კათოლიციზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქრისტიანობა
P christ2.png
წმინდა წერილი
ძველი აღთქმა
ახალი აღთქმა (სახარება)
ბიბლიის არაკანონიკური წიგნები
ისტორია
მოციქულების ეპოქა
ეკლესიის დევნის პერიოდი
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება
საეკლესიო განხეთქილებები
კიდევ...
მიმდინარეობები
მართლმადიდებლობა
კათოლიციზმი
გრიგორიანული
პროტესტანტიზმი
კიდევ...
ღვთისმეტყველება
შობა
ჯვარცმა
ამაღლება
ანტიქრისტე
კიდევ...
სხვადასხვა
ქრისტიანობა
პორტალი
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

კათოლიციზმი (ბერძნ. καθολικός (კათოლიკოს) — „საერთო“ , „უნივერსალური“) — კათოლიკური ეკლესიის მოძღვრება, რომელსაც ქრისტიანობაში ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავს (1 მილიარდ 100 მილიონი კათოლიკე მსოფლიოს 235 ქვეყანაში, რაც მთელი ქრისტიანობის 52% შეადგენს). კათოლიციზმი დასავლეთ ევროპაში ცალკე მიმდინარეობად ჩამოყალიბდა და გაბატონებულ რელიგიად იქცა მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა 1054 წელს ოფიციალურად გაიყო 2 ძირითად მიმართულებად — კათოლიკობად და მართლმადიდებლობად. აღმოსავლეთისა და დასავლეთის საპატრიარქოებს შორის მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო და საეკლესიო უთანხმოება IX საუკუნიდან იწყება. კათოლიციზმის ცალკე გამოყოფის პროცესს ხელი შეუწყო 395 წლიდან რომის იმპერიის ორ ნაწილად გაყოფილობამ. ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და კულტურულმა განვითარების განსხვავებულმა პირობებმა საბოლოოდ გასაზღვრა ამ 2 მიმართულების თავისებურებანი. სხვა ქრისტიანული მოძღვრებების მიმდევრებისაგან განსხვავებით კათოლიკეები რომის პაპებს პეტრე მოციქულის მემკვიდრეებად აღიარებენ და ამით მას ყველა სხვა ეპისკოპოსისგან გამორჩეულად და მთელი ეკლესიის უპირველეს წინამძღვრად მიიჩნევენ, ეყრდნობიან რა მათე 16, 17-19-ს[1], ლუკა 22, 31-32-ს [2], იოანე 21, 15-17-ს [3]. 1870 წელს ვატიკანის საეკლესიო კრებაზე პაპი რწმენის საკითხებში „შეუცდომლად და უცოდველად“ გამოაცხადეს.

მსგავსება და განსხვავება მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის[რედაქტირება]

კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას ბევრი რამ აქვს საერთო. ძირითადი განსხვავება მათ შორის მჟღავნდება ე.წ. „ფილიოკვეს“ საკითხში (ლათ. filioque — და ძისაგან). კათოლიკური მოძღვრების მიხედვით, სულიწმინდის გამომავლობა ხდება არა მარტო მამა ღმერთისაგან, როგორც ეს მართლმადიდებლობაშია, არამედ ძე ღმერთისაგანაც.

კათოლიციზმი, მართლმადიდებლობისაგან განსხვავებით, სამოთხისა და ჯოჯოხეთის გარდა აღიარებს შუალედურ რგოლს — განსაწმენდელს (სალხინებელს). კათოლიკური მოძღვრებით, წმინდა წერილის კანონიკურ ტექსტს წარმოადგენს და ორიგინალს უტოლდება ბიბლიის ლათინური თარგმანი — „ვულგატა“.

ლიტერატურა[რედაქტირება]

ქსე, ტ. VI, გვ. 319, თბ., 1980.

სქოლიო[რედაქტირება]