ლეპონტის ალპები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეპონტის ალპების უმაღლესი წერტილი — მონტე-ლეონე

ლეპონტის ალპები (იტალ. Alpi Lepontine) — ქედი დასავლეთ ალპებში, იტალია-შვეიცარიის საზღვარზე. შეჭრილია შვეიცარიის კანტონების — ვალეს, ტიჩინოსა და გრაუბიუნდენის ტერიტორიებზე და იტალიის პიემონტის რეგიონში. ვრცელდებ სიმპლონის უღელტეხილსა (დასავლეთით) და მდინარე უკანა რაინს (აღმოსავლეთით) შორის. სიგრძე დაახლოებით 130 კმ. სიმაღლე 3553 მ-მდე (მთა მონტე-ლეონე).

ჩრდილოეთ-დასავლეთით გამოეყოფა ბერნის ალპებს მდინარე რონის ხეობით, სამხრეთ-დასავლეთით პენინის ალპებს ფურკისა და სენ-გოტარდის უღელტეხილებით, ჩრდილოეთით გლარნის ალპებს წინა რაინის ხეობით. მდინარეები რონა და რაინი სათავეს ღებულობენ ლეპონტის ალპებში. შესამჩნევად დაბლდება აღმოსავლეთისაკენ. აგებულია გრანიტებით, გნაისებითა და ფიქლებით. აქვს ალპური ტიპის წვეტიანი მწვერვალებიანი ვიწრო თხემი, პატარა მყინვარები, დაფარულია მუდმივი თოვლით. კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებით, 1600-1800 მ-ის ზევით მთის ბუჩქნარი და მდელოებია.

სენ-გოტარდისა და სიმპლონის უღელტეხილებზე გადის საავტომობილო გზა და გაყვანილია სარკინიგზო გვირაბები. განვითარებულია ალპინიზმი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]