დოფინეს ალპები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეჟე (3983 მ).

დოფინეს ალპები (ფრანგ. Alpes du Dauphiné) — დასავლეთ ალპების მთების ჯგუფი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში. მდებარეობს საფრანგეთის ისტორიული ოლქის — დოფინეს ტერიტორიაზე. აღმოსავლეთით გამოეყოფა კოტის ალპებს გალიბიეს უღელტეხილის მეშვეობით, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით გრაის ალპებს მდინარე არკის ხეობით, დასავლეთით შემოზღუდულია მდინარეების დრაკისა და იზერის ხეობებით. მრავალი მწვერვალი აღწევს ზღვის დონიდან 3000 მ-ს; უმაღლესი მწვერვალია ბარ-დეზ-ეკრენი (4102 მ). აღსანიშნავია აგრეთვე მწვერვალი მეჟე (3983 მ), რომელსაც „გიგანტურ სფინქსს“ უწოდებენ.

დოფინეს ალპები შეიცავს ეკრენის მასივს და ტაიფერის ქედს. განვითარებულია ალპინიზმი. პოპულარულია აგრეთვე სათხილამურო სპორტი.

იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]