ლეობენი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ლეობენი
Leoben
|
ლეობენი (გერმ. Leoben) — ქალაქი ავსტრიაში, შტირიის ფედერალურ მხარეში, მდინარე მურაზე. 25 000 მცხოვრებით, იგი ადგილობრივი ინდუსტრიული ცენტრია, ასევე ფუნქციონირებს ლეობენის უნივერსიტეტი, რომლის სპეციალიზაციას სამთო საქმიანობაა. 1797 წელს, აქ ხელმოწერილ იქნა ლეობენის ხელშეკრულება, დროებითი ზავი ავსტრიასა და საფრანგეთს შორის, რაც კამპო-ფორმინოს ხელშეკრულების წინამორბედად ითვლება.
2005 წელს დასრულდა ლეობენის იუსტიციის ცენტრის მშენებლობა, რომელიც საპყრობილის ფუნქციებსაც ითავსებს.
პირველად, დასახლება სახელად ლუპინი ქრონიკებში 904, შემდეგ კი 1261 წლებში იხსენიება. შტირიის ჰერცოგმა და ჩეხეთის მეფე პრჟემსილ ოტოკარ II-მ მას ქალაქის სტატუსი მიანიჭა.