ექსპოზიცია (ლანდშაფტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ექსპოზიცია.
ფერდობთა ეფექტი

ექსპოზიცია (ლათ. expositio — ჩვენება) — ქედის, მთისა და სხვა კალთების ორიენტაცია ქვეყნის მხარეებისა და ჰორიზონტის სიბრტყის მიმართ. იგი განაპირობებს მოცემულ ადგილსა და სეზონში კალთებზე მზის დასხივების სხვადასხვაგვარობას, ამა თუ იმ მიმართულების ქარის ზემოქმედებას და ა.შ.

მთაში ექსპოზიცია ჰავის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ფაქტორია: ქმნის კალთის მიკროკლიმატსა და განსხვავებულ ლანდშაფტებს. ექსპოზიციის ჩრდილოეთი და სამხრეთი კალთა განსხვავდებიან რადიაციულ-თერმული მახასიათებლებით, რაც იწვევს ეგზოგენური პროცესების რეჟიმისა და ხასიათის სხვადასხვაგვარობას. ასე მაგალითად, ქედების ჩრდილოეთ კალთებზე თოვლი უფრო გვიან დნება, აქტიურია ნივაცია, სამხრეთ კალთებზე მზრალი გრუნტი მალევე დნება, რის შედეგად სოლიფლუქცია ვითარდერბა.

ქარპირა კალთები განსაკუთრებულად ექვემდებარებიან ნოტიო ქარების გავლენას და გარზურგა კალთებისაგან განსხვავდებიან უფრო ნოტიო პირობებითა და მცენარეული საფრის სიჭარბით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]