ფრანგული ენა
| ფრანგული ენა français |
|
| გავრცელებულია | საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტებისა და ტერიტორიების ჩათვლით, დასავლეთ- და ცენტრალურაფრიკული ქვეყნები, ისეთები, როგორებიცაა ზოგიერთი აზიური ქვეყნები, ისეთები, როგორებიცაა ლუიზიანა |
| მოლაპარაკეთა რაოდენობა | 200 მლნ. |
| ოფიციალური სტატუსი | 29 ქვეყანა, |
| ლინგვისტური კლასიფიკაცია | ევრაზიის ენები
|
| დამწერლობის სისტემა | ლათინური (ფრანგული ვარიანტი) |
| ენის კოდები | ISO 639-1: fr ISO 639-2: fre (B); fra (T) ISO 639-3: fra |
| რუკა | |
|
ფრანგული ენის გავრცელების არეალი მსოფლიოში |
|
| ვიკისივრცე | |
ფრანგული ენა – ფრანგების, ვალონების, ფრანკო-კანადელების, ფრანკო-შვეიცარიელების ენა. მიეკუთვნება ინდოევროპული ენების ოჯახის რომანულ ჯგუფს . ფრანგული ენაზე ლაპარაკობს აფრიკის მრავალი ქვეყანა, ჰაიტი, საფრანგეთის გვიანა და სხვა[1]. ფრანგულმა ენამ სხვა ენებზე ადრე მოიპოვა საერთაშორისო ენის სტატუსი[2]. ფრანგული ენის საფუძველზე შეიქმნა კრეოლური ენები.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
ფრანგული ენა განვითარდა ხალხური ლათინური ენიდან გალიის ტერიტორიაზე რომაელთა გალების დაპყრობის შემდეგ[1]. გალების ენიდან შემორჩენილია ზოგიერთი სიტყვა. უფრო მნიშვნელოვანი ლექსიკური ერთეულები შემორჩა გერმანული ტომის - ფრანკების ენიდან, რომლებმაც დაიპყრეს გალია ახ. წ. V საუკუნეში და შეერივნენ ახალ მოსახლეობას[1]. გალური სუბსტრატისა და გერმანული სუპერსტრატის გავლენით აიხსნება ენის ფონეტიკური და გრამატიკული თავისებურება.
ფრანგული ენის ისტორია შემდეგ პერიოდებად დაიყოფა:
- გალურ-რომანული პერიოდი - (V-VII ს.ს.),
- ძველი ფრანგული პერიოდი - (IX-XII ს.ს.),
- საშუალო ფრანგული პერიოდი - (XIV-XV ს.ს.),
- ადრინდელი ახალი ფრანგული პერიოდი - (XVI ს.),
- ახალი ფრანგული-კლასიკური პერიოდი - (XVII-XVIII ს.ს.) და
- თანამედროვე ფრანგული პერიოდი - (XIX საუკუნიდან).
[რედაქტირება] ზოგადი ცნობები
უძველესი წერილობითი ძეგლები VIII (რაიხენაუს გლოსები) საუკუნიდან არსებობს. პირველი გაბმული ტექსტი-842 („სტრასსბურგის ფიცი“, წმინდა „ევლალის ცხოვრება“). ახალი სალიტერატურო ენა ჩამოყალიბდა XIV საუკუნეში ილ-დე-ფრანსის დიალექტის საფუძველზე (ცენტრი - პარიზი). XVI საუკუნეში შეიქმნა ეროვნული ფრანგული ენა, რომელმაც ოფიციალურისახელმწიფო საქმისწარმოებიდან განდევნა, როგორც ადგილობრივი დიალექტები, აგრეთვე ლათინური ენა[1]. შუა საუკუნეების ფართოდ გამოხატული დიალექტური საზღვრები თითქმის იშლება. კარგადაა შემონახული ჩრდილოური დიალექტები - პიკარდიული (ჩრდ. საფრანგეთი) და ვალონური (ბელგია). სხვა რეგიონებში იგი კილოკავების მდგომარეობაში გადავიდნენ.
XVII-XVIII საუკუნეებში კი მას საერთაშორისო ენად იყენებდნენ. XVII საუკუნეში დადგინდა სალიტერატურო ნორმა, რომელიც დღემდე ძირითადად უცვლელია.
ლექსიკამ ლიტერატურული ლათინურის ძლიერი გავლენა განიცადა. გვხვდება ბევრი ნასესხები სიტყვა ესპანური, ინგლისური, იტალიური ენებიდან. აგრეთვე ლათინური და ბერძნული სამეცნიერო ტერმინოლოგია. ფრანგული ენა შედგება 15 ხმოვანისა და 20 თანხმოვანი ფონემისაგან. ხმოვნებში განირჩევა ღია და დახურული e და o, ლაბიალიზებული œ, ø, y, ცხვირისმიერი /ɑ̃/, /ɛ̃/, /ɔ̃/ and /œ̃/.
ფრანგულ ენას აფრიკატები არ გააჩნია. ბევრია ასოთშერწყმა, რომელიც ერთ ბგერას გადმოგვცემს(eau-ო, ai-ე).
უმახვილო ხმოვნები რედუქციას არ ექვემდებარება, თანხმოვნები არ ყრუვდება. მახვილი მოდის სიტყვის ბოლო მარცვალზე.
[რედაქტირება] ფრანგული ენის დიალექტები
[რედაქტირება] სტატუსი
ოფიციალური ენა:
- აშშ
- ბელგია — ნიდერლანდურთან და გერმანულთან ერთად.
- ბურკინა ფასო
- ბურუნდი — კირუნდისთან და სუაჰილთან ერთად.
- გაბონი
- ეკვატორული გვინეა — ესპანურთან ერთად.
- ვანუატუ — ინგლისურთან და ბისლამასთან ერთად.
- იტალია
- ვალე-დ'აოსტა — იტალიურთან ერთად.
- კამერუნი — ინგლისურთან ერთად.
- კანადა — ინგლისურთან ერთად.
- კომორის კუნძულები — არაბულთან და კომორულთან ერთად.
- კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
- კონგო-კინშასა
- კოტ-დივუარი
- საფრანგეთი
- მადაგასკარი — მალგაშურთან ერთად.
- მავრიკი — ინგლისურთან ერთად.
- მალი
- მონაკო
- რუანდა — ინგლისურთან და კინიარუანდასთან ერთად.
- სეიშელის კუნძულები — ინგლისურთან ერთად.
- სენეგალი
- ტოგო
- შვეიცარია — გერმანულთან, იტალიურთან და რეტო-რომანულთან ერთად.
- ჩადი — არაბულთან ერთად.
- ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
- ჯიბუტი — არაბულთან ერთად.
- ჰაიტი — ჰაიტიურთან ერთად.
[რედაქტირება] ანბანი
ანბანი ეფუძნება ლათინურ ანბანს. ხშირად გვხვდება დიაკრიტიკული ნიშნები.
| ასო | სახელწოდება | ქართული შესატყვისი | ასო | სახელწოდება | ქართული შესატყვისი | |
|---|---|---|---|---|---|---|
| A, a | ɑ | ა | N, n | ɛn | ენ | |
| B, b | be | ბე | O, o | o | ო | |
| C, c | se | სე | P, p | pe | პე | |
| D, d | de | დე | Q, q | ky | კიუ | |
| E, e | œ | იო | R, r | ɛʁ | ერ | |
| F, f | ɛf | ეƒ | S, s | ɛs | ეს | |
| G, g | ʒe | ჟე | T, t | te | ტე | |
| H, h | aʃ | აშ | U, u | y | იუ | |
| I, i | i | ი | V, v | ve | ვე | |
| J, j | ʒi | ჟი | W, w | dubləve | დუბლ-ვე | |
| K, k | kɑ | კა | X, x | iks | იქს | |
| L, l | ɛl | ელ | Y, y | igʁɛk | იგრეკ | |
| M, m | ɛm | ემ | Z, z | zɛd | ზედ |
[რედაქტირება] გრამატიკა
ფრანგული რომანულ ენებს ემსგავსება. გრამატიკული წყობა ანალიზურია. სიტყვები არ იბრუნვის- ამ ფუნქციას სიტყვათა რიგი და წინდებულები; არსებით და ზედსართავს აქვს ორი რიცხვი, ორი სქესი(მდედრობითი და მამრობითი). ფრანგულში არის სიტყვათა სუბიექტურ-ზმნურ-ობიექტური მიმდევრობა. თუმცა შეიძლება შეიცვალოს.
[რედაქტირება] არტიკლი
ფრანგულ ენას აქვს არტიკლი, რომლის ფორმაცვალებადობაში, ისტორიული თვალსაზრისით, ლათინური ჩვენებითი ნაცვალსახელის გარკვეული განვითარება ჩანს.
არტიკლი სამგვარია:
- განსაზღვრული: le, la (ხმოვნის ან ყრუ h-ს წინ: l'); მრავლობითში les;
- განუსაზღვრელი: un, une; მრავლობითში des;
- ნაწილობრივი: du, de la (ხმოვნის ან ყრუ h-ს წინ: de l'); მრავლობითში des;
[რედაქტირება] ნაცვალსახელი
ნაცვალსახელები ორი ტიპისაა:დამოკიდებული(je) და დამოუკიდებელი(moi).
[რედაქტირება] ზმნა
ფრანგულში არის 3 ტიპის ზმნა. ზმნას აქვს პირის, რიცხვის, დროის, კილოს გვარისა და ზოგჯერ სქესის გრამატიკული კატეგორია.
[რედაქტირება] ლექსიკა
[რედაქტირება] ცალკეული სიტყვები და ფრაზები
- გამარჯობა - Bonjour!
- Bonjur madame! - მისალმება ქალს.
- donner le bonjur à qn - მიესალმო ვისმე
- Bonjur madame! - მისალმება ქალს.
- გამარჯობა (ფამილარული) - Salut!
- Salut les copains! სალამი, მეგობრებო!
- საღამო მშვიდობისა! - Bonsoir!
- ბატონი - Monsieur, Messiers!
- ქალბატონი - Madame, Mesdame!
- Madame et messiers - ქალბატონები და ბატონები
- Madame et messiers! - ქალბატონებო და ბატონებო!
- Mademoiselle, Mesdemoiselles! - ქალბატონო! (მიმართვა გაუთხოვარი, ან უქმროდ მცოხვრები ქალისსადმი)
- ძვირაფასო!; საყვარელო! - chéri (მამრ.), chérie (მდედრ.)
- Mon cher! (მამრისადმი); Ma chèr! (მდედრისადმი) - ჩემო ძვირფასო!
- მობრძანდით!; კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! — Bienvenue!
- ძალიან სასიამოვნო. ძალიან სასიამოვნოა. (ძალიან) მიხარია! - enchanté, e
- Enchanté de faire votre conaissance - მიხარია (სასიამოვნოა) თქვენი გაცნობა
- თანხმობა, დასტურის მისცემა, ან თხოვნა (შენობითი ურთიერთობის ფორმა) - S’il te plaît
- თანხმობა, დასტურის მისცემა, ან თხოვნა (თქვენობითი ურთიერთობის, ან მრავლობითი ფორმა) - S’il vous plaît
- გმადლობ(თ), მადლობა — Merci
- დიდად გმადლობ(თ), დიდი მადლობა - Merci beaucoup
- კი - Oui
- არა - Non
- ნახვამდის — Au revoir; À bientot;
- მშვიდობით! - Adieu!
[რედაქტირება] რიცხვები
- 1 — un, 2 — deux, 3 — trois, 4 — quatre, 5 — cinq, 6 — six, 7 — sept, 8 — huit, 9 — neuf, 10 — dix
[რედაქტირება] ზმნები
- Etre — ყოფნა.
- Faire — კეთება.
- Avoir — ქონა,ყოლა.
[რედაქტირება] პირის ნაცვალსახელები
- Je — მე
- Tu — შენ
- Il(elle) — ის
- Nous — ჩვენ
- Vous — თქვენ
- Ils(elles) — ისინი
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ფრანგულ-ქართული ლექსიკონი
- Fondation Alliance française
- Alliance française Paris Ile-de-France
- French is spreading, especially in Africa
[რედაქტირება] სქოლიო
|
|||||
|
|||||||||||||||||||||||||||||