პროტესტანტიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქრისტიანობა
წმინდა წერილი
ძველი აღთქმა
ახალი აღთქმა (სახარება)
ისტორია
მოციქულების ეპოქა
ეკლესიის დევნის პერიოდი
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება
მსოფლიო საკლესიო კრებები
დიდი სქიზმა
კიდევ...
მიმდინარეობები
მართლმადიდებლობა
კათოლიციზმი
მონოფიზიტობა
პროტესტანტიზმი
კიდევ...
ღვთისმეტყველება
შობა
ჯვარცმა
ამაღლება
ანტიქრისტე
კიდევ...
სხვადასხვა
ქრისტიანობა
პორტალი
დაფა: იხ.  განხ.  რედ.
პროტესტანტიზმი
რეფორმაცია

რეფორმაციამდელი მოძრაობები

ჰუსიტები  • ლოლარდები  • ვალდენსები  • ჩეხი ძმები


რეფორმაციის მოძრაობები

ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • ლუთერანობა • ცვინგლიანობა • ჰუგენოტები


ახალი რეფორმაციული მოძრაობები

ანაბაპტიზმი • ახალსამოციქულო ეკლესია • ბაპტიზმი • კონგრეგაციონალიზმი • პიეტიზმი • პურიტანები • მეთოდიზმი • მენონიტები • ამიშები • კვაკერები • პრესვიტერიანობა


XX საუკუნის პროტესტანტული მოძრაობები

პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი • ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია


მარტინ ლუთერი

პროტესტანტიზმი ლათ. protestansქრისტიანობის სამი მთავარი განშტოებიდან ერთ-ერთია და წარმოადგენს რამდენიმე მსხვილი მიმდინარეობის და ბევრი დამოუკიდებელი ეკლესიის ერთობლიობას, რომლებიც წარმოშობით დაკავშირებულნი არიან შუა საუკუნეებში კათოლიკური ეკლესიის რეფორმაციასთან. პროტესტანტიზმი გულისხმობდა მანამდე გავრცელებული რელიგიური თეორიების და დგომების ცვლილებას, საღვთო გადმოცემის, ეკლესიის მამების და თვით ეკლესიის ავტორიტეტში დაეჭვებას. სახელი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან protestari რაც დაწუნებას, საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას ნიშნავს.

პროტესტანტიზმი იზიარებს საერთო ქრისტიანულ მოძღვრებას ღმერთის არსების, მისი სამბუნებოვნების, სულის უკვდავების, სამოთხისა და ჯოჯოხეთის შესახებ, თუმცა უარყოფს კათოლიციზმის სწავლებას განსაწმენდლზე. პროტესტანტიზმისთვის ამოსავალია ოთხი პუნქტი

  • Sola fide – ადამიანი ცხონდება მხოლოდ რწმენით და არა მისი ქმედებებით
  • Sola gratia – ადამიანი ცხონდება მხოლოდ მადლით და არა მისი ქმედებებით
  • Solus Christus – მხოლოდ ქრისტეა ავტორიტეტი და არა ეკლესია
  • Sola scriptura – მხოლოდ წმინდა წერილი არის რწმენის საფუძველი და არა საეკლესიო ტრადიცია

ამჟამად მსოფლიოში 900 მილიონამდე პროტესტანტია, აქედან 350 მილიონი აფრიკაში, 120 მილიონი ევროპაში, 80 მილიონი ლათინურ ამერიკაში, 65 მილიონი აზიაში და 10 მილიონი ავსტრალიასა და მიმდებარე კუნძულებზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეფორმაციის წინამორბედებად ინგლისელი ჯონ უიკლიფი და ჩეხი იან ჰუსი მიიჩნევიან. უიკლიფი XIV საუკუნეში ცხოვრობდა. მისი ქადაგება და იდეები კათოლიკური ეკლესიის როგორც თეორიული, ასევე, განსაკუთრებით, პრაქტიკული ნორმების წინააღმდეგ იყო მიმართული. ის უარყოფდა წმინდანების და ხატების თაყვანისცემას, აღსარებას, ზიარების ტრადიციულ გაგებას, განსაწმენდელს. მისი მიზანი იყო მოციქულების დროინდელი სიმარტივისკენ მიბრუნება, რაც გამოიხატება ეპისკოპალური ეკლესიის პრესვიტერიანულ ეკლესიად გადაქცევის სურვილში. ეს ნიშნავდა ყველა საეკლესიო თემის დამოუკიდებლობას ეპისკოპოსის იურისდიქციის გარეშე, ეკლესიის მმართველობითი ცენტრების გაუქმებას. ამ მოსაზრებათა გასამყარებლად უიკლიფმა 1382 წელს ახალი აღთქმა ინგლისურ ენაზე თარგმნა. უიკლიფი მკაცრად გააკრიტიკეს, მაგრამ მან რეფორმატორულ იდეებს გზა გაუკვალა.

უიკლიფის იდეები ინგლისში მოსწავლე ჩეხმა სტუდენტებმა სამშობლოში ჩაიტანეს, სადაც მან იან ჰუსის მოღვრებაში ჰპოვა გავრცელება. იან ჰუსმა უიკლიფის იდეები გაითავისა და ეკლესიის რეფორმირებაზე დაიწყო ქადაგება. მისი მოღვაწეობა ჩეხური ნაციონალიზმის აღზევებს პერიოდს დაემთხვა. ჩეხები საღვთო რომის იმპერიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. იმპერატორმა სიგიზმუნდ I-მა და პაპმა მარტინ V-მ მოიწვიეს კონსტანცის საეკლესიო კრება, სადაც იან ჰუსი, მისი მიმდევარი იერონიმე პრაღელი ერეტიკოსებად შერაცხეს და კოცონზე დაწვა მიუსაჯეს. ერეტიკოსად გამოცხადდა ჯონ უიკლიფიც.

1517 წლის 31 ოქტომბერს გერმანელმა ბერმა მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე მიაჭედა 95 თეზისი. ეს იყო კათოლიკური ეკლესიის და რომის პაპის კრიტიკის შემცველი 95 პუნქტი, რამაც სათავე დაუდო ახალ მოძრაობას. გერმანიის პარალელურად ულრიხ ცვინგლის ხელმძღვანელობით რეფორმაცია დაიწყო შვეიცარიაში. რადიკალი რეფორმატორებისა და კათოლიკების დაპირისპირებას გერმანიაში მოჰყვა ორწლიანი „გლეხთა ომი“ (1524-1526). 1526 წელს ლუთერის მომხრე გერმანელი თავადების რაიხსტაგმა შეაჩერა ვორმსის ედიქტის მოქმედება. თუმცა 1529 წელს მეორე რაიხსტაგმა გააუქმა ეს დადგენილება, რასაც 5 თავადის და თოთხმეტი გერმანული ქალაქის პროტესტი მოჰყვა. აქედან წარმოსდგა ტერმინი „პროტესტანტი“.

ახალმა მიმდინარეობამ სწრაფად მოიცვა ევროპის ჩრდილოეთ ნაწილი და საფრანგეთი. შეშფოთებულმა კათოლიკურმა ეკლესიამ საფრანგეთში იარაღი გამოიყენა ახალი მიმდინარეობის წინააღმდეგ, რასაც თან დინასტიური ინტრიგები დაერთო, 1562-1598 წლებში მიმდინარეობდა ომი რომელიც ისტორიაში „ჰუგენოტების ომის“ სახელით შევიდა. შედეგად ჰუგენოტებმა მიიღეს სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრების უფლება, თუმცა მათი გავლენა საფრანგეთში მკვეთრად შემცირდა.

დაპირისპირება საერთოევროპულ, ე.წ. 30-წლიან (1618-1648 წლები) ომში გადაიზარდა, რომელიც დასრულდა ვესტფალიის ზავით. შედეგად კათოლიკეები, პროტესტანტები და კალვინისტები უფლებრივად გათანაბრდნენ.

პროტესტანტული ეკლესიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საღვთო წერილისადმი თავისუფალმა მიდგომამ გამოიწვია პროტესტანტულ ეკლესიათა დაშლა და ახალი დენომინაციების წარმოშობა. თავდაპირველად დაარსდა ეკლესიები დამაარსებელთა სახელების მიხედვით: ლუთერანობა, ცვინგლიანობა და კალვინიზმი. მათ მალე დაემატა სხვადასხვა სახელწოდების, თეორიის და პრაქტიკის ეკლესიებიი

  • ანაბაპტისტები, მოძრაობა დაარსდა 1521 წელს გერმანიაში მემაუდე ნიკოლოზ შტორხის და თომას მიუნცერის მიერ
  • მენონიტები, 1536 წლიდან, დამაარსებელი მღვდელი მენო სიმონსი
  • ზომიერი ანაბაპტისტები, რომლებიც ბოროტებისადმი წინააღმდეგობის გაუწევლობას ქადაგებდნენ
  • ბაპტიზმი
  • კვაკერები
  • მეთოდიზმი, წარმოიშვა 1729 წელს ინგლისში. ქადაგებდნენ საეკლესიო წესების მეთოდურ, პედანტურ დაცვას
  • ხსნის არმია
  • ახალი სამოციქულო ეკლესია

ახალი პროტესტანტული ეკლესიები ლუთრეის, ცვინგლის და კალვინის აღმსარებლობას ბევრ საკითხში დაუპირსპირდნენ. უპირველეს ყოვლისა ეს ეხებოდა ბავშვთა ნათლობას და სახელმწიფოში ეკლესიის როლს. ახალი პროტესტანტები ბავშვებს არ ნათლავენ და სახელმწიფოსთან ეკლესიის ინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდიან. ისინი მხარს უჭერენ აქტიურ მისიონერულ საქმიანობას და ძველი, ლიტურგიკული პროტესტანტიზმისგან თავისუფალ ქადაგებას. პროტესტანტულ ეკლესიებს საერთო აქვთ საღვთო წერილის ინტერპრეტაცია ავტორიტეტების გარეშე, სარწმუნოების სიმბოლოების ერთგულება, სამების რწმენა.

XIX-XX საუკუნეებში აღმოცენდა ულტრაპროტესტანტული ეკლესიები (ორმოცდაათიანელები, ქარიზმატული მოძრაობა). XIX-XX საუკუნეებში შიქმნა საერთაშორისო გაერთიანებები, რომლებმაც ერთმანეთს დააკავშირეს მონათესავე პროტესტანტული დენომინაცი: 1867 წლის ლამბერტის კონფერენცია, 1875 წლის რეფორმატორული ეკლესიის მსოფლიო ალიანსი, 1881 წლის სმოფლიო მეთოდისტული კრება, 1905 წლის ბაპტისტების მსოფლიო კავშირი, 1925 წელს მენონიტების მსოფლიო კონფერენცია, 1947 წელს მსოფლიო ლუთერაბნული ფედერაცია.

თანამედროვე პროტესტანტიზმში არსებობს გაერთიანებული ეკლესიები, რომლებიც სხვადასხვა პროტესტანტული ეკლესიის შერწყმის შედეგად წარმოიშვია. ასეთებია ევანგული ეკლესია გერმანიაში (ლუთერანები და რეფორმატორები), კანადის ეკლესიის გაერთიანება (პრესვიტერიანელები, მეთოდისტები, კონგრეგაციონალისტები), ქრისტეს ეკლესიის გაერთიანება აშშ-ში (კონგრეგაციონალისტები, რეფორმატორები), ავსტრალიის გაერთიანებული ეკლესია (მეთოდისტები, პრესვიტერიანელები, კონგრეგაციონალისტები).

საყოველთაო მღვდლობის პრინციპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობას სწამს, რომ ყოველ მონათლულ ქრისტიანს შეუძლია ღმერთთან ურთიერთობა შუამავლის გარეშე, აქვს ქადაგების და ღვთისმსახურების უფლება. ამით პროტესტანტიმში გაუქმებულია სხვაობა სასულირო და საერო პირებს შორის და გამარტივებულია საეკლესიო იერარქია. პროტესტანტიზმი ასეეე უარყოფს მონაზვნობას. მიუხედავად ამისა, შენარჩუნებულია მცირე ფორმალური იერარქია. მღვდლები და პასტორები გადიან პროფესიულ მომზადებას. ზოგან დაშვებულია მონასტრების არსებობაც კომუნების სახით.

პროტესტანტულ ეკლესიებს საეკლესიო წყობის სამი სახე აქვთ: ეპისკოპალური, პრესვიტერიანული და კონგრეგაციონალისტური. ეპისკოპალურ ეკლესიაში ერთ ტერიტორიაზე მცხოვრები მორწმუნმეები ეპისკოპოსის მიერ იმართებიან. პრესვიტერიანულ წყობაში ცალკეული, ერთმანეთთან ახლოს მყოფი ეკლესიები ქმნიან ერთობას ანუ პრესვიტერიას. კონგრეგაციონალიზმში თითოეული ცალკე საეკლესიო ერთობა დამოუკიდებელია. თანამედროვე პროტესტანულ ეკლესიებს ეროვნულ დონეზე აქვთ რაიმე გაერთიანება, თუმცა ამორგანიზაციების როლი განსხვავებულია, ზოგიერთი მათგანი მნიშვნელოვან ძალაუფლებას ფლობს, ხოლო ზოგს მხოლოდ საინფორმაციო და საკონსულტაციო ფუნქცია აქვს.

ღვთისმსახურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროტესტანტიზმი ქრისტიანული საიდომლოებებიდან აღიარებს მხოლოდ ორს, ზიარებასა და ნათლობას. პროტესტანტები არ იზიარებენ გარდაცვლილთა სულებისთვის და წმინადანებისთვის ლოცვის პრაქტიკას, არ დღსასწაულობენ წმინდანების დღეებს, უარყოფენ წმინდა ნაწილების თაყვანისცემას. სხვადასხვაგრვარი დამოკიდებულება აქვთ ხატების მიმართ.

ღვთისმსახურება გამარტივებულია, აქცენტი კეთდება ქადაგებასა და წმინდა წერილის კითხვაზე. ანგლიკანურ და ლუთერანულ ეკლესიებში მსახურება კათოლიკური მესის მსგავსად, თუმცა გამარტივებულად აღესრულება. კვაკერები და ხსნის არმია უარყოფს ნებისმიერი სახის მსახურებას. მსახურება აღესრულება ეროვნულ ენაზე. ზოგიერთი ეკლესია, მაგალითად ლუთერანული, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ზიარებას. აღინიშნება ძირითადი სახარებისეული დღესასწაულები. პროტესტანტების სამლოცველო სახლები მოწყობილია სადად, ხატების და ქანდაკებების გარეშე. ეკლესიის შესაძლოა განთავსებული იყოს ნებისმიერ შენობაში.

თეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროტესტანტიზმის თეოლოგიის ფორმირება მოხდა XVII საუკუნეში. მან რამდენიმე საფეხური გაიარა. XVI საუკუნის ორთოდოქსული თეოლოგიის წარმომადგენლები იყვნენ მარტინ ლუთერი, ულრიხ ცვინგლი და ჟან კალვინი. XVIII-XIX საუკუნეებში განვითარდა პროტესტანტიზმის ლიბერალური თეოლოგია, რომელსაც წარმოადგენდნენ შლაიერმახერი, ტროლჩი და ჰარნაკი. პირველი მსოფლიო ომის დროს წარმოიშვა „კრიზისის თეოლოგია“ (ბარტი, ტილიხ, ბურტმანი), ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს გავრცელდა ახალი რადიკალური თეოლოგია (ბონჰიოფერი). პროტესტანტიზმის თეოლოგია გადმოცემულია შემდეგ დოკუმენტებში: 1563 წლის ჰაიდელბერგის კატეხიზმო, 1580 წლის თანხმობის წიგნი, 1618-1619 წლების დორტის სინოდის კანონი და 1633-1649 წლების ვესტმისტერული რწმენის დოქტრინა.

კლასიკური პროტესტანტიზმისთვის დამახასიათებელია მკაცრი დამოკიდებულება რწმენის, ხსნის, საიდუმლოების, ეკლესიის მიმართ. ის ყურადღებას ამახვილებდა საეკლესიო ცხოვრების გარეგნულ, რიტუალურ მხარეზეც. გვიანდელმა მიმდინარეობებმა შექმნეს საკუთარი დოქტრინები. მაგალითად, ადვენტისტები აღიარებენ ელენ უაითის წინასწარმეტყველებას, ორმოცდაათიანელები ყურადღებას აქცევენ გლოსოლალიას და სხვა.

პროტესტანტობის გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღევანდელ დღეს პროტესტანტიზმი წამყვან პოზიციებზეა სკანდინავიის ქვეყნებში (შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი), აშშ-ში, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში, ნიდერლანდებში, კანადაში, შვეიცარიაში. თანამედროვე პროტესტანტიზმის კერაა აშშ, სადაც განთავსებულია ბაპტისტების, ადვენტისტების და სხვა პროტესტანტული ეკლესიების ცენტრები.

პროტესტანტიზმი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან რელიგიათა შორისაა, რომლებიც დღევანდელ დღესაც სწრაფად იზრდება რაოდენობაში. მაგალითად: XX სსაუკუნის ბოლო წლებსა და XXI საუკუნის დასაწყისში პროტესტანტი გახდა ბრაზილიის მოსახლეობის 15-20%, ჩილეს მოსახლეობის 15-25%, გვატემალის მოსახლეობის მესამედი და სამხრეთ კორეის მოსახლეობის თითქმის ნახევარი. პროტესტანტიზმი მიიღო შუა აზიის 500 000-მდე მუსლიმმა.

დამაარსებლები და ცნობილი პროტესტანტი ღვთისმსახურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVI საუკუნიდანვე ჩამოყალიბდა პროტესტანტიზმის სამი მიმდინარეობა. მათი დამაარსებლები იყვნენ მარტინ ლუთერი, ულრიხ ცვინგლი და ჟან კალვინი. მათ ბევრი საერთო და განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ. მათ აერთიანებდათ უარის თქმა საეკლესიო ავტორიტეტებზე. ლუთერის მოძღვრება ძირითადად გავრცელდა ბალტიისპირეთში, გერმანიასა და სკანდინავიაში, ჟან კალვინისა – შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში, ხოლო ცვინგლის მოძღვრების გავრცელება შვეიცარიით შემოიფარგლა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(XVI საუკუნე)
(XI საუკუნე)
უნია