ოროგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოროგრაფია, სქემა

ოროგრაფია (ბერძ. óros — მთა და grapho — აღწერა) — გეომორფოლოგიის დარგი, რომელიც აღწერს დედამიწის რელიეფის ფორმებს (ქედებს, მაღლობებს, ქვაბულებს და სხვა) და ახდენს მათ კლასიფიკაციას გარეგანი ნიშნების მიხედვით.

ქედების, ზეგნების, დაბლობების, ხეობებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების აღწერისას ეთითება ადგილმდგომარეობა, ქვეყნების ჰორიზონტის ორიენტირება, ზომები (სიგრძე, ფართობი, სიმაღლე, სიღრმე და სხვა), ზედაპირის ფორმები და ფერდობები მათი დახრილობით.

საწარმოო, საგზაო და სხვა პროექტირების დროს აუცილებელია ოროგრაფიულად საფუძვლიანად შევისწავლოდ მოცემული ტერიტორია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]