როისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როისი
Luzern old part of town.JPG
ქვეყნები შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სათავე ლეპონტის ალპები
46°37′16″ ჩ. გ. 8°34′08″ ა. გ. / 46.62111° ჩ. გ. 8.56889° ა. გ. / 46.62111; 8.56889
სიგრძე 158 კმ
აუზის ფართობი 3 425 კმ²

როისი (გერმ. Reuss) — მდინარე შვეიცარიაში. რაინის აუზი. სიგრძე 158 კმ, აუზის ფართობი 3 425 კმ². სათავე აქვს გოტარდის მასივზე. გამოედინება მყინვარიდან, რომელიც წარმოიქმნა უკანასკნელი გამყინვარების ეპოქაში. შვეიცარიის მდინარეებს შორის სიგრძით მე-4 ადგილზეა. აუზის მაქსიმალური სიმაღლეა 3630 მ. სათავიდან სოფელ ანდერმატამდე მიედინება დასავლეთისაკენ, შემდეგ ღებულობს ჩრდილოეთის მიმართულებას, გაივლის რა შელელენის ხეობას, ქმნის მრავალრიცხოვან წყალვარდნილებს. გაედინება ფირვალდშტეტის ტბაზე. მდინარის ნაპირებზე გაშენებულია ქალაქი ლუცერნი. აქვეა კაშხალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=როისი&oldid=2406473“-დან