იზერი (რონის შენაკადი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 286 კმ |
| აუზის ფართობი | 11,800 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | გრაის ალპები |
| კოორდინატები |
/ |
| ჩაედინება | რაინი |
| ქვეყნები | |
იზერი (ფრანგ. Isére) — მდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში. სიგრძე 286 კმ, აუზის ფართობი 11,800 კმ². რონის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს გრაის ალპებში, იტალიის საზღვარზე. ღრმა ხეობით კვეთს სავოიის ალპებს. უმეტესად საზრდოობს თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში. იზერის აუზშია ჰიდროელექტროსადგური და წყალსაცავი. ქვემო დინებაში მდინარეს იყენებენ სარწყავად და სანაოსნოდ. იზერის სანაპიროზე მდებარეობს ქალაქი გრენობლი.
ზემო დინება ზამთრის სპორტისა და ტურიზმის ცენტრია. წყლის საშუალო ხარჯი 360 მ³/წმ.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- იზერი – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
- იზერი – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)