა მცირდება, რაც გამოწვეულია ბუნებრივი ჰაბიტატის (ტყეების) დეგრადაციით. მატლები ვითარდებიან მკვდარ ხეებში და მორებში. ვრცელდება ჩრდილოეთ აფრიკიდან, მოიცავს მთელი ევროპის ტერიტორიას, დასავლეთით შორეულ აღმოსავლეთამდე, ხოლო სამხრეთით ახლო აღმოსავლეთამდე. რეგისტრირებულია თურქეთში, ლიბანში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, მოლდოვეთში, ბელორუსში, რუსეთში. ნიშანდობლივია ალპებისათვის.

ალპური ხარაბუზა გვხვდება საქართველოშიც. იშვიათი სახეობაა, ამიტომ შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]