ინტრუზია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინტრუზია დევილზ-ტაუერი. აშშ.

ინტრუზია (გვიანდ. ლათ. – intrusio; < ლათ. intrudo – შევაგდებ) — 1.) დედამიწის ქერქში მაგმის შეჭრის პროცესი, რის შედეგადაც წარმოიქმნება ინტრუზიული ქანები, ეგრეთ წოდებული სიღრმის ქანები, რომელიც უპირისპირდება ეფუზიურ ქანებს.

2.) დედამიწის ქერქში მაგმის გაცივებისა და კრისტალიზაციის შედეგად წარმოქმნილი მაგმური სხეული, ინტრუზივი. გარემომცველი ქანების სტრუქტურასთან დამოკიდებულების მიხედვით განარჩევენ თანხმობით (კონკორდანტულ) ინტრუზივებს, მაგ., ლაკოლითი, ლოპოლითი, ფაკოლითი, სილი (შრეინტრუზივი) და უთანხმო (დისკორტანტულ) ინტრუზივებს — შტოკი, დაიკი. ინტრუზივების კლასიფიკაციისას ითვალისწინებენ ფორმასა და სხეულის ზომას.

წარმოქმნის სიღრმის მიხედვით გამოყოფენ: ზედაპირულ, მცირესიღრმულ და სიღრმულ ინტრუზივებს. მაგმის ორი, ან უფრო მეტი ამოწევის შედეგად წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული რთული ინტრუზია, რომლის მაგმის შედგენილობა ყოველ ჯერზე მკვეთრად იცვლებოდა. სიღრმული ინტრუზია აგებულია კრისტალური მაგმური ქანებით, იმ დროს, როდესაც მცირესიღრმული ინტრუზივები პორფირული სტრუქტურისაა.

სტრუქტურული ტიპები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]